in

LEGO-ს ბოტანიკური კოლექცია მცენარეების მოყვარულთათვის

ყველასათვის კარგად  ცნობილი კომპანია LEGO ახალ ბოტანიკურ კოლექციას უშვებს. ბრენდის წარმოებული კონსტრუქცია ახლა უკვე ოჯახის დეკორაციადაც შეგიძლიათ გამოიყენოთ და ლამაზი თაიგულები ან ბონსაის ხე ააწყოთ. 

LEGO-მ წარმოადგინა ახალი მიმართულება ბუნების და ყვავილების მოყვარულთათვის. 

თუ აქამდე LEGO-ს კუბიკებით  შეგეძლოთ აგეშენებინათ თოჯინების სახლები, კონტროლირებადი მანქანები, მსოფლიოს სხვადასხვა ღირსშესანიშნაობები, ახლა უკვე სახლის დეკორაციული ყვავილების შექმნაა შესაძლებელი. ახალი კოლექციით შეძლებთ ბონსაის ხის აწყობას და საკმაოდ რეალისტური კომპოზიციების გაკეთებას ვარდებით, ყაყაჩოებით, გვირილებითა და სხვადასხვა მცენარეებით. 

ბოტანიკური კოლექცია შეიცავს მცენარეული პლასტმასისგან დამზადებულ ელემენტებს, რომელიც შაქრის ლერწმის დამუშავებით იქმნება. 

“ბევრ ადამიანს აქვს ოთახის მცენარეები სივრცეში მყუდრო გარემოს შესაქმნელად. მცენარეების დახმარებით ადამიანები სახლში ბუნებას უშვებენ და გონებრივად ისვენებენ. ბოტანიკური კოლექციის პლიუსი არის ის, რომ LEGO-ს თაიგულებს არ სჭირდება წყლის დასხმა.” 

ბონსაის ხის და ყვავილების ნაკრებების შესაფუთად კომპანია არ მოიხმარს პოლიეთილენის შეფუთვებს.

წმენდის 6 ხალხური საშუალება, რომელიც ეფექტურად მუშაობს

დიდ ოჯახზე მორგებული ინტერიერი ინგლისურ სახლში -Salvesen Graham-ის პროექტი