in

La Fabrica – რიკარდო ბოფილის ზღაპრული ქარხანა-ციხესიმაგრე

La Fabrica – ეს არის 3100 კვადრატულ მეტრზე გაშენებული ცემენტის ქარხანა, რომელიც მდებარეობს ბარსელონასთან ახლოს. აქ, ადგილობრივი არქიტექტორის, რიკარდო ბოფილის სტუდია და სახლია განთავსებული. ეს ქარხანა აშენდა პირველი მსოფლიო ომის შემდგომ და წარმოადგენს ერთგვარ არქიტექტურულ ქრონოლოგიას.

Alliance Group
Alliance Group

დროთა განმავლობაში ის ქალაქთან ერთად განიცდიდა ტრანსფორმაციას და მასში სხვადასხვა სტილისა და მიდგომების კვალია ასახული. კომპლექსი შედგება ლამაზი და მრავალფეროვანი სივრცეებისგან, ბრუტალურიდან დაწყებული ინდუსტრიალური ელფერის მქონე სურეალისტურით დამთავრებული. ამ სივრცეებმა განიცადა გარკვეული პროცესები და არსებული სტრუქტურა გადაიქცა სტუდიად, გალერეად, ბაღად და სახლად. ბაღები გაშენებულია მთელი კომპლექსის ირგვლივ.

ასეთი ფართო დიაპაზონის მქონე კონსტრუქციებისგან შემდგარი ნაგებობის რეკონსტრუქციისათვის პირველი ნაბიჯები საჭიროებდა გარკვეული ელემენტების სწორად გაანგარიშებულ ნგრევას. გამოყენებულ იქნა დინამიტი და პნევმოჩაქუჩები.

თუ მას როგორც სკულპტურას ისე მივუდგებით, მიზანი იმაში მდგომარეობდა, რომ გახსნილიყო დაფარული ოთახები, შექმნილიყო ახალი კავშირები შენობის სხვადასხვა ნაწილებს შორის და ჩაკეტილიყო საშიში ან უსარგებლო ნაწილები. მაგალითად ისეთები, როგორიც ცემენტით გავსებული სილოსებია.

შემდეგი ნაბიჯი იყო გამწვანების პროცესი, ბაღების შექმნა შენობების შიგნით, სახურავებზე ოაზისებისა და მცენარეული კვანძების შექმნა, რომლებიც საბოლოოდ წაშლიდნენ შენობებსა და ბუნებას შორის საზღვრებს. და ბოლოს შემაჯამებელი ნაბიჯი იყო ძველი ბეტონის განახლება და მისი ეფექტური შეხამება დიზაინერის ხედვასთან. თუ დიზაინერი საკმარისად მოქნილია მის ხედვებში, ის მარტივად გადააქცევს ქარხნის სპეციფიკურ და დიდ სივრცეებს მისთვის საჭირო ფორმებად.

La Fabrica ში დიზაინის სამი ძირითადი ელემენტია: ძველი საწარმო, სიმწვანე და თანამედროვე სტილი. ამათგან არცერთი დომინირებს და უბრალოდ ჰარმონიულად ერწყმის ერთმანეთს.

La Fabrica დგას როგორც სამყაროსგან დაცული, მწვანეში ჩაფლული ციხესიმაგრე და ის მის სტუდიაში დაბადებული იდეებს მსოფლიოს ჩუქნის.

გალერიის სივრცე შეიქმნა ძირითადი საწარმოო სივრცეების კედლების მონგრევის ხარჯზე, რათა დამყარებულიყო ვიზუალური კავშირი განსხვავებულ ნაწილებს შორის.

დასვენებისა და ბიბლიოთეკის ზონა განთავსებულია ძირითადი საწარმოო შენობის კუთხეში. ის ნათელია და სხვა სივრცისგან გამოყოფილია გრძელი ფარდებით

სილოსის ჭებმა განიცადეს ცოტაოდენი რეკონსტრუქია. სიღრმეში ჩასვლასთან ერთად ბუნებრივი შუქი კლებულობს და აქაურ სივრცეს მეტ დრამტულობას სძენს.

BVLGARI ძველი რომის სულით შთაგონებული ბრენდი

წარმატებული ურბანული პარკები