in ,

ხის პარკეტი, რომელიც წლების შემდეგაც გვიყვარს

პარკეტი — ეს არის სივრცის ხასიათი, მისი სითბო, რიტმი და ტექსტურა. ხის ზედაპირი, რომელსაც ყოველდღე ვეხებით, ქმნის იმ ატმოსფეროს, სადაც ვცხოვრობთ, ვმუშაობთ და ვისვენებთ.  სწორედ ამიტომ, მასალის შერჩევა არ არის მხოლოდ ტექნიკური გადაწყვეტილება — ეს არის ემოციური არჩევანიც.

ამ გამოცდილების გასაზიარებლად არსებობს Belle Maison-ის შოურუმი — ადგილი, სადაც დიზაინი ცოცხლდება. აქ შეგიძლია ექსპერიმენტირება: დაალაგო, შეადარო, წარმოიდგინო. ეს არის სივრცე, სადაც მასალა და იდეა ერთმანეთს ხვდება და სადაც პარკეტი ხდება შენი პროექტის პირველი ნაბიჯი.

პარკეტი, როგორც ემოციური ფონი

 სივრცის ატმოსფერო ხშირად იქმნება უხმოდ — ფერებით, სინათლით, ზედაპირით. პარკეტი ამ უხმო დიალოგის მთავარი მონაწილეა. ის ქმნის ემოციურ ფონს, რომელზეც შენი ცხოვრების ყოველდღიური სცენები იწერება — დილის ყავა, ბავშვების სიცილი, სტუმრების ვიზიტი… ეს არის დიზაინი, რომელიც გრძნობად იქცევა.

ხის ზედაპირზე დრო იბეჭდება — ნაბიჯების რხევით, მზის სხივების ცვლით, ჩრდილების მოძრაობით. პარკეტი არ არის სტატიკური; ის ცოცხლობს შენთან ერთად. წლების შემდეგაც, როცა ავეჯი შეიცვლება და კედლები გადაიღებება, პარკეტი დარჩება იმ მეხსიერებად, რომელიც სივრცის ისტორიას მოყვება.

Listone Giordano – ს ხის პარკეტი SLIDE | დიზაინერი Daniele Lago

Listone Giordano — დიზაინის ენა ხის ზედაპირზე

Listone Giordano – ს ოფიციალური შოურუმი Belle Maison-ში

თუ პარკეტს დიზაინის ელემენტად აღიქვამ, მაშინ Listone Giordano შენი ბრენდია. ეს არის არქიტექტურული ხედვა ხის ფორმით. მისი კოლექციები ესთეტიკისა და ინოვაციის სინთეზია, რომელიც მსოფლიოს წამყვანი დიზაინერების ხელწერას ატარებს: Michele De Lucchi, Patricia Urquiola, Piero Lissoni, Daniele Lago, Matteo Nunziati  და სხვები.

Listone Giordano-ს პარკეტი შექმნილია მათთვის, ვისთვისაც ინდივიდუალიზმი ყველაზე მაღალი ღირებულებაა. პარკეტი გამოიყენება როგორც იატაკისთვის, ასევე კედლის დეკორად. არასტანდარტული ხაზები და კომპოზიციები ქმნის მოულოდნელ ვიზუალურ ეფექტს, რომელიც თვალს მაშინვე იპყრობს. ხის უნიკალური გეომეტრიული ფორმები დიზაინერს აძლევს თავისუფლებას — შექმნას ისეთი დიზაინერული კომბინაციები, რომელიც სივრცეს სახასიათო, გამორჩეულ იერსახს სძენს. მსგავსი დიზიანის  გამეორება კი  პრაქტიკულად შეუძლებელია.

მუხის ხის ბუნებრივი ტექსტურა, სპეციალური ზეთებით დამუშავება და ზოგიერთ კოლექციაში არსებული  “დაძველებული” იერი კიდევ უფრო აძლიერებს მის ავთენტურობას.

Listone Giordano – ს ხის პარკეტი FACTUM | დიზაინერი Dante Osca Benini + Luca Gonzo

ბრენდის ისტორია იწყება მათ მიერ გაშენებულ ტყეებში, სადაც მუხის ხეები იზრდება ბუნებრივად, მდგრადი მეთოდებით. აქედან გადის გზა მრავალშრიან ინჟინრულ სტრუქტურამდე –  ტექნოლოგიით, რომელიც Listone Giordano-მ თავად შეიმუშავა და რომელიც პარკეტს ანიჭებს გამორჩეულ სტაბილურობას, გამძლეობას და უზრუნველყოფს ფორმის შენარჩუნებას წლების განმავლობაში.

Listone Giordano – ს მუხის ტყე საფრანგეთში

ამ პროცესის განუყოფელი ნაწილია ეკოლოგია. ბრენდი იყენებს FSC® სერტიფიცირებულ ხეს, ამცირებს წარმოების ნარჩენებს და იყენებს ბუნებრივ ზეთებსა და წყალზე დაფუძნებულ საფარებს. მათი მიზანია შექმნან პროდუქტი, რომელიც არა მხოლოდ ლამაზია, არამედ ეთიკურად და ეკოლოგიურად სუფთაა.

ლისტონე ჯორდანოს პროდუქცია სრულად ეხმიანება დიზაინერულ ხედვას – ფერში, ტექსტურაში და ფორმატში. ეს ხედვა კი მხოლოდ ინტერიერს არ მოიცავს: შიდა სივრცის პარკეტის გარდა, ბრენდი გთავაზობს სპეციალურად გარე სივრცეებისთვის შექმნილ დეკს, რომელიც იდეალურია ტერასებისთვის, აივნებისთვის და ბაღის ზონებისთვის.

Listone Giordano – ს ხის პარკეტი გარე სივრცისთვის

 


 

Scheucher — პრაქტიკულობისა და ხარისხის ბალანსი

Scheucher – ის ოფიციალური შოურუმი Belle Maison-ში

Scheucher-მა მცირე დროში მოიპოვა განსაკუთრებული პოპულარობა ქართულ ბაზარზე და იქცა ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად ბრენდად. Scheucher-ის პარკეტი უკვე გახდა არჩევანი როგორც კერძო ინტერიერებისთვის — ბინებისა და სახლებისთვის, ისე საჯარო სივრცეებისთვის, როგორიცაა ოფისები, შოურუმები და კომერციული ობიექტები. მისი მრავალფეროვანი დიზაინი, ტექნიკური მახასიათებლები და გამძლეობა საშუალებას აძლევს არქიტექტორებს და დიზაინერებს გამოიყენონ იგი სხვადასხვა ტიპის პროექტში.

OKTOPUS ფიტნეს დარბაზი | დიზაინერები: ხათუნა მიქაბერიძე და ნინო ყამბარაშვილი
კერძო საცხოვრებელი სივრცე | დიზაინერი: სანდრო ბალესიაშვილი
კერძო საცხოვრებელი სივრცე | დიზაინერი: დავით ვაზაგაშვილი
კერძო საცხოვრებელი სივრცე | დიზაინერები: ლიკა ლასარეიშვილი და ცოტნე ანდრიაძე

პარკეტი, რომელიც სივრცეს ხმას აძლევს

ზოგადად, ხის იატაკს აქვს უნარი, სივრცეს ხმა მისცეს — არა ხმაურით, არამედ რეზონანსით. პარკეტი არ ახშობს ხმას, ის მას აყალიბებს. ამიტომ ირჩევენ ხის იატაკს მუსიკალურ სტუდიებში, გალერეებში, თეატრებში. ის ქმნის ბუნებრივ აკუსტიკას, რომელიც არ არის ხელოვნურად დამუშავებული, ის მოდის მასალის სიღრმიდან.

Scheucher – ის ხის პარკეტი

პარკეტის აკუსტიკური თვისებები დამოკიდებულია რამდენიმე ტექნიკურ ფაქტორზე: ხის სიმკვრივე, დაფის სისქე, წყობის ტიპი და ქვედა ფენის სტრუქტურა. მაგალითად, მუხის პარკეტი, თავისი მაღალი სიმკვრივით, ქმნის დაბალ რეზონანსს და ამცირებს ხმაურის გავრცელებას.

Scheucher-ის პარკეტი კი ამ თვისებებს აერთიანებს გამორჩეულ ტექნიკურ მახასიათებლებთან, რაც მას იდეალურს ხდის არა მხოლოდ კულტურული სივრცეებისთვის, არამედ სპორტული დარბაზებისთვის, ოფისებისთვის, ბარებისთვისა და სამედიცინო დაწესებულებებისთვისაც. მისი გამძლეობა, მარტივი მოვლა და ეკოლოგიური სტანდარტები უზრუნველყოფს კომფორტს და უსაფრთხოებას ყოველდღიურ გამოყენებაში.

Scheucher – ის ხის პარკეტი

ფუნდამენტი, რომელიც არ იცვლება

 პარკეტი — ეს არის სივრცის საფუძველი. ის არ იცვლება სეზონურად, არ იცვლება ტრენდების მიხედვით. სწორად შერჩეული ხის იატაკი წლების შემდეგაც ისეთივე შთამბეჭდავია, როგორც პირველ დღეს.

პარკეტის არჩევა ხშირად არ არის მხოლოდ ვიზუალური გადაწყვეტილება — ეს არის ინტუიცია. ტექსტურა, რომელიც ხელის შეხებაზე რეაგირებს; ფერი, რომელიც სივრცის განათებას ეხმიანება; წყობა, რომელიც მოძრაობას ქმნის.

Belle Maison-ში ეს ინტუიცია რეალურ არჩევანად იქცევა — პარკეტის შეძენა შესაძლებელია პირდაპირ შოურუმიდან, რაც ამარტივებს გადაწყვეტილების მიღებას და ამცირებს მოლოდინის პერიოდს. ბელ მეზონში პარკეტის მარაგი ათასობით კვადრატულ მეტრს ითვლის, შესაბამისად მომხმარებლებს მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობს ადგილზე — სხვადასხვა ფერებში, ტექსტურებში და წყობებში, რაც საშუალებას აძლევს მათ, იპოვონ ზუსტად ის, რაც შეესაბამება მათ ხედვასა და პროექტის მოთხოვნებს.

რაც ყველაზე მნიშვნელოვანია – ბელ მეზონი აერთიანებს მაღალი ხარისხის პროდუქტთან ერთად შესაძლებლობას – მომხმარებლებმა შეიძინონ ევროპული სტანდარტის პროდუქტი საუკეთესო ფასად.

მომსახურება, რომელიც პროცესს მარტივს და სასიამოვნოს ხდის ისევე მნიშვნელოვანია, როგორც პროდუქტი: Belle Maison-ში მომხმარებელს ემსახურება გამოცდილი გუნდი, რომელიც უზრუნველყოფს კონსულტაციას, დიზაინის შერჩევასა და ბიუჯეტის ოპტიმიზაციას.

როდესაც არჩევანი სწორია, დრო მხოლოდ ამყარებს მას.

Scheucher – ის ხის პარკეტი

[R]

LG MoodUP™  უკვე ელიტშია

ეკოლოგიურად პასიური სახლი მალიორკაზე