in

8 მარტივი გამოსავალი იმ შემთხვევაში, თუ სასადილო მაგიდა არ გაქვთ

სასადილო მაგიდას მართლაც მნიშვნელოვანი ადგილი უკავია სახლში; მაგრამ, თუკი ის არ გაქვთ, არც ესაა პრობლემა, რადგან არსებობს მრავალი ალტერნატივა საიმისოდ, რომ მაგიდის გარეშე ყოფნა არ იგრძნოთ.

მაგალითად:

დასაკეცი სასადილო მაგიდა

დასაკეცი სასადილო მაგიდა ერთ-ერთი კარგი ვარიანტია საიმისოდ, რომ ადგილიც დაზოგოთ სახლში და სადილიც კომფორტულად მიირთვათ.

გადმოსაშლელი მაგიდა

ეს ვარიანტიც საკმაოდ გავრცელებულია ცალკეული მაგიდის არქონის შემთხვევაში. ამ ფოტოზე ნაჩვენები მაგიდა პირდაპირ უჯრიდან გადმოდის და მისი უკან აკეცვა მარტივადაა შესაძლებელი.

კაფის კუთხე

თუკი სტანდარტული სასადილო მაგიდა არ გაქვთ, ყავის მაღაზიებში არსებული კუთხეები თავისუფლად შეგიძლიათ გადმოიტანოთ საკუთარ სახლში. გარდა ამისა, ხის ბარი ინტერიერსაც ძალიან უხდება.

დამალული სასადილო მაგიდა

ამ 86 კვ.მეტრის მასშტაბის პარიზის ბინაში სასადილო მაგიდა ჩაშენებულია კარადებში – არც ეს მაგიდა იკავებს სივრცეს და მხოლოდ მაშინ გემსახურებათ, როცა გჭირდებათ.

კედლიდან გადმოსაშლელი მაგიდა

ალბათ მრავალი გადმოსაშლელი საწოლი გინახავთ, რომელიც კედელზეა დამაგრებული – ამ შემთხვევაში მსგავსი ტიპის სასადილო მაგიდა უნდა შემოგთავაზოთ, რომელიც საერთოდ არ იკავებს სივრცეს და ძალიან კომპაქტურია.

პატარა მაგიდა

თუკი თქვენ სასადილოდ ცალკე ოთახის გამოყოფა არ შეგიძლიათ, მცირე ზომის მაგიდა მშვენიერი გამოსავალია საამისოდ. შეგიძლიათ, ის სამზარეულოში განათავსოთ და მას ერთი ან ორი სკამი მიუდგათ. საჭიროების შემთხვევაში კი უბრალოდ გაიტანეთ ეს მაგიდა სამზარეულოდან. ასეთი პატარა ზომის მაგიდის შემთხვევაში, ეს მარტივი პროცედურა იქნება.

გაფართოებული სამზარეულოს კუნძული

სასადილო მაგიდის კიდევ ერთი ალტერნატივა სამზარეულოს კუნძულია – შეგიძლიათ, მასში ჩააშენოთ მაგიდა და საჭირო დროს გადმოშალოთ ხოლმე.

4 მარტივი ნაბიჯი სამზარეულოს შემრევის გამოსაცვლელად

Vogue-ს მოდის დირექტორის ფერადი კოტეჯი ტულუზაში