in ,

კოლიერსი × არქტური — როგორი შეიძლება იყოს შენი მომავალი სახლი სუბურბან საგურამოში?

სუბურბანიკოლიერსის მიერ შექმნილი დაბალი განაშენიანების საცხოვრებელი კონცეფციაა, რომელიც თანამედროვე ცხოვრების რიტმს ქალაქგარეთ, სუფთა ჰაერსა და პანორამულ ხედებში ანაცვლებს.

დღეს სუბურბანი ორ ლოკაციაზე ვითარდება — ლისსა და საგურამოში. მათ შორის საგურამო ერთ-ერთი ყველაზე შთამაგონებელი მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება გამოიყურებოდეს თანამედროვე და მოწესრიგებული უბანი თბილისთან ახლოს.

95 იზოლირებულ ნაკვეთზე გაშენებული სუბურბან საგურამო სრულად უზრუნველყოფილია ყველა საჭირო ინფრასტრუქტურით და კომუნიკაციით. და ახლა, მას ახალი ეტაპი დაემატა — თანამშრომლობა არქიტექტურულ კომპანია არქტურთან.

მიზანი მარტივია: პასუხი ერთ კითხვაზე — როგორი იქნება შენი სახლი სუბურბან საგურამოში?

ამ კითხვაზე პასუხად არქტურმა შექმნა სამი განსხვავებული საცხოვრებელი პროექტი, რომლებიც არა მხოლოდ სრულად ერგება სუბურბანის არქიტექტურულ წესებს, არამედ მაქსიმალურად იყენებს ხედებს, რელიეფს და ბუნებასთან სიახლოვეს.

თითოეული პროექტი აერთიანებს თანამედროვე არქიტექტურას, ფუნქციურ განლაგებას და ბუნებრივ გარემოში ინტეგრირებულ დიზაინს.

შედეგად, სამივე პროექტში ერთნაირად დაცული სამი ძირითადი პრინციპი მოქმედებს:

  • სუბურბანის არქიტექტურული წესების დაცვა
  • პანორამული ხედების მაქსიმალური გამოყენება
  • სახლსა და ბუნებას შორის საზღვრების მოხსნა

არქტურის გუნდმა ამ პროექტზე მუშაობისას შექმნეს სივრცეები, რომლებიც ბალანსს იცავენ სტილსა და ფუნქციურობას შორის.

და რაც მთავარია, ეს კონცეპტუალური პროექტები საჩუქრად გადაეცემა იმ ადამიანებს, ვინც სუბურბან საგურამოს კონკრეტულ ნაკვეთებზე (#3, #38) შეაჩერებს არჩევანს.

ეს შეთავაზება იდეალურად ერგება მათ, ვინც საკუთარი სახლის მშენებლობაზე უკვე ფიქრობს. სუბურბან საგურამოში სამშენებლო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს და პროექტის დასრულება 2025 წლის ივნისში იგეგმება.

დამატებითი ინფორმაცია მიწის ნაკვეთებისა და შეძენის პირობების შესახებ იხილეთ Web და Facebook გვერდებზე, ან დაუკავშირდით შესაბამის სამსახურს შემდეგ ნომერზე: +995 577 30 89 89

[R]

რეზიდენცია Villa LOHA მარაქეშში – E-H Atelier d’Architectures-ის ნამუშევარი

ძველი კამერებით დაწყებული გზა არქიტექტურული ფოტოგრაფიისკენ – ინტერვიუ ალექსანდრე ბაგრატიონთან