in

იაპონური ხის სახლის პროექტი ბორცვზე

იაპონიაში, ბორცვზე, რომელიც ტანზავას მთებს გადაჰყურებს, ერთი ხის სახლი იქცევს ყურადღებას. მისი მფლობელი დურგალია, რაც არქიტექტორებისთვის შთაგონების წყარო გახდა – სახლის ექსტერიერი და ინტერიერი ისეა დაპროექტებული, რომ მთლიანობაში შენობა ერთ დიდ მოჩუქურთმებულ ხის ნაჭერს ჰგავს. სახლი არათანაბარი სიმაღლისაა – მისი ერთი ნაწილი ბევრად მაღალია მეორეზე. ამ წინასწარ გათვლილი უსწორმასწორო კონსტრუქციის წყალობით მაღალ მხარეს მეტი მზის შუქი ხვდება და მფლობელს გარეთა აივნის მოწყობის საშუალებასაც აძლევს.

Banner M2
Banner M2

 

 

 

მისაღები პირველ სართულზე, სააბაზანო მეორე სართულზე და სახურავზე  გაშენებული ტერასა მთებს გადაჰყურებს , ასე რომ მფლობელებს ამ ოთახებიდან იაპონიის დიდებული მთების ხედი ეშლებათ.

 

 

 

ექსტერიერზე განზრახ დატოვებული დაუმუშავებელი ხის დეტალები და ინტერიერის კედლების გამიზნულად ბოლომდე შეულესავი კედლები ერთმანეთს ავსებს და სივრცესა და მასალას ერთმანეთთან აკავშირებს, რაც მთლიანობაში ჰარმონიულობისა და ბუნებრივობის  ეფექტს ქმნის.

 

 

არქიტექტურული კომპანია: KOMINORU Design

ფოტოგრაფი: Katsumasa Tanaka

ნიუ-იორკის მდიდრული ბინები პარიზის, ლონდონისა და ტოკიოს ინტერიერით

სარკე როგორც მრავალფუნქციური დიზაინერული ინსტრუმენტი ინტერიერში