in

Vogue-ს მოდის დირექტორის ფერადი კოტეჯი ტულუზაში

Banner M2
Banner M2

ამ სტატიაში ბრიტანული Vogue–ის ყოფილი მოდის დირექტორის, ლუსინდა ჩემბერის სახლი უნდა გაგაცნოთ, რომელიც აღნიშნულ პოზიციას 25 წლის განმავლობაში იკავებდა. ეს ადამიანი ცნობილია საკუთარი მხატვრული და შემოქმედებითი ხედვებით. ასე რომ, ნუ გაგიკვირდებათ, რომ ამ სახლის დეკორის დიდი ნაწილი მას სხვადასხვა ქვეყნის ბაზრობაზე აქვს ნაყიდი. ამ ნივთების რიცხვი ძალიან დიდია და ის მოიცავს ქსოვილებს, წნულებს, ნახატებს, ავეჯს, კერამიკას, მძივებით გაფორმებულ ბოთლებს, დოქებს, ხალიჩებსა და ა.შ

XIX საუკუნით დათარიღებულ სახლში ლუსინდასთან ერთად მისი მეუღლე საიმონ კროუ და მათი სამი ვაჟი ცხოვრობენ. ერთ დროს ეს ადგილი უბრალო სახლი იყო, ახლა კი ის ფერისა და კომფორტის ზეიმია.

“მე მიყვარს პროცესი – რაღაცის პოვნა, გამოსწორება, შეკეთება, შეღებვა და ა.შ ასევე, მე არ ვიყენებ ნივთებს კონკრეტული თვალსაზრისით – რაღაცას ვყიდულობ და სადმე ვდებ, შემდეგ კი მას არ ვეხები,” – ამბობს ლუსინდა.

მისი ფართო ტერასიდან სახლი გადაჰყურებს მშვენიერ ხედს – წინ მდებარე გორაკს თავისი ალვის ხეებით.

ამ სახლში ყველა ოთახს საკუთარი იდენტობა აქვს და ყველა ოთახი სხვადასხვანაირადაა გაფორმებული. მაგალითად, მოსასვენებელ ოთახში IKEA-ს დივნის გადასაფარებლად ინდური კანტას ქსოვილია გამოყენებული.

სამზარეულოში ლუსინდამ ძველებური სკამები უკვე არსებულ მაგიდასა და სკამებს მიუდგა. ასევე, ამ ოთახის ხალიჩა სივრცეს ფერად ელფერს სძენს, ისევე, როგორც ჭაღი.

რაც შეეხება პორტობელოს გზაზე ნაყიდ ზოლიან ავეჯის ქსოვილს – ლუსინდამ ის ფარდებად გამოიყენა და მთელს სახლში დაკიდა.

მარაქეშში ნაყიდი ბალიშები ჰარმონიულად ეხმიანება ძველებურ ხალიჩებს. სივრცეს ასევე ამშვენებს ნაქსოვი ჩალის ქუდების კოლექცია, რომელიც მაროკოში მოგზაურობისას არის შეიძენილი.

სახლში მნიშვნელოვან როლს ასრულებს გარე სივრცეც, სადაც აუზია განთავსებული. მასთანვეა კრამიტით გადახურული ხის კონსტრუქცია, რომელიც იდეალური ადგილია ჰამაკებში განტვირთვისთვის ან აუზში ცურაობის შემდეგ წასახემსებლად.

ინტერიერის დიზაინი: Lucinda Chambers

ფოტოგრაფი: Paul Massey

8 მარტივი გამოსავალი იმ შემთხვევაში, თუ სასადილო მაგიდა არ გაქვთ

საცხოვრებელი სახლის ბუტიკ სასტუმროდ გარდაქმნა – R312 architect-ის ნამუშევარი