in

თანამედროვე კოტეჯი ზღვის საუცხოო ხედით – Kathryn Tyler-ის ნამუშევარი

Banner M2
Banner M2

სახლი, რომელიც სიმონ ფრენსისმა ბრიტანეთში ოთხი წლის წინ აღმოაჩინა იყო სამოციანი წლების ოთხკუთხა, ორსართულიანი ყუთის ფორმის შენობა – სრულიად განსხვავებული იმისგან, რასაც ჩვენ აქ დღეს ვხედავთ.

თუმცა, საბედნიეროდ, სიმონმა ამ სივრცეში საკმაოდ დიდი პოტენციალი დაინახა. მას სულ უნდოდა სახლი ზღვის ხედით. სულ მალე კი სიმონის ხედვების რეალიზება ინტერიერის დიზაინერმა კეტრინ ტაილერმა შეძლო. მისი ამოცანა იყო, შეექმნა მარტივი, თანამედროვე სივრცე.

სახლის მთავარ მასალად გადაწყდა ხე – მართლაც, როგორც ვხედავთ, სახლი მთლიანად ხითაა მოპირკეთებული და ის სივრცეს არ უშლის ხელს, იყოს თანამედროვე. კეტრინმა გადაწყვიტა, გაეზარდა ფანჯრის ზომები, რათა ზღვის ხედი უფრო თვალსაჩინო გამხდარიყო.

კეტრინმა ქვედა სართულზე მოაწყო ორი ოთახი და შექმნა ერთი დიდი სამზარეულო, სასადილო და მისაღები ოთახი. ზემოთ, სამი საძინებელი და აბაზანა გადაკეთდა ორ საძინებლად და თითოეულს საკუთარი აბაზანა შეემატა.

სახლს-რომელსაც ახლა უკიო ჰქვია, რაც იაპონურად ნიშნავს “მცურავ სამყაროს” – აქვს მშვიდი და შთამაგონებელი ინტერიერი, შეღებილი თაბაშირის კედლებით, მარტივი თეთრეულითა და ჭარბად გამოყენებული ხით. ”ჩვენ ვიცავდით პალიტრას შეზღუდულად, რადგან არ გვინდოდა, რომ ხედთან კონკურენცია ყოფილიყო,” – ამბობს კეტრინი. ანტიკვარული და ვინტაჟური ნივთების ნაზავი მნიშვნელოვნად ამშვენებს სივრცეს, მათ შორისაა, ძველი ყავის მაგიდა დასავლეთ აფრიკიდან და ვიკო მაგისტრეტის “Carimate” სასადილო სკამების ნაკრები.

პროექტს სულ რაღაც ცხრა თვე დასჭირდა და სიმონი საბოლოოდ შედეგით აღფრთოვანებული დარჩა. ”საოცარია დივანზე ჯდომა და გარეთ ყურება,” – ამბობს ის – ”ეს ისეთი შეგრძნებაა, თითქოს სადმე ზღვასა და ცას შორის მიცურავ”.

ინტერიერის დიზაინი: Kathryn Tyler

ფოტოგრაფი: MARK ANTHONY FOX

7 მიზეზი, რაც გაყიდვისას ბინის დაბალ ლიკვიდურობას იწვევს

რემონტის გიდი: როგორ დავაგოთ თვითსწორებადი იატაკი