in

“ვინი პუჰის” სახლი, რომლის ქირაობაც Airbnb-ზეა შესაძლებელი

“ვინი პუჰი” თითქმის ყველას ბავშვობის სიყვარულია. ალბათ, არავის არასდროს წარმოედგინა, რომ მისი სამფლობელოს რეალურად შექნა შესაძლებელი იქნებოდა. და, აი ისიც! ახლა სწორედ ვინი პუჰის ქოხზე უნდა გიამბოთ, რომელიც ბრიტანეთში, აღმოსავლეთ სასექში მდებარეობს.

Banner M2
Banner M2

სახლი ვინი პუჰის 95 წლის იუბილეს აღსანიშნავად შეიქმნა. ის ნამდვილადაა მყუდრო, შთამაგონებელი, ძველებური და საოცარი აურის მქონე სივრცე, სადაც 4 ადამიანის განთავსებაა შესაძლებელი. ამას კი ერთი ორადგილიანი და ორი ანტრესოლით შექმნილი საწოლი უზრუნველყოფს.

ჭრელი ავეჯი და კედლები თემატიკის ცოდნის გარეშეც მიგვახვედრებს, რომ ნამდვილად დიდ ბრიტანეთში, ერთ-ერთი ზღაპრის განხორციელებულ სამყოფელში ვართ. აქაურობა ძალიან პატარაა და სწორედ ეს ფაქტი გვაძლევს საშუალებას, თითოეულ ნივთს განსაკუთრებულად დავაკვირდეთ.

ამ ერთ ოთახიან ბინას ბუნებრივადვე აქვს მოწყობილი გარე სივრცეც. მიმდებარე ტერიტორია ზედგამოჭრილია რელაქსაციისთვის – აქ შესაძლებელია გაისეირნოთ, ან თუნდაც დასხდეთ და ყავა მიირთვათ.

აქვე აღსანიშნავია, რომ სახლი Airbnb-ზე დღიურად ქირავდება და ამ ეტაპზე მისი საფასური ღამეში 129 დოლარს შეადგენს.

როგორ შევძინოთ სახლს შემოდგომის განწყობა – 7 მარტივი რჩევა

ლუი სალივანი – თანამედროვე ამერიკული არქიტექტურის ნათლია