in

როგორ დავიზღვიოთ თავი ცუდი ხმის იზოლაციის მქონე ბინის შეძენისგან?

ხმის ცუდი იზოლაცია, როგორც პირველად, ისე მეორად საბინაო ბაზრებზე, ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პრობლემაა. ქუჩაში ან მეზობელ ბინებში ხმაურმა, შეიძლება, ცხოვრება სერიოზულად გაართულოს, განსაკუთრებით, იმ შემთხვევაში, თუ დისტანციურად მუშაობთ. დღეს სწორედ ამ საკითხის შესახებ ვისაუბრებთ.

ხმაურის ტიპები

ზემოქმედებითი ხმაურისა და ჰაეროვანი ხმაურის შესახებ გარკვეული სტანდარტები არსებობს. პირველი მათგანი არის ხმა, რომელიც იატაკთან უშუალო კონტაქტის შედეგად წარმოიქმნება. ჰაეროვანი ხმაური კი სივრცეში წარმოიშობა. ანუ ნაბიჯებისა და იატაკზე საგნების დაცემის ხმებს ზემოქმედებითი ხმაური ეწოდება, ხოლო ყვირილსა და მუსიკას — ჰაეროვანი. არსებობს სხვა ტიპის ხმაურიც — სტრუქტურული და მისი ნათელი მაგალითია პერფორატორის ხმა.

ამ მიმართულებით სტანდარტები განსხვავებულია — არსებობს მოთხოვნები ბინებს შორის არსებული კედლების, ჭერის და შიდა ტიხრების ხმის იზოლაციისთვის. ეს უკანასკნელი სტანდარტი ნაკლებად მკაცრია, რაც იმას ნიშნავს, რომ მაცხოვრებლებს საკუთარ ბინაში ხმაურის უფლება აქვთ, თუმცა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისინი მეზობლებს არ შეაწუხებენ.

თითოეული საცხოვრებელი კორპუსი ექსპლუატაციაში უნდა ჩაეშვას მას შემდეგ, რაც ის ხმის იზოლაციის სტანდარტებს დააკმაყოფილებს. თუ კონსტრუქციაში ხმა საკმარისად არ არის იზოლირებული, მაშინ, ამ პრობლემის გადასაჭრელად, დამატებითი მასალები უნდა იქნას გამოყენებული. ხმაურის ტიპისა და ხმის დამატებითი იზოლაციისთვის შექმნილი სტრუქტურის სპეციფიკის მიხედვით, ისინი შეიძლება განსხვავდებოდეს: მზა სენდვიჩ პანელები, ცალკეული უდრეკი ფილები და ა.შ.

იატაკის ხმის იზოლაციისთვის, როგორც წესი, 3-დან 30 მმ-მდე სისქის მასალები გამოიყენება. ამ მასალების განთავსების შემდეგ ხდება იატაკის მოსწორება, შემდეგ კი იგება იატაკის საფარი — პარკეტი, ლამინატი ან ფილა. 10 მმ-მდე სისქის ხმის საიზოლაციო მასალა მხოლოდ ზემოქმედებითი ხმაურის წინააღმდეგ მოქმედებს, ხოლო 10-30 მმ-ის სისქის სტრუქტურა ჰაეროვანი ხმაურის დასახშობადაც ეფექტურია.

როგორ დავიზღვიოთ თავი ცუდი ხმის იზოლაციის მქონე ბინის შეძენისგან? 

ხმის იზოლაციის დონე მოწმდება სპეციალური ხელსაწყოს საშუალებით, რომელიც ხმაურს დეციბელებში ზომავს.

იმის გასაგებად, თუ რამდენად დაცულია საცხოვრებელი ქუჩის ხმაურისგან, დააკვირდით გარე კედლებს. თუ ეს არის მონოლითური რკინაბეტონის მრავალფენიანი კონსტრუქცია, დათბუნებით და ბათქაშით, მაშინ სანერვიულო არაფერია, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ბინას მაღალი ხარისხის ორმაგი მინის ფანჯრები აქვს.

თუმცა, კარგი ხმის იზოლაციის ნამდვილი გარანტიას ბინის სანდო და ავტორიტეტული კომპანიისგან შეძენა წარმოადგენს. მაღალი სტანდარტების მქონე დეველოპერები ამ დეტალს უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებენ და მათ მიერ აშენებულ ნაგებობებში მსგავსი პრობლემა არასდროს იქმნება. მაგალითად, თბილისში, „ნამაი ვაკეს“ კომპლექსში, მაცხოვრებლებს თავიდანვე თბილი იატაკი ხვდებათ, რომელშიც რამდენიმე თბო საიზოლაციო ფენა და სქელი მოჭიმული იატაკია. ამ შემთხვევაში გამოყენებულია ქვაბამბა, რომელიც ემსახურება როგორც თბო, ასევე ხმის იზოლაციას. ეს იმას ნიშნავს, რომ მეზობლების ნაბიჯების ხმა არავის შეაწუხებს. ამას გარდა, აღნიშნულ კომპლექსში ასევე უმაღლესი ხარისხის კარ-ფანჯარა და საკმაოდ სქელი, 25 სანტიმეტრიანი ოთახშორისი ტიხრებია გათვალისწინებული (10სმ ბლოკი + 5სმ ხმის იზოლაცია + 10სმ ბლოკი). ხელსაყრელი მდებარეობა, ხარისხიანად მოპირკეთებული ფასადი, თბილი იატაკი და Reynaers-ის ფირმის კარ-ფანჯრა – ყველა ამ მახასიათებლის გათვალისწინებით, “ნამაი ვაკეს” კომპლექსის მაცხოვრებლებს ხმაურთან დაკავშირებულ პრობლემებზე ფიქრი ნამდვილად არასდროს მოუწევთ.

“ნამაი ვაკეს” კომპლექსი ნუცა ღოღობერიძის ქუჩაზე

მეგობრული დუეტის მიერ შექმნილი სახასიათო დიზაინი – ინტერვიუ სტუდია Due-ს დამფუძნებლებთან

კომუნალური ხარჯების შემცირება 40%-ით – რა შემთხვევაშია ეს შესაძლებელი?