in

ხმის საიზოლაციო სისტემა საცხოვრებელ კომპლექსში – რატომ უნდა მივაქციოთ ამ კომპონენტს განსაკუთრებული ყურადღება ბინის შეძენამდე?

ხმის საიზოლაციო სისტემები თანამედროვე სამშენებლო სტანდარტის მნიშვნელოვანი და აუცილებელი ელემენტია, რომელიც საცხოვრებელ კომპლექსში მაცხოვრებლების მშვიდ, მყუდრო და კომფორტულ ცხოვრებას უზრუნველყოფს. თუმცა მრავალბინიანი საცხოვრებელი კომპლექსების უმეტესობას ხმის ცუდი იზოლაცია აქვს, რის გამოც მაცხოვრებლებს ყოველდღიურ ცხოვრებაში დიდი დისკომფორტი ექმნებათ, აწუხებთ მეზობლებისა და გარედან შემოსული ხმაური, რაც ცხოვრების ხარისხს მკვეთრად აუარესებს. ამიტომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ამ ელემენტზე ბინის შეძენამდე ვიფიქროთ, უკვე არსებული ხმის იზოლაციის შემთხვევაში შევამოწმოთ მისი მდგომარეობა, ეფექტურობა და ხარისხი, ხოლო თუ არ გვაკმაყოფილებს ის, თავად ვიზრუნოთ მის მოწყობაზე.

უპირველესად, უნდა აღინიშნოს, რომ ბაზარზე ორი ტიპის ხმის საიზოლაციო სისტემა გამოიყოფა: კარკასული (რომელშიც შემდგომ ხმის საიზოლაციო მასალები თავსდება) და უკარკასო, რომელიც არ საჭიროებს შემაკავებელ კონსტრუქციას ( ამიტომ საიზოლაციო საშუალება პირდაპირ ზედაპირზე მაგრდება). რაც შეეხება მასალებს, უმეტესად გვხვდება: მინერალური ქვა-ბამბის ფილები, ლერწმის ფილები, ტორფის ცეცხლგამძლე საიზოლაციო დაფები,  სელის ფენა, კორპის ან ქოქოსის ბოჭკოვანი საფარი, ბოჭკოვანი მინა, პოლიურეთანის ქაფის ბლოკები, ბოჭკოვანი მინა და აქაფებული მინა. მასალათა სიმრავლის გამო, მაცხოვრებლებს ხშირად უჭირთ ხმის საიზოლაციო პროდუქტების ეფექტურობის შეფასება და მასალის სწორად შერჩევა, ამიტომ დღევანდელ სტატიაში იმ ძირითად კრიტერიუმებზე გავამახვილებთ ყურადღებას, რომლებსაც თანამედროვე, ხარისხიანი ხმის საიზოლაციო სისტემა უნდა აკმაყოფილებდეს და რომელთა გათვალისწინებაც ფუნქციური და ხარისხიანი მასალის შერჩევაში დაგეხმარებათ.

ხმის ჩახშობის კარგი უნარი და გამძლეობა — ხმის იზოლაციის მთავარი ფუნქცია ხმაურის მაქსიმალური შემცირება და მისი ეფექტური ჩახშობაა, ამიტომ უპირველესად, საიზოლაციო სისტემების შერჩევისას, ან უკვე არსებული მასალების შეფასებისას, უნდა გადაამოწმოთ მწარმოებლის საქმიანობა,  მასალის ჩახშობის უნარიანობის მაჩვენებელი და მედეგობა, რათა დროთა განმავლობაში პროდუქტი მარტივად არ გაცვდეს და სივრცე ხმაურისგან სათანადოდ ვერ დაიცვას. საიზოლაციო მასალის ხარისხიანი და ეფექტური მუშაობისთვის მნიშვნელოვანია რამდენიმე საკითხის გათვალისწინება — საჭიროების შემთხვევაში, საიზოლაციო სისტემისთვის სპეციალური კონსტრუქციის  აწყობა, ვიბრაციის იზოლაციის ფენის დამუშავება, ხმის ჩამხშობი კონსტრუქციის მონტაჟი და კონსტრუქციის ჰერმეტულობის უზრუნველყოფა.

ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოება და ტენიანობის მიმართ მდგრადობა — ხმის საიზოლაციო სისტემებში გამოყენებული მასალები უნდა აკმაყოფილებდეს ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოებას, რათა ცეცხლის გავრცელების საფრთხე მინიმუმამდე შეამციროს. ასევე, სველ წერტილებსა თუ სამზარეულოში განთავსებული ხმის საიზოლაციო სისტემები აუცილებლად უნდა იყოს მდგრადი ტენიანობის მიმართ, რათა ხანგრძლივად შეინარჩუნოს ეფექტურობა და მარტივად არ დაზიანდეს.

საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობა — საიზოლაციო სისტემები აუცილებლად უნდა აკმაყოფილებდეს საერთაშორისო სტანდარტებსა და შეესაბამებოდეს ევროპულ მოთხოვნებს, რომლებიც შენობის ადგილმდებარეობისა და ტიპის მიხედვით განსხვავდება, ეს კი, თავის მხრივ, მასალის ხარისხს, ეფექტურობასა და მდგრადობას უზრუნველყოფს.

ეკოლოგიურობა —  თანამედროვე ახალაშენებული საცხოვრებელი კომპლექსების უმეტესობა ეკოლოგიურად სუფთა, მდგრად საიზოლაციო სისტემებს იყენებს, რათა გარემოზე ზიანის შემცირებასთან ერთად, მაცხოვრებლებს ჯანსაღი, სუფთა და ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო საცხოვრებელი პირობები შესთავაზოს.

კომპაქტურობა — მნიშვნელოვანია, რომ ხმის საიზოლაციო სისტემები არ იკავებდეს  დიდ ადგილს და სივრცის ეფექტურად გამოყენებას უწყობდეს ხელს, რათა მინიმუმამდე შემცირდეს შენობაში სივრცის დაკარგვის რისკები და დისკომფორტის გამომწვევი ფაქტორები.

“ნამაი ვაკეს” კომპლექსი ნუცა ღოღობერიძის ქუჩაზე

მაღალი ხარისხის საიზოლაციო სისტემით ქართულ ბაზარზე ლიეტუვური კაპიტალის მქონე კომპანიის, “ბალტიკ ინვესტმენტ გრუპის”  პრემიუმ-კლასის საცხოვრებელი კომპლექსი — „ნამაი ვაკე“ გამოირჩევა,  რომელიც ნუცა ღოღობერიძის ქუჩაზე მდებარეობს და ევროპული სტანდარტების მოთხოვნებს სრულად აკმაყოფილებს. პროექტში გამოყენებულია 5 სანტიმეტრიანი TechnoNICOL-ის ხმის ჩამხშობი, ეკოლოგიურად სუფთა, თანამედროვე მასალა — უკარკასო, მინერალური ქვა-ბამბის ფილები, რომელიც ხმას მინიმუმამდე ამცირებს და კარკასული საიზოლაციო სისტემისგან განსხვავებით, ფართს საგრძნობლად ზოგავს. აღნიშნული პროდუქტი ყველა იმ ფაქტორს ითვალისწინებს, რაც ხარისხიან საიზოლაციო ფენას უნდა გააჩნდეს: ხმის ჩახშობის კარგი უნარი, არეკვლის თვისება, ჰერმეტულობა, ეკოლოგიურობა, ცეცხლმედეგობა და ვიბრაციების ჩახშობის მქონე სამაგრები. შესაბამისად, “ნამაი ვაკეს“ მობინადრეებს არ უწევთ ისეთ პრობლემებთან გამკლავება, როგორიცაა მეზობლებისგან შემოსული ხმაური და მისგან გამოწვეული დისკომფორტი.

ავტორი: მეკო მეტრეველი

გაეტანო პეშე – “პროვოკატორი” არქიტექტორი და დიზაინერი იტალიიდან

ტყუილები და ფუჭი დაპირებები ხელოსნებისგან: რა ვიღონოთ? – რჩევები T-STUDIO-სგან