in

13 ადგილი თბილისში, სადაც კერამიკულ ფილებს შეიძენთ

კერამიკული ფილები უკვე წლებია აქტუალობას არ კარგავს. ის ინტერიერში ერთ-ერთ მნიშვნელოვან ელემენტად ითვლება და სახლის სხვადასხვა ზონაში გამოიყენება. კერამიკული ფილები გვხვდება კედელსა და იატაკზე, რის გამოც ის საკმაოდ პრაქტიკული და მოსახერხებელი პროდუქტია. ამასთანავე, დიზაინის მრავალფეროვნებითაც გამოირჩევა და სივრცეს უფრო მიმზიდველსა და საინტერესოს ხდის. დღევანდელ სტატიაში იმ ადგილებს გაგაცნობთ, სადაც თქვენთვის სასურველ ფილებს შეიძენთ.

1. VitrA Georgia   

ქართულ ბაზარზე ფილების მომხიბვლელი და ხარისხიანი მოდელების მრავალფეროვნებით „VitrA Georgia“-ს შოურუმი გამოირჩევა, სადაც სამზარეულოსა და სააბაზანოსთვის განკუთვნილ კედლისა და იატაკის ფილებს შეიძენთ. სასურველ პროდუქტს მარტივად შეუხამებთ  განსხვავებული სტილის ინტერიერს და სივრცეს მიმზიდველობას შემატებთ.

2. Nova  

კერამიკული ფილები გამძლეობით ხასიათდება, ამიტომ ხშირად იყენებენ ნესტიან  ადგილებში. თუ გსურთ თქვენს ინტერიერს პირვანდელი სახე ხანგრძლივად შეუნარჩუნოთ, ერთ-ერთი რეკომენდებული გზა სივრცის ფილებით მოპირკეთებაა. პროდუქციის მრავალფეროვანი არჩევანი კი „Nova“-ს შოურუმში დაგხვდებათ.

3. Lego Room

Lego Room“-ის პროდუქციის დახმარებით სახლში ელეგანტურ და თანამედროვე ინტერიერს შექმნით. ფერადი, განსხვავებული დიზაინს მოდელები საუცხოო აქცენტებს  შეიტანს სივრცეში და სახასიათო შტრიხებს შესძენს თქვენს საცხოვრებელს.

4. Kerama Marazzi  

გარდა ესთეტიკური მიმზიდველობისა, კერამიკული ფილები მოვლის სიმარტივითაც გამოირჩევა. მდგრადია ჭუჭყისა და დაზიანების მიმართ და ადვილად იწმინდება. სხვადასხვა სტილის, ფორმატისა თუ ფერთა გამის მოდელებს „Kerama Marazzi“-ის ფილიალებშიც შეიძენთ.

5. კაფელის სახლი

 კერამიკული ფილების დახმარებით შესაძლებელია სივრცეს ერთიანი, ჰარმონიული იერი შესძინოთ, რადგან მათი გამოყენება კედელზე, იატაკსა და ჭერზე შეგიძლიათ. „კაფელის სახლი“ კიდევ ერთი საინტერესო სივრცეა, სადაც ევროპასა და აზიაში წარმოებულ პროდუქციას შეიძენთ, მათ შორის მრავალფეროვან კერამიკულ ფილებსაც.

6. ჯაოკენი

სარემონტო და მოსაპირკეთებელი მასალების შოურუმი „ჯაოკენი“, დახვეწილი და გემოვნებიანი კერამიკული ფილების ფართო ასორტიმენტს გთავაზობთ. საინტერესო მოდელებს არა მარტო პრაქტიკული დანიშნულებით გამოიყენებთ, არამედ ისინი ინტერიერში დეკორატიულ როლსაც შეითავსებს და უფრო მიმზიდველს გახდის ნებისმიერ კუთხეს.

7. გალერეა დემასი  

მდგრადი, ხარისხიანი ევროპული პროდუქცია დაგხვდებათ „გალერეა დემასის“ შოურუმში, სადაც ნებისმიერი გემოვნების მქონე მომხმარებელი სასურველ მოდელს მარტივად შეარჩევს და ხანგრძლივად უზრუნველყოფს ინტერიერის უნიკალურობას და ელეგანტურ სახეს.

8. მოდუსი  

განსხვავებული და ესთეტიკურად დახვეწილი მოდელებია წარმოდგენილი „მოდუსის“ ფილიალებშიც. მათი დახმარებით საინტერესოდ მოაწყობთ თქვენს სამზარეულოს, სააბაზანოს თუ მისაღებ სივრცეს და სახასიათო ელემენტებს შეიტანთ ინტერიერში.

9. Bricorama

დეკორატიული ფილები მაღალი ტემპერატურის მიმართ მდგრადია, რის გამოც  ხშირად ბუხრის გარშემოც აგებენ. ასევე, ეფექტურია ნესტიან ადგილებში და სხვა მასალებისგან განსხვავებით მტკიცეა სისველის მიმართაც. ხარისხიან მოდელებს კი „Bricorama“-შიც შეარჩევთ.

10. ესპანო-ესპანური სახლი  

თუ ესპანური დიზაინი გხიბლავთ, ცნობილი ბრენდების პროდუქცია დაგხვდებათ „ესპანო-ესპანურ სახლში“, სადაც ეკოლოგიურად სუფთა, ხარისხიანი და განსხვავებული დიზაინის კერამიკულ ფილებს შეიძენთ.

11. Mihouse

რემონტის მიმდინარეობისას რთულია შესაფერისი მასალის სიჩქარეში შერჩევა, ამიტომ სჯობს თადარიგი წინასწარ დაიჭიროთ და სასურველი პროდუქტის მოძიება რემონტამდე დაიწყოთ. ერთ-ერთი ასეთი ადგილი, სადაც კერამიკულ ფილებს შეიძენთ „Mihouse“-ია.

12. იდეალი  

რემონტისთვის საჭირო პროდუქციას „იდეალის“ შოურუმში მოიძიებთ. მაღაზია კერამიკული ფილების ესთეტიკურად მიმზიდველ, ხარისხიან კოლექციას გთავაზობთ. სასურველი მოდელი დაგეხმარებათ სივრცის განახლებასა და გალამაზებაში.

13. დომინო   

კერამიკული ფილების შეძენას თუ გადაწყვეტთ, „დომინოს“ შოურუმის მონახულებასაც გირჩევთ, სადაც საინტერესო პროდუქცია დაგხვდებათ. მრავალფეროვანი კოლექციიდან კი თქვენთვის მისაღებ კერამიკულ ფილას მარტივად შეარჩევთ.

ავტორი: მეკო მეტრეველი

შრეკის სახლი შოტლანდიის ტყეში, რომლის მონახულებაც მსურველებს 13 ოქტომბრიდან შეეძლებათ

The Why Not Gallery Gift Shop-მა ფეხბურთის მოყვარულებისათვის ახალი ოთახის ქაღალდი შექმნა