in

პაბლო პიკასოს ნახატებით ინსპირირებული ვილა კლდის პირზე

Alliance Group
Alliance Group

ბევრი ოცნებობს ზღვის მზიან სანაპიროზე მდიდრულ სახლში ცხოვრებაზე, მაგრამ არსებობენ ისეთებიც, ვინც თავის ოცნებებში უფრო შორს მიდიან.

სიდნეის შორიახლოს 70 მეტრიანი კლდის პირზე მდიდრული ვილაა განთავსებული, სახელწოდებით “Holman House”. კლდოვან ქედებს შორის, “Dover Heights”-ის ქედზე მდებარე ეს სახლი, ცივილიზაციის ბოლო დასაყრდენს ჰგავს.

ამ შთამბეჭდავი პროექტის ავტორები კომპანია “Durbach Block Jaggers Architects”-ის წარმომადგენლები არიან, რომლებმაც  არქიტექტორულ საზოგადოებაში მაღალი შეფასებები დაიმსახურეს.

ერთის მხრივ, ეს ულტრათანამედროვე ორსართულიანი შენობაა, რომელიც უახლეს ტექნიკურ გადაწყვეტილებებს იყენებს. მეორეს მხრივ, – “Holman House”-ი მშვენივრად შეერწყა კლდოვან რელიეფს და ქმნის შთაბეჭდილებას, თითქოს ის მისი განუყოფელი ნაწილი და ერთგვარი გაგრძელებაც კია. ეს მდიდრული ვილა ორგანიკული არქიტექტურის ბრწყინვალე ნიმუშია.

სახლში მრავალი პანორამული ფანჯარაა, შესაბამისად ბევრი ბუნებრივი სინათლე და მომნუსხველი ხედია. ზღვის მხატვრული პეიზაჟი და ავსტრალიის მზიანი დღეები თბილ და მშვიდ ატმოსფეროს ქმნის. აქ არა მხოლოდ კარგი დასვენება, არამედ სამომავლო გეგმებზე ფიქრიცაა შესაძლებელი.

პირველ სართულზე, ქვის კედლებში, მყუდრო სასტუმრო ოთახია განთავსებული. სახლი კლდის პირზე დგას, თუმცა მისი არქიტექტურა სიმტკიცისა და საიმედოობის შეგრძნებას აღძრავს.

სამზარეულოსა და სასადილო ოთახებს ოვალური ფორმა აქვთ და იქმნება შთაბეჭდილება, რომ ისინი ნაწილობრივ ჰაერში ლივლივებენ. მიუხედავად იმისა, რომ სახლში ბევრი მიხვეულ-მოხვეული სივრცეა, პრაქტიკულად ყველა მათგანიდან ულამაზესი ხედი იშლება.

Holman House რეზიდენციში იმხელა სივრცე იგრძნობა, თითქოს სიცარიელის შეგრძნება ჩნდება.  ჰაერში ლივლივისა და თავისუფლების შეგრძნება, რომელიც ამ სახლის თითოეულ კუთხე-კუნჭულში იგრძნობა, ბევრი საგნით დამძიმებულ სივრცეში ასეთი მძაფრი არ იქნებოდა.

შენობის ორივე დონეზე ტერასებია – ბაღით ზედა სართულზე და ვაზისებრი ფორმის აუზით ქვედაზე. ასეთი ჩანაფიქრი გამართლებულია იმ შთამბეჭდავი ხედებით, რომელიც სახლს გარს აკრავს.

საინტერესოა ის ფაქტი, რომ არქიტექტორები ამ პროექტის შექმნისას შთაგონებული იყვნენ პაბლო პიკასოს ნახატებით თემაზე „მობანავე ქალები“

რა თქმა უნდა, ყველა ვერ გაბედავს ასეთ სახლში ცხოვრებას სიმაღლის შიშის ან სხვა ფობიების გამო, მაგრამ ის, რომ ეს ავსტრალიელი არქიტექტორების დახვეწილი, ნატიფი და ღირშესანიშნავი ნამუშევარია, ეჭვს არ იწვევს.

რა უნდა ვიცოდეთ ხის პარკეტის რესტავრაციის შესახებ

Homeis-ის 3 რჩეული ბინა ეზოთი Airbnb-ზე