in

კომუნალური ხარჯების შემცირება 40%-ით – რა შემთხვევაშია ეს შესაძლებელი?

თუ სახლის მშენებლობას გეგმავთ ან ბინის შეძენას აპირებთ, ეს სტატია თქვენთვისაა, ვინაიდან ჩვენ გიამბობთ ერთ-ერთ უმთავრეს კრიტერიუმზე, რაც თქვენი მომავალი საცხოვრებელი სივრცისთვის უნდა გაითვალისწინოთ. საუბარია ენერგოეფექტურ ნაგებობაზე, რომელიც სამომავლოდ დაზოგავს თქვენს ფინანსებს (შემცირებული კომუნალური გადასახადების მხრივ) და ყოველდღიურობას მეტად კომფორტულს გახდის.

სახლის მშენებლობის დაწყებამდე აუცილებელია სწორად განსაზღვროთ, თუ რა მასალით აშენდება თქვენი საცხოვრებელი სივრცე. დღესდღეობით ბაზარზე უამრავი სამშენებლო მასალაა წარმოდგენილი, მაგრამ მათ შორის გამორჩეულ ადგილს იტონგის აირბლოკი იკავებს, რომლის გამოყენებითაც მომხმარებელი უამრავი ბენეფიტით სარგებლობს.

პირველ რიგში, აღსანიშნავია, რომ გერმანული ბრენდი იტონგი მრავალი წელია, რაც მოწინავე ადგილს იკავებს სამშენებლო მასალების ბაზარზე. დღეს კი ის საქართველოშიც ოპერირებს – უკვე რამდენიმე წელია, რაც იტონგის ქარხანა თბილისში ფუნქციონირებს.

რაც შეეხება იტონგის აირბლოკს, ის განსაკუთრებული დადებითი თვისებებით გამოირჩევა, როგორიცაა  თბოიზოლაციის მაღალი მაჩვენებელი, სიმყარე და სიმსუბუქე, სწრაფი მშენებლობა,  ხმის იზოლაცია, ცეცხლგამძლეობა. ასევე იტონგის აირბლოკი ეკოლოგიურად სუფთა მასალისგან იქმნება, რაც იტონგის სახლის მობინადრისთვის უსაფრთხოების გარანტია.

ამას გარდა, იტონგის პროდუქცია გამოირჩევა შეუზღუდავი სამშენებლო შესაძლებლობებითა და მახასიათებლებით. ის არქიტექტორების, დეველოპერებისა და მშენებლების ნომერ პირველი არჩევანია მსოფლიოს მასშტაბით, მათ შორის საქართველოშიც.

აღსანიშნავია, რომ იტონგი  ყოველ მომხმარებელს უშუალოდ მათი კონკრეტული მოთხოვნისთვის სთავაზობს საუკეთესო გადაწყვეტილებას. აღნიშნული მასალის გამოყენება ხდება როგორც მცირე საოჯახო სახლების ასაგებად, ასევე მრავალფეროვანი საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი შენობებისა და დიდი სამრეწველო პროექტების განსახორციელებლად.

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, იტონგის აირბლოკი განსაკუთრებული თვისებებით ხასიათდება, მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი ენერგოეფექტურობის მაღალი მაჩვენებელია. აირბეტონის სტრუქტურა ჰაერის მილიონობით ფორისაგან შედგება, რაც განსაზღვრავს მის საუკეთესო თბოსაიზოლაციო თვისებებს. იტონგი გამოირჩევა დაბალი თბოგამტარობით, რაც 6-ჯერ ნაკლებია ბეტონის ბლოკის ანალოგიურ მაჩვენებელზე. შესაბამისად, იტონგი ენერგოეფექტური შენობების მშენებლობისათვის იდეალურ სამშენებლო მასალას წარმოადგენს. ეს ყველაფერი კი იმას ნიშნავს, რომ განსაკუთრებული თბოიზოლაციის საშუალებით, იტონგის აირბლოკით აშენებულ სახლში მობინადრე ზოგავს კომუნალური გადასახადების 40%-ს და იღებს კომფორტულ კლიმატს მთელი წლის განმავლობაში.

როგორ დავიზღვიოთ თავი ცუდი ხმის იზოლაციის მქონე ბინის შეძენისგან?

ყველაფერი, რაც ფერმის სახლის სტილის შესახებ უნდა იცოდეთ