in

ტური სუპერმოდელის — კლაუდია შიფერის ქალაქგარე სახლში

Banner M2
Banner M2

ოქსფორდშირისა და ნორთჰემპტონის საზღვრებზე მდებარე ეს ქვისა და მინის შენობა, სუპერმოდელ კლაუდია შიფერისა და მისი მეუღლის, კინოპროდიუსერისა და რეჟისორის, მეთიუ ვონის თავშესაფარია. იატაკიდან ჭერამდე აღმართული ფანჯრები სახლს შესანიშნავი ხედებით უზრუნველყოფს. „სიმშვიდე, ბუნებითა და ცხოველებით გარემოცულ ადგილას ცხოვრება სწორედ ის არის, რაც მე მიყვარს”, – ამბობს კლაუდია. „მაშინაც კი, როდესაც წვიმს, ღრუბლები და მათი ფორმები საოცარ სანახაობას ქმნის.”

კლაუდიამ სახლის ნელ-ნელა განახლებას დაახლოებით ერთი წელი დაუთმო. „მე ეტაპობრივად ვმუშაობ – სხვა ადამიანებისგან განსხვავებით, რომლებიც ამას ერთბაშად აკეთებენ. ვიცი, რომ არსებობს მუშაობის გარკვეული გზები — განსაკუთრებით ინტერიერის დიზაინერთან — როდესაც ყველაფერი უკვე გადაწყვეტილია და სამუშაო პროცესი შემდეგ მიმდინარეობს, მაგრამ მე ამის საპირისპიროდ მუშაობა მომწონს.“

შენობის მკაცრმა ფორმებმა ის რბილი ინტერიერის შექმნამდე მიიყვანა. „ჩვენი მეორე სახლი სრულიად განსხვავებულია — ბევრი პატარა ოთახი ბუხრით და სიმყუდროვე. აქ კი ბევრი ფანჯარა და ღია სივრცეა. გამოწვევა სახლში ოჯახური ატმოსფეროს შექმნა იყო.“

კლაუდიამ ღია დაგეგმარების სივრცეში განსაკუთრებული კუთხეები მოაწყო. აქ ყველაფერს თავისი ისტორია აქვს, მაგალითად, ტრეისი ემინის “I Promise To Love You“ ნეონის განათება სასადილო ოთახში („ეს ჩვენი დევიზია“, ამბობს ის); კერამიკული და ხის კუები, რომლებიც მან მოგზაურობისას შეაგროვა; შეკვეთილი ნახატები შინაური ცხოველების გამოსახულებებით. შენობაში არსებული კიბე მიგიყვანთ უზარმაზარ მიწისქვეშა სამუშაო სივრცემდე, მაღალი თეთრი კედლებით, რომლებზეც წყვილი ასახავს მათი ერთობლივი მიმდინარე პროექტების სტატუსს – ფილმების ჩათვლით, რომელთა აღმასრულებელი პროდიუსერი კლაუდიაა.

სახლი ასევე მოიცავს ღვინის სარდაფებს, სამრეცხაო ოთახს, მასაჟის ოთახს, პილატესის სტუდიას, სპორტული დარბაზსა და აუზს. ზედა სართულზე მდებარე საძინებლებიდან თვალწარმტაცი, ვრცელი ხედები იშლება.

„სახლი საკმაოდ არაჩვეულებრივია, ეს შესანიშნავი ადგილია სამუშაო და საოჯახო გარემოს შერწყმისთვის“ – აღნიშნავს კლაუდია. მისი თქმით, წყვილს ერთად მუშაობა და გადაწყვეტილებების მიღება ძალიან მოსწონს.

ინტერიერი ინტროვერტისთვის – 5 გასათვალისწინებელი ნიუანსი

#რაშენდება: “მწვანე კონცხი ბოტანიკო” აჭარაში