in ,

იტალიელების საყვარელი სამზარეულოს ბრენდი – “Scavolin-ის” ისტორია

იტალიური ბრენდის “Scavolini”-ს ისტორია 60 წლის წინ მცირე საამქროდან დაიწყო. დროთა განმავლობაში ბრენდმა დააგროვა უზარმაზარი გამოცდილება და დღეს კომპანიას მნიშვნელოვანი ინდუსტრიული სტატუსი აქვს. “სკავოლინი” კომპანიის ზრდის თვალსაჩინო მაგალითია.  ბრენდი შესანიშნავად მოერგო გემოვნების, ცხოვრების სტილისა და ბაზრის ცვლილებებს.

იტალიელი ძმების, ვალტერ და ელვინო სკავოლინის თავგადასავალი 1961 წელს დაიწყო.  ქალაქ პესაროში შექმნილი მცირე ზომის სამზარეულო, რომელიც სულ მალე ძალიან პოპულარული გახდა, ინსპირაციად იქცა ძმებისთვის და ამის შემდეგ მათ ბიზნესის გაფართოება დაიწყეს. 

მათ პროდუქციაზე გაზრდილი მოთხოვნა ცვლილებებს მოითხოვდა. საუკეთესო გადაწყვეტილებების მიღება და  მომხმარებლისთვის კარგი მომსახურების შეთავაზება კომპანიის მიზანი ხდება. “სკავოლინი” იწყებს ცნობილ დიზაინერებთან მუშაობას და წამყვანი ტექნოლოგიების გამოყენებას. კომპანიაში აძლიერებენ დისტრიბუციისა და გაყიდვების ქსელს. 1975 წელს “სკავოლინის” ჰქონდა უმნიშვნელოვანესი სარეკლამო კამპანია, რომლის ფარგლებშიც ბრენდი პესაროს კალათბურთის გუნდის სპონსორი გახდა.

1984 წელს კომპანიამ გამოუშვა სამზარეულოს ავეჯი სახელწოდებით “იტალიელებს ყველაზე მეტად უყვართ სამზარეულო”, რომელიც ყველას თვალში მოხვდა და ადგილობრივ ბაზარზე დიდი წარმატება მოუტანა ბრენდს. ის იტალიელების საყვარელი სამზარეულო გახდა, “სკავოლინის” ბრენდმა კი იმიჯი და სანდოობა მოიპოვა.

90-იან წლებში ბრენდმა ახალი შესაძლებლობები დანერგა. შეიქმნა ვებ გვერდი, რომლის მეშვეობით მომხმარებლებს ახალი შესაძლებლობები მიეცათ, ხოლო კომუნიკაცია გაძლიერდა. 1996 წელს ბრენდმა მიიღო ხარისხის დამადასტურებელი სერთიფიკატი ISO 9001.

2001 წელს “სკავოლინიმ” შექმნა ინოვაციური დანადგარების სისტემა. სწორედ ამ პერიოდიდან გაიზარდა საერთაშორისო ექსპორტი. ბრენდს ეკუთვნის გარემოსდაცვითი პროექტი, რომელიც ინტეგრირებულია ხარისხის დაცვით.

“სკავოლინი” პირველი ბიზნესი იყო იტალიაში, რომელმაც მიიღო OHSAS 18001: 2007 სერთიფიკატი ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების მართვის სამსახურში. ამ სერტიფიკატმა “Scavolini”- ს მიანიჭა ჯილდო MERIT AWARD.

მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ კომპანია უწყვეტად აუმჯობესებს გარემოს და იყენებს ტექნოლოგიურ ინოვაციებს. 2003 წელს “სკავოლინიმ” შექმნა ავტომატიზირებული საწყობი. ხოლო 2010 წლიდან კომპანია იყენებს მხოლოდ გამომუშავებულ ენერგიას. 

დღესდღეობით კომპანია წარმოადგენს უზარმაზარ ინდუსტრიას, რომელიც ყველა კულტურისა და გემოვნების ადამიანს ერგება და უმაღლესი ხარისხის სამზარეულოებს ამზადებს.  ბრენდი ყოველთვის აკმაყოფილებს ბაზარზე არსებულ მოთხოვნას და ერგება მომხმარებლის სურვილებს. ეს გახლავთ კომპანია, რომელიც ახერხებს სტილის, ფუნქციის უსაფრთხოებისა და გამძლეობის კომპონენტების დაკმაყოფილებას. 50 წელზე მეტია “სკავოლინი” ინდუსტრიაში წამყვან პოზიციაზეა. 

აღსანიშვავია, რომ კომპანია, რომელმაც სახელი ხარისხიანი სამზარეულოს მეშვეობით გაითქვა, დღესდღეობით სახლისთვის საჭირო ყველა სახის  ავეჯს აწარმოებს. მათი მოდელები კლასიკურ პროპორციებსა და თანამედროვე ფორმებს აერთიანებს, იქნება ეს საგარდერობე ოთახები, მისაღები ოთახის გარნიტურა თუ აბაზანები. ყველა დეტალში იგრძნობა ხარისხი, სივრცის ათვისების უნარი და ფუნქციონალურობა. 

საქართველოში “Scavolini”-ს სამზარეულოების შეძენა Belle Maison-ის შოურუმშია შესაძლებელი. 

როგორ შევარჩიოთ თეთრი საღებავი სწორად – ემა სიმს-ჰილდიჩის რჩევები

კომპანიები საქართველოში, რომლებიც სახლის დაპროექტებისა და მშენებლობის სრულ პაკეტს გვთავაზობენ