in

წარმატებული ურბანული პარკები

პარკები და გამწვანებული სივრცეები ძალიან მნიშვნელოვანია ქალაქისთვის, მათ გარეშე არ იარსებებს საზოგადოებრივი სივრცე, სადაც ადამიანები განიტვირთებიან ჯანსაღ გარემოში, გაასეირნებენ ბავშვებს და დაკავდებიან სხვადასხვა სპორტით. ურბანული არქიტექტურის პრაქტიკა მე-17 საუკუნიდან იწყება და მოიცავს ფრანგული ბაღებიდან ბრიტანულ ფილანტროპულ პარკებამდე ურბანულ სივრცეებს, რომელთა შენარჩუნებაც ძალიან მნიშვნელოვანი გახდა ამ ქალაქებისთვის. მოსახლეობის ზრდასთან ერთად იზრდება შენობების რაოდენობაც, ამიტომ ძალიან ცოტა სივრცე რჩება ხელშეუხებელი.  თანამედროვე ურბანისტებს აღარ აქვთ დიდი, ტერიტორიების ფუფუნება და ამიტომ უფრო კრეატიულ გზებს მიმართავენ გამწვანებული სივრცეების დაპროექტების დროს.

სტატიაში იხილავთ თანამედროვე გამწვანებულ ურბანულ სივრცეებს მსოფლიოს რამდენიმე ყველაზე გადატვირთულ ქალაქში

 

სიდნეი, ავსტრალია, 2015

არქიტექტორები: AlluviumDragonfly and PartridgeEnvironmental PartnershipTurf Design StudioTurpin+Crawford

პროექტი მიზნად ისახავდა პოსტ-ინდუსტრიული პარკის გადაკეთებას, რომელიც სიდნის მზარდი მოსახლეობის მოთხოვნებს დააკმაყოფილებდა. პარკი 44 ჰექტარზეა გაშენებული, იმის გარდა რომ მოსახლეობისთვის კარგი მოსასვენებელი ადგილია, პარკი ასევე არის ენერგოეფექტური და წყალს იღებს ხელახალი გამოყენებით.

 

სევილია, ესპანეთი, 2019

არქიტექტორი: Vázquez Consuegra

პარკი მდინარის მარჯვენა სანაპიროზე მდებარეობს. მისი ტერიტორია დაახლოებით 40 000 კვადრატული მეტრია და მისი რეკონსტრუქცია არქიტექტორ ვასკეზ კონსუეგრას მიერ შესრულდა. მასალების სწორად შერჩევითა და გამწვანებული არეალების გაზრდით არქიტექტორმა მიიღო შედეგი, რომელის მოვლა და შენარჩუნებაც უფრო მარტივი იქნება.

 

 

ელჩე, ესპანეთი

არქიტექტორი:  Jesús Granada

პარკის კონცეფცია გულისხმობს ინფრასტრუქტურის რაც შეიძლება შემცირებას და მეტი ბუნებრივობის შემოტანას. სავალი ბილიკების სხვადასხვა დონეებით და ფორმებით პარკში უფრო დინამიური განწყობაა შექმნილი.

 

შანხაი, ჩინეთი, 2010

არქიტექტორი: Turenscape

Houtan Park, რომელიც 140 000 კვადრატული მეტრზეა გაშენებული სრულიად აღჭურვილია წყლის გადამუშავების თანამედროვე ტექნოლოგიით. ამ გზით იწმინდება მდინარეში ჩამდინარე წყალიც. ასევე პარკში მოყავთ სხვადასხვა მცენარეები და აქვეა სოფლის მეურნეობაც. ადრე ამ ადგილას ინდუსტრიული ზონა – ფაბრიკა და მეთევზეებისთვის განკუთვნილი შენობები იყო. პარკში აქტიურად იმართება ქალაქის სხვადასხვა ექსპოზიციები.

 

La Fabrica – რიკარდო ბოფილის ზღაპრული ქარხანა-ციხესიმაგრე

ბინა თბილისში ლურჯი სამზარეულოს ავეჯით