in

შრეკის სახლი შოტლანდიის ტყეში, რომლის მონახულებაც მსურველებს 13 ოქტომბრიდან შეეძლებათ

Banner M2
Banner M2

პლატფორმა Airbnb შოტლანდიაში შრეკის სახლს აქირავებს, სადაც მულტფილმის მოყვარულებს შეუძლიათ სიმშვიდე და სიმყუდროვე იპოვონ და თავი საყვარელი ანიმაციის მთავარ გმირებად იგრძნონ. სახლი შრეკისა და ვირის საცხოვრებელის ზუსტი ასლია, შენობა ტყეში მდებარეობს და მის წინ ტალახის გუბეებსაც კი დაგხვდებათ.

სახლს ხის კარი ამშვენებს, საიდანაც მნახველები პირდაპირ შრეკის ოთახში ხვდებიან. ოთახში განთავსებულია შრეკის ნივთები, საწოლი, სკამი და ძველი გოგრაც კი, რომელსაც თავად შრეკი სანთლების დასანთებად იყენებს.

შენობის ირგვლივ არსებულ ხეებზე სპეციალური ნიშნებია განლაგებული სადაც „არ შემოხვიდეთ“, „აქაურობა საშიშია“ და მსგავს წარწერებს ვხვდებით.

ადგილი სამ დამსვენებელზეა გათვლილი და სტუმრებს Halloween-ის დღეებში ელოდება. კარზე გაკეთებულ წარწერაში კი ვკითხულობთ, რომ მათ თავად ვირი უმასპინძლებს, მანამ სანამ შრეკი სახლში არ არის.

სახლის დაჯავშნა მსურველებს airbnb პლატფორმაზე 13 ოქტომბრიდან შეეძლებათ და აქვე დახვდებათ ადამიანი, რომელიც მათ კვებას ვაფლებითა და სხვადასხვა სახის დესერტით უზრუნველყოფს.

კომპანია პროექტის ფარგლებში ერთჯერად შემოწირულობას გაუწევს HopScotch ბავშვთა საქველმოქმედო ორგანიზაციას.

ფოტოგრაფი: Alix McIntosh.

10 საუკეთესო მწვანე ელფერი ოთახში კომფორტისა და სიმყუდროვის შესაქმნელად

13 ადგილი თბილისში, სადაც კერამიკულ ფილებს შეიძენთ