in

დაწერე და მოიგე – კონკურსი კონტენტის საუკეთესო შემქმნელის გამოსავლენად!

დეველოპერული კომპანია და ჟურნალი Homeis.ge ახალ კონკურსს აანონსებენ, რომლის მიზანიც ტექსტური კონტენტის საუკეთესო შემქმნელის გამოვლენაა. მონაწილეებს ეძლევათ საშუალება, მოიგონ ფულადი პრიზები (1000, 500 ლარი), დასვენება “გუდაური ლოჯში” და შანსი, რომ დასაქმდნენ m²-ში.

კონკურსი მოიცავს სამ ეტაპს და მასში მონაწილეობის მიღება დღეიდან არის შესაძლებელი.

პირველი ეტაპის ფარგლებში, დაინტერესებულმა პირებმა უნდა გამოგვიგზავნონ საკუთარი 250 სიტყვიანი ნაშრომი. აღნიშნულ ფაზაზე მოხდება რჩეული ავტორების გამოვლენა.

მეორე ეტაპზე შერჩეული კანდიდატები მიიღებენ ახალ დავალებას, რაც ასევე დაკავშირებული იქნება წერის უნარების დემონსტრირებასთან. მოცემული დავალების შედეგად, ორგანიზატორები 3 ფინალისტს გამოავლენენ, რომლებიც დაჯილდოვდებიან ფულადი პრიზებით.

მესამე ეტაპის ფარგლებში, შერჩეული 3 ავტორი მიიღებს საბოლოო წერით დავალებას, რომლის შედეგების გათვალისწინებით, დაასახელებს საკუთარ რჩეულ კონკურსანტს, რომელსაც ბლოგერის პოზიციაზე დასაქმებას შესთავაზებს.

ვის შეუძლია მონაწილეობის მიღება? 

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ პირს, რომელიც კარგად ფლობს წერის ტექნიკას და არის დაინტერესებული ისეთი სფეროებით, როგორიცაა არქიტექტურა, ინტერიერის დიზაინი, მშენებლობა და რემონტი. ამას გარდა, მონაწილეს უნდა გააჩნდეს ინტერესი, შერჩევის შემთხვევაში, შეუერთდეს -ის გუნდს.

რა შესაძლებლობებს იძლევა აღნიშნული კონკურსი?

პირველ რიგში, მონაწილეებს ეძლევათ შანსი, გამოსცადონ თავი და გაუზიარონ საკუთარი ნაშრომები ფართო აუდიტორიას. ამას გარდა, ფინალისტები მიიღებენ სხვადასხვა კატეგორიის ჯოლდოებს (მესამე ადგილი: დასვენება სასტუმრო “გუდაური ლოჯში”, მეორე ადგილი: 500 ლარი, პირველი ადგილი: 1000 ლარი). და ბოლოს, ერთი იღბლიანი კონკურსანტი მიიღებს შეთავაზებას, დასაქმდეს ქვეყნის ერთ-ერთ წამყვან დეველოპერულ კომპანიაში კონტენტის შემქმნელის პოზიციაზე ნახევარ ან სრულ განაკვეთზე.

როგორ ჩავერთო კონკურსში? 

ამისათვის საჭიროა, დღეიდან 25 თებერვლის ჩათვლით გადმოაგზავნოთ თქვენ მიერ დაწერილი 250 სიტყვიანი ჩანახატი თემაზე “სახლი არის მეტი, ვიდრე მხოლოდ კედლები და ჭერი” შემდეგ მისამართზე: homeis.projects@gmail.com

*გაითვალისწინეთ:

ელ. ფოსტის სათაურში უნდა იყოს მითითებული შემდეგი ფრაზა: “კონტენტის შემქმნელის კონკურსი”

აუცილებელია კონკურსანტის საკონტაქტო ინფორმაციის მითითება (სახელი, გვარი, ტელეფონის ნომერი)

ბინა ჭავჭავაძის გამზირზე – “იდააფ არქიტექტორების” ნამუშევარი

როგორ შევარჩიოთ სასურველი გეგმარების ბინა