in

ივანე ქათამაშვილი მსოფლიოს 100 გამორჩეულ არქიტექტურის ფოტოგრაფს შორის მოხვდა

არქიტექტურული ფოტოგრაფია წარმოადგენს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს კომუნიკაციის მეთოდს არქიტექტორებისა და დიზაინერებისთვის. ფოტოგრაფია ერთგვარი საშუალებაა სივრცეებისა და შენობების გასაცოცხლებლად და მათი სრულფასოვნად აღქმისთვის.

ვინ არიან მსოფლიოს საუკეთესო ფოტოგრაფები არქიტექტურის განხრით? ამ კითხვით The LOOP Design Awards-ის გუნდმა ასობით გამორჩეულ არქიტექტორს, დიზაინერს, რედაქტორს და ფოტოგრაფს მიმართა. საბოლოო ჯამში კი 100 რჩეული ფოტოგრაფი გამოვლინდა, რომლებიც დასახელებულნი არიან, როგორც მსოფლიოში ყველაზე ინსპირაციული არქიტექტურული ფოტოგრაფები LOOP Design Awards-ის მიხედვით.

ძალიან სასიხარულო აღმოჩნდა ის ფაქტი, რომ მოცემულ ჩამონათვალში ქართველი ფოტოგრაფი, ივანე ქათამაშვილი გვხვდება.

ივანე ქათამაშვილი ამერიკის შეერთებულ შტატებში მოღვაწე ფოტოგრაფია. არქიტექტურული ცოდნის წყალობით, მისი ფოტოგრაფია მკაფიოდ გამორჩეულია და ის თანამედროვე არქიტექტურის აღქმას სრულიად განსხვავებული რაკურსით გვთავაზობს.

 

სტატიაში გამოყენებული ფოტოების ავტორი: ივანე ქათამაშვილი 

მარტივი ფორმები და პასტელური ფერები – ანა ნაცვლიშვილის არქიტექტურული ხედვა

“შემოქმედებითი სახელოსნო #4” – ნიკა მამულაშვილის თანამედროვე ბინა საუცხოო ხედით