in ,

ლუი სალივანი – თანამედროვე ამერიკული არქიტექტურის ნათლია

Alliance Group
Alliance Group

არქიტექტურა ბევრნაირი ტიპის არსებობს – ქვეყნები თუ ქალაქები ხშირად გამოირჩევა მათთვის დამახასიათებელი არქიტექტურის სტილით. მაგალითად, თუკი საფრანგეთი და მით უფრო პარიზი, კლასიკური, დახვეწილი შენობებითაა ცნობილი, ესპანეთი კონსტრუქციული, მკაცრად განსაზღვრული არქიტექტურით ხასიათდება. არქიტექტურული სახე ამერიკასაც საკუთარი აქვს – დიახ, ამ ქვეყნის იდენტობის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი სწორედ მისი არქიტექტურაა. თავად ქვეყანა ახალგაზრდაა და, შესაბამისად, მისი ნაგებობების სტილიც ახალგაზრდა და თანამედროვეა.

National Farmer’s Bank of Owatonna

სწორედ ამ არქიტექტურული ტიპის ერთ-ერთ ფუძემდებლად მოიაზრებენ არქიტექტორ ლუი სალივანს, რომელმაც არაერთი ცნობილი შენობა ააგო და რომლის შესახებაც ახლა უნდა გიამბოთ.

სალივანს ირლანდიელი მამა და შვეიცარიელი დედა ჰყავდა, რომლებიც ემიგრაციაში, შეერთებულ შტატებში წავიდნენ. სალივანი სწავლობდა ბოსტონის რაიონში მდებარე საჯარო სკოლებში. ზაფხულს ატარებდა ბებია-ბაბუის ფერმაში ახლომდებარე სამხრეთ რიდინგში.

Farmers and Merchants Union Bank

1872 წლის სექტემბერში იგი ჩაირიცხა მასაჩუსეტსის ტექნოლოგიურ ინსტიტუტში, რომელსაც ჰქონდა პირველი არქიტექტურული სკოლა შეერთებულ შტატებში (დაარსდა 1865). სალივანი არქიტექტურის სტუდენტი იყო და წლის ბოლოს წავიდა პარიზში, Becole des Beaux-Arts–ში სწავლის მიზნით. მას მიეცა შესაძლებლობა, განეხილა საკუთარი იდეები ნიუ-იორკში, რიჩარდ მორის ჰანტთან, იმ დროის ერთ-ერთ პოპულარულ არქიტექტორთან და პირველ ამერიკელთან, რომელმაც შეისწავლა არქიტექტურა Beaux-Arts–ში. ჰანტმა შესთავაზა მას მუშაობა ფილადელფიის ფირმა Furness and Hewitt–ში. სალივანი აიყვანეს და აქ მანამ იმუშავა, სანამ 1873 წლის ეკონომიკური ვითარების გამო კომპანიაში კადრებს არ შეამცირებდნენ. ნოემბერში ის გაემგზავრა ჩიკაგოში და მალე დასაქმდა ჩიკაგოს სკოლის არქიტექტურულ ოფისში.

ყველაფრის მიუხედავად, მას მაინც სურდა პარიზში სწავლა და ამიტომ, 1874 წლის ივლისში სალივანი გაემგზავრა ევროპაში. იგი ბევრს მუშაობდა იმისთვის, რომ ჩაეტარებინა რთული გამოცდები Beaux-Arts–ში და, საბოლოოდ, ლუი სალივანი ამ სკოლაში მიიღეს.

Garrick Theater (Chicago)

1875 წელს ლუი ჩიკაგოში დაბრუნდა და კონკრეტული ფირმებისთვის მუშაობა განაგრძო. ერთ-ერთი ასეთი სამუშაო იყო იმ დროისთვის ახლადჩამოყალიბებული ფირმა “ჯონსტონ და ედელმან”. სწორედ ჯონ ედელმანმა გააცნო სალივანი მის მომავალ პარტნიორს, დანკმარ ადლერს. 1879 წელს სალივანი შეუერთდა ადლერის ოფისს და 1881 წლის მაისში, 24 წლის ასაკში, გახდა პარტნიორი ადლერისა და სალივანის არქიტექტორების ფირმაში. მათმა 14 წლიანმა ასოციაციამ ააშენა 100-ზე მეტი შენობა, რომელთაგანაც ბევრი ღირშესანიშნაობაა ამერიკული არქიტექტურის ისტორიაში.

Carson, Pirie, Scott and Company Building

ადლერისა და სალივანის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტი იყო 1886 წელს ჩიკაგოში არსებული “აუდიტორიის შენობის” შექმნა. ეს პროექტი იყო სასტუმროს და საოფისე სივრცის კომბინაცია, რომელსაც U-ს ფორმა ჰქონდა. იგი მოიცავდა 3,982 ადგილს აუდიტორიისთვის. მისი მშენებლობა დასრულდა 1889 წლის დეკემბერში. ეს არის გრანიტისა და კირქვის 10-სართულიანი შენობა 17-სართულიანი კოშკით. ინტერიერი მდიდრულად არის გაფორმებული რელიეფური ორნამენტით და ფერადი შაბლონური ნიმუშებით, ამ ყველაფერმა წარმოაჩინა სალივანის დიდი ნიჭი ორნამენტის დიზაინში. აუდიტორიის ინტერიერი (აღდგენილია 1967 წ.) განსაკუთრებით მდიდრულია – ის ხასიათდება მოოქროვილი თაბაშირის ნამუშევრებითა და უთვალავი ელექტრო ნათურით.

Auditorium Building

1893 წელს დაწყებულმა ეკონომიკურმა დეპრესიამ მკაცრად შეამცირა შეკვეთები. მომგებიანი შეთავაზებით, როგორც დიზაინერმა და აგენტმა Crane Elevator Company– სთვის, ადლერმა 1895 წელს გადაწყვიტა არქიტექტურადან გასვლა. სალივანმა კი ადლერი ორგულობაში დაადანაშაულა. ადლერის ახალი სამუშაო არადამაკმაყოფილებელი აღმოჩნდა და მან გადაწყვიტა არქიტექტურაში დაბრუნება ექვსი თვის შემდეგ. თუმცა, მისი შეთავაზება მკაცრად უარყო სალივანმა და ადლერმა გახსნა საკუთარი ოფისი აუდიტორიის შენობის სხვა ნაწილში, სადაც იგი მუშაობდა გარდაცვალებამდე, 1900 წლამდე.

Guaranty Building

1895 წელს, ამაყმა და ოპტიმისტმა, სალივანმა დამოუკიდებლად დაიწყო მუშაობა. იმ რამდენიმე ძირითად პროექტს შორის, რომელიც სალივანმა ააშენა, იყო ჩიკაგოში მდებარე Schlesinger & Mayer დეპარტამენტის მაღაზია, რომელიც დაკავებული იყო Carson Pirie Scott & Co–ს მიერ 1904 წლიდან 2007 წლამდე. ასევე აღსანიშნავია Wainwright-ისა და Guaranty-ს შენობები, მართკუთხა “ჩიკაგოს ფანჯრები”, რომელსაც გასაგორებელი შუშის ფანჯრები აქვს, Sullivan’s Gage Building და Bayard-ის შენობა.

Wainwright Building

სალივანის ბოლო წლებში განხორციელებული განსაკუთრებით საყურადღებო პროექტები იყო შვიდი ბანკი შუა დასავლეთის რამდენიმე პატარა ქალაქში, დაწყებული ფერმერთა ეროვნული ბანკით (ახლანდელი უშიშროება) და დამთავრებული ბანკით ოვატონაში, (მინესოტა). კიდევ ერთი მიმზიდველი ბანკის დიზაინი არის ვაჭართა ეროვნული ბანკის გრინნელში, აიოვა (1914). ოვატონას ბანკის მსგავსად, მას აქვს შედარებით მკაცრი ფორმა.

სალივანის ბოლო შენობა იყო Krause Music Store ჩიკაგოში (1922). 1924 წლის 14 აპრილს კი ლუი სალივანი ჩიკაგოს ერთ-ერთი სასტუმროს ნომერში გარდაიცვალა.

“ვინი პუჰის” სახლი, რომლის ქირაობაც Airbnb-ზეა შესაძლებელი

ნეიტრალური ფერებით გაწყობილი სახლი ჩეხეთში – Atelier 111 Architekti-ს ნამუშევარი