in

The Why Not Gallery Gift Shop-მა ფეხბურთის მოყვარულებისათვის ახალი ოთახის ქაღალდი შექმნა

როდესაც სახლისთვის რაიმე ორიგინალურისა და უნიკალურის შეძენა გვსურს, კედლის ქაღალდი ერთ-ერთი საუკეთესო გამოსავალია. ამ მხრივ საკმაოდ დიდი არჩევანი არსებობს, თუმცა საკმაოდ გამორჩეულია The Why Not Gallery Gift Shop-ი ფეხბურთით ინსპირირებული კედლის ქაღალდი, რომელიც ინგლისელი ხელოვანის, ლუკ ბარტონის ნამუშევრების მიხედვით შეიქმნა.

„ძალიან გვიყვარს მაქსიმალისტური ინტერიერები და შესაბამისად, ჩვენ მიერ შექმნილი პროდუქტები ყოველთვის ძალიან დატვირთულია ვიზუალურად. ვცდილობთ, ხელოვანის ნამუშევარში არ ჩავერიოთ. ბოლო დროს გავაფართოვეთ ჩვენი თანამშრომლობის წრე და ლუკ ბარტონთან დავიწყეთ მუშაობა,” – გვიყვება The Why Not Gallery Gift Shop-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი, ელენე კაპანაძე.

ლუკ ბარტონი საქართველოში უცნობი ფიგურა არ არის. ზაფხულში მისი გამოფენაც კი შედგა და “On Love For Football” პირველი პროდუქტი არაა, რომელიც მან ქართული ბრენდისთვის შექმნა. ნამუშევრის მიღმა ბარტონის ხელწერა და სტილი იმალება, რომლის არსი სიმბოლიზმსა და კულტურულ მემკვიდრეობაშია.

როგორც თავად ამბობს, ბარტონის ეს კონკრეტული დიზაინი ფეხბურთის, მაქსიმალიზმისა და ყველაფერი ლამაზის სიყვარულს აერთიანებს.

“ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველა პროდუქტი, რომელსაც ვაწარმოებთ, ატარებდეს ხელოვანისთვის დამახასიათებელ ესთეტიკას. რაც შეეხება კლიენტებთან მუშაობას, მაქსიმალურად ვერგებით მათ სურვილებს და ხშირად სპეციალურად მათთვის ვამზადებთ ახალ დიზაინს” – ამბობს ელენე კაპანაძე.

The Why Not Gallery Gift Shop-ი ქართულ ბაზარზე დიდი ხანია პოპულარობით სარგებლობს და გვთავაზობს ქართველ და უცხოელ ხელოვანებთან კოლაბორაციით შექმნილ სხვადასხვა ფერისა და ზომის კედლის ქაღალდებს, ნახატებს, ქოთნებს მცენარეებისთვის და სახლის სხვა დეკორაციებს.

13 ადგილი თბილისში, სადაც კერამიკულ ფილებს შეიძენთ

შთამაგონებელი იდეები პატარა სამზარეულოს გასაფორმებლად