in

#რაშენდება: “მწვანე კონცხი ბოტანიკო” აჭარაში

„მწვანე კონცხი ბოტანიკო“ „სილქ როუდ ჯგუფისა“ და „ანაგის“ ერთობლივი პროექტია, რომლის სახელიც სიმწვანესა და მის გარშემო არსებულ ბოტანიკურ ბაღს უკავშირდება. კომპლექსი ბათუმის ცენტრიდან 9 კმ-ში მდებარეობს და ის 1.5 ჰექტარზეა გადანაწილებული. მშენებლობის დასრულება 2022 წლის დეკემბერში იგეგმება.

კონცეფცია:

პროექტი გამოირჩევა უნიკალური ადგილმდებარეობით, ასევე შენობების მასშტაბითა და არასტანდარტული გეგმარებით, რომლის შედეგადაც ყველა ბინას აქვს საუკეთესო ხედი ზღვაზე. შედეგად, ყველა მაცხოვრებელს ყოველდღიურად ექნება შესაძლებლობა, დატკბეს ულამაზესი მზის ჩასვლით. დამატებით, პროექტის არქიტექტურაში გათვალისწინებულია ტერასები ყველა ბინისთვის, რასაც ფართის დაახლოებით 20-30% უჭირავს. ეს კი მფლობელს ზღვასთან, მზესთან და ბუნებასთან სიახლოვის შეგრძნებას მიანიჭებს.

არქიტექტურა:

MUA – Architecture & Placemaking, დევი ქიტუაშვილი & გოგიკო საყვარელიძე

დეტალური ინფორმაცია აღნიშნული პროექტის შესახებ იხილეთ ქვემოთ მოცემულ ცხრილში:

მიწის საერთო ფართი: 15,461კვ.მ-დან  10,900 კვ.მ,
ბინების რაოდენობა: 80
სართულების რაოდენობა: 7 თითო შენობაში – სულ 2 შენობა გვაქვს
საცხოვრებელი სივრცის მინ. ფართი: 48,27 კვ.მ
საცხოვრებელი სივრცის მაქს. ფართი: 175,50 კვ.მ
აივნებისა და ტერასების მინ. ფართი: 11,40 კვ.მ
აივნებისა და ტერასების მაქს. ფართი 62,60 კვ.მ
ჭერის სიმაღლე: სიმაღლე 2,88 მეტრი
კომერციული ფართები:
კარფანჯარა: მაღალი ხარისხის ალუმინის პროფილებით და მინა-პაკეტით – გერმანული ბრენდი Akotherm
ხანძარ საწინააღმდეგო სისტემა: ხანძარმედეგი რკინის კარი თითოეულ ბინაში
ლიფტები: თითოეულ საცხოვრებელ კომპლექსში იქნება 2 ლიფტი (სამგზავრო და სატვირთო)

BOTANICO საცხოვრებელი კომპლექსის ბინადრები ისარგებლებენ Mitsubishi electric-ის Elenessa-ს სერიის ლიფტებით. ლიფტებს დაამონტაჟებს კომპანია Melco Elevator Georgia, რომელიც მიცუბიშის კორპორაციის ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში.

ავტოსადგომი: საცხოვრებელ კომპლექსში არის განთავსებული ავტოსადგომი, როგორც საცხოვრებელი ბლოკის 0 სართულზე, ასევე გამაჯანსაღებელი ბლოკის 0 სართულზე;

ჯამში – 51 ავტოსადგომი

ჩაბარების პირობა: ბინები ბარდება დასრულებული რემონტით

 

დასრულებული პროექტის მენეჯმენტი: დასრულებული პროექტის მენეჯმენტს სათავეში ჩაუდგება „სილქ ჰოსფითალითი“. გამოცდილი გუნდი, რომელიც „რადისონის“ ბრენდის 3 სასტუმროს, 15მდე კვებით ობიექტსა და რამდენიმე გამაჯანსაღებელ სივრცეს მართავს საქართველოში.
ფასების დიაპაზონი საცხოვრებელ ფართებზე (1 კვ.): 2,200 აშშ $ კვ.მ-დან (ფასები ზრდადია პროექტის სართულის მიხედვით)
ფასების დიაპაზონი აივნებსა და ტერასებზე (1 კვ/) 2,200 აშშ $ კვ.მ-დან (ფასები ზრდადია პროექტის სართულის მიხედვით)
ავტოსადგომის საფასური: 20,000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში
გადახდის პირობები: ერთიანი გადახდა ან გადაიხადეთ საერთო ღირებულების 10%-ი ბინის შეძენისას/ხელშეკრულების გაფორმებისას, დარჩენილი თანხა კი გადაიხადოთ ბინაში გადასვლისას – 2023 წლის გაზაფხულზე.
პროექტის უნიკალურობა: მწვანე კონცხი ბოტანიკო შეუდარებელია მისი ადგილმდებარეობით, არქიტექტურით, ზღვასთან და ბოტანიკურ ბაღთან სიახლოვით. ადგილიც მისი უნიკალურობიდან გამომდინარე შეირჩა. საცხოვრებელი კომპლექსი სუბტროპიკულ ზონაში მდებარეობს, მცენარეებშია ჩაფლული და ზღვის პანორამას სიმაღლიდან გადაჰყურებს. აქ ყველაზე სუფთა კენჭებიანი სანაპირო და მარადმწვანე მცენარეების სიჭარბეა. მაცხოვრებლის სიმშვიდე კი მაქსიმალურად იქნება დაცული.

დამატებითი ინფორმაცია “მწვანე კონცხი ბოტანიკოს” შესახებ ხელმისაწვდომია კომპანიის ოფიციალურ ვებ გვერდზე:

www.botanico.ge

რუბრიკის წარმდგენია საქართველოს ბანკი.

ტური სუპერმოდელის — კლაუდია შიფერის ქალაქგარე სახლში

სახლი ბრაზილიაში – განმარტოებული თავშესაფარი მეგაპოლისისგან თავის დასაღწევად