in

რამდენად პრაქტიკულია ხალიჩა სამზარეულოში – Homeis.ge გირჩევთ

როგორი უნდა იყოს ბინა, მყუდრო თუ პრაქტიკული? რა უფრო მნიშვნელოვანია სრულფასოვანი ცხოვრებისთვის? დღეს გვინდა კიდევ ერთ საკამათო საკითხზე გესაუბროთ, როგორიცაა ხალიჩა სამზარეულოში.

ნოხი ერთის მხრივ, მტვრისა და ჭუჭყის კერა ხდება, მეორეს მხრივ კი ის მას აკავებს კიდეც. გარდა ამისა, სივრცეს მყუდროს ხდის და ათბობს. ჩვენ ამ გადაწყვეტილების ძლიერი და სუსტი მხარეები შევაგროვეთ, გადაწყვეტილების მიღება კი თქვენთვის მოგვინდია.

სამზარეულოს ხალიჩის სუსტი მხარეები:

  1. აგროვებს მტვერსა და ჭუჭყს

ეს ძირითადი არგუმენტია, რომელიც სამზარეულოში ნოხის დაგებაზე უარისკენ გვიბიძგებს. თუ სამზარეულოში ამზადებენ, მაშინ ნოხზე აუცილებლად დარჩება მზადების პროცესის ნარჩენები, ლაქები, საჭმლის ნაწილაკები, ნამცეცები. ამასთან, ნებისმიერი ნოხი მტვერსაც აგროვებს. საბოლოოდ მიიღებთ აქსესუარს, რომელიც სათანადო მოვლის გარეშე ინტერიერს უშნო შტრიხად გადაიქცევა.

  1. საჭიროებს რეგულარულ მოვლას

ნოხი კიდევ ერთი ნივთი გახდება, რომელიც მოვლას საჭიროებს. სამზარეულოში ნოხის მტვერსასრუტით მხოლოდ კვირაში ერთხელ გაწმენდა არ გამოვა, ამის გაკეთება ყოველდღიურად მოგიწევთ. ასევე ქიმწმენდის ხშირი სტუმარიც გახდებით, ან ნოხის ხელით რეცხვა რეგულარულად მოგიწევთ – ეს არის ამ აქსესუარის სამზარეულოში ქონის „ფასი“.

  1. შესაძლებელია არეულობის განცდა გაგიჩინოთ

თუ სამზარეულო პატარა და ლაკონურია, ხოლო ნოხი ზედმეტად რთული (ჭრელი, სქელი და გრძელი ბეწვით, შეუსაბამო ნახატით) ის თავისუფლად შეძლებს ინტერიერის გადატვირთვას და ლამაზი სამზარეულოს დახუთულ სივრცედ გადაქცევას. პატარა სამზარეულოების მესაკუთრეებმა უმჯობესია ამ გადაწყვეტილებაზე უარი თქვან.

  1. პოტენციური ალერგენი

ნოხი მტვერს აგროვებს, შესაბამისად ის პოტენციური ალერგენიცაა. ეს ყველა სახის ნოხს ეხება, მაგრამ სამზარეულოში დადებული ნოხი ამ მხრივ განსაკუთრებით აქტიურია, ვინაიდან განსაკუთრებულად ბინძურდება. უმჯობესია, ალერგიულმა ადამიანებმა ხალიჩის ქონისგან თავი შეიკავონ.

სამზარეულოს ხალიჩის ძლიერი მხარეები:

  1. ათბობს იატაკს

თუ თქვენ თბილი იატაკის გაკეთება არ დაგიგეგმავთ და კერამოგრანიტზე ფეხები გეყინებათ, ნოხი ნაწილობრივ გიშველით ამ სიტუაციაში. ამასთან ის ძვირი არ ღირს. ხალიჩა არ აშრობს ჰაერს და ის იდეალურია მათთვის, ვინც მცივანაა და სითბო უყვარს.

  1. ხელს უშლის ჭუჭყის გავრცელებას

ნოხი მტვერს და ჭუჭყს აგროვებს, მაგრამ ამ თვისების წყალობით მათ გავრცელებას აბრკოლებს. ეს ზუსტად ისე მუშაობს, როგორც პატარა ნოხი სახლის შესასვლელში. არ დაგავიწყდეთ, სამზარეულოს ნოხის ხშირი რეცხვა და რეგულარული მოვლა. უმჯობესია გრძელ ბეწვიან და ჭრელ მოდელებზე უარი თქვათ და უპირატესობა წვრილ ბეწვიან, სადა ხალიჩას მიანიჭოთ. მის გარეცხვას სარეცხ მანქანაში ადვილად შეძლებთ.

  1. გამოიყურება მყუდროდ

რა თქმა უნდა, ნოხი ინტერიერს სიმყუდროვეს მატებს. სამზარეულოში ასეთი გარემო განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ვინაიდან აქ ოჯახი ხშირად იკრიბება. ეს სტუმრებისა და ნათესავების თავშეყრის ადგილია. ამიტომაც კეთილგანწყობილი და მყუდრო გარემოს შექმნა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

  1. ინტერიერის განახლების მარტივი საშუალება

ნოხი, როგორც ნებისმიერი ტექსტილი, მარტივად შეიძლება შეიცვალოს ახალი აქცენტით. არ არის საჭირო კედლების შეღებვა, ავეჯის შეცვლა ან რემონტისათვის დიდი ხარჯების გაწევა. ამის მაგივრად უბრალოდ ახალი ხალიჩა შეიძინეთ და იატაკზე დააფინეთ.

  1. ბავშვების უსაფრთხოება

თუ თქვენ ბავშვები გყავთ, მაშინ ნოხი მათ დაცემას შეარბილებს. განსაკუთრებით მაშინ,  როცა ბავშვი სიარულს სწავლობს. ამასთან ხალიჩაზე შესაძლებელია სათამაშო ზონის მოწყობა, რათა საჭმლის მზადების დროს ბავშვმა თქვენს თვალწინ თბილ იატაკზე ითამაშოს.

  1. ვიზუალური ზონირების სწრაფი საშუალება

აქტუალურია იმ მფლობელებისთვის, რომლებსაც სამზარეულო და სასტუმრო ოთახი გაერთიანებული აქვთ. ასევე მათთვის, ვინც დასვენების ზონა სამზარეულოში მოაწყო. სივრცის ვიზუალური საზღვრების სწრაფად შექმნა ნოხის საშუალებითაა შესაძლებელი. დააფინეთ ის სასტუმრო ოთახში ან დივანთან და ის ამ ზონის ყველა ნივთს ირგვლივ „შემოიკრებს.“

Maria Nila-ს სათაო ოფისი – ASKA-ს ნაზი პროექტი სტოკჰოლმში

#სადვიცხოვრო: ანა გრიგოლიას სახლი უზნაძის ქუჩაზე