in

12 ადგილი თბილისში, სადაც მაგიდის გადასაფარებელს შეიძენთ

მაგიდის გადასაფარებელი აქსესუარია, რომელიც სასადილო სივრცის განუყოფელ ატრიბუტს წარმოადგენს. ის ერთი მხრივ, მაგიდას დაზიანებისგან იცავს, მეორე მხრივ კი სუფრას ალამაზებს, სივრცეს მეტ მომხიბვლელობას სძენს და სადღესასწაულო განწყობას ამძაფრებს. გამორჩეული დიზაინის სუფრები განსაკუთრებით მოთხოვნადი მნიშვნელოვანი თარიღების აღნიშვნისას ხდება, ადამიანები იკრიბებიან და ერთმანეთს სიყვარულსა და ბედნიერებას უზიარებენ, ამ ყველაფერს კი გემრიელ კერძებთან ერთად, ლამაზად გაფორმებული მაგიდა კიდევ უფრო მიმზიდველს ხდის. ამიტომ დიასახლისები დიდი ყურადღებით არჩევენ მაგიდის გადასაფარებლის დიზაინსა თუ ხარისხს. ჩვენ ვეცდებით ეს პროცესი გაგიმარტივოთ და იმ ადგილებს გაგაცნობთ, სადაც მომხიბვლელ და ორიგინალურ გადასაფარებლებს შეიძენთ.

Blue Tabla

Blue Tabla – საინტერესო დიზაინის მაგიდის გადასაფარებლების კოლექციას სთავაზობს მომხმარებელს. ეროვნული ისტორიით, კულტურით შთაგონებული და ტრადიციული ქართული ორნამენტებით გაფორმებული პროდუქცია, სხვადასხვა ისტორიულ თემატიკას ეძღვნება და დახვეწილი დიზაინით გამოირჩევა, რითაც მომხმარებელთა ყურადღებას იპყრობს.

ჰარმოსფერო

Harmosphere • ჰარმოსფერო ორი დის მიერ შექმნილი ქართული კომპანიაა, რომელიც ინტერიერის დიზაინში უნიკალური შტრიხების შემტანი ქართული წარმოების ნივთებს ქმნის. აღსანიშვანია, რომ გარდა ტილოს მინიმალისტური სტილის მაგიდის გადასაფარებლებისა, კომპანია მომხმარებელს სთავაზობს სახლის დეკორატიულ ნივთებს, როგორიცაა სამზარეულოს აქსესუარები, ხელსახოცები, ჩაის ტილოები და პურის ჩასადები ტომრები, წინსაფრები, ასევე კერამიკის ნივთები, ხელსახოცის რგოლები, ხილის და ნამცხვრის, ზეთისხილის თეფშები.

Mood-o 

Mood-o-ს მაგიდის გადასაფარებლები ორიგინალური დიზაინით გამოირჩევა, კოლექცია ვახუშტი ბაგრატიონის ატლასითაა შთაგონებული, რომელიც თანამედროვე ინტერპრეტაციის მრავალფეროვან მოდელებს წარმოადგენს. გამორჩეული სუფრა ნამდვილად გაალამაზებს თქვენს სასადილო სივრცეს და სადღესასწაულო განწყობას აგიმაღლებთ.

The why not gallery

The why not gallery-ს პროდუქცია ყოველთვის გამოირჩევა ორიგინალური და უცხო დიზაინ ობიექტებითა თუ აქსესუარებით. ამიტომ მომხმარებელი მარტივად აარჩევს მისთვის სასურველ მოდელს იმ მრავალფეროვანი და მომხიბვლელი კოლექციიდან, რომელსაც ეს სივრცე სთავაზობს.

White Studio 

White Studio, ქართული მოტივებით შთაგონებულ, საოცრად ორიგინალურ და ფერადოვან ტექსტილს სთავაზობს მომხმარებელს, რომელიც ერთი მხრივ ეროვნული თემატიკით არის გაჯერებული, მეორე მხრივ კი თანამედროვე დიზაინის მოდელებს წარმოადგენს, რომლებიც ნებისმიერი სახლის ინტერიერის დაამშვენებს და საზეიმო განწყობას შეიტანს მასში.

ძველი სუფრა

მათთვის, ვისთვისაც ესთეტიკური მხარე და ინტერიერი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, „ძველი სუფრის“ პროდუქციის დათვალიერება ნამდვილად კარგი გადაწყვეტილება იქნება, თითოეული მაგიდის გადასაფარებელი ორიგინალური და მიმზიდველი დიზაინით გამოირჩევა და ქართული ორნამენტებით შთაგონებულ საინტერესო იერსახეს ქმნის.

ქართული სუფრა

თუ ქართული ორნამენტები გხიბლავთ და ეროვნული თემატიკით ინსპირირებულ მაგიდის გადასაფარებლებს ეძებთ, მაშინ აუცილებლად უნდა დაათვალიეროთ „ქართული სუფრის“ კოლექცია, რომელიც ქართული ტრადიციული ლურჯი სუფრის ორნამენტებით არის შთაგონებული და საინტერესო დიზაინერულ ნამუშევრებს წარმოადგენს.

Coincasa

მაღაზია Coincasa არაერთ საინტერესო და მიმზიდველ პროდუქციასთან ერთად, მომხმარებელს სუფრების მრავალფეროვან არჩევანსაც სთავაზობს, რომლებიც ორიგინალური დიზაინით, მრავალმხრივი ფერთა პალიტრითა და საინტერესო ორნამენტებით გამოირჩევა. ამიტომ იტალიური ბრენდის კოლექციის დათვალიერება ნამდვილად ღირს.

Tessuto

Tessuto, კიდევ ერთი სივრცეა, რომლის შოურუმში ძალიან მიმზიდველ და მომხიბვლელ მაგიდის გადასაფარებლებს შეიძენთ. ფერადი ტონებითა და საინტერესო ორნამენტებით გაფორმებული სუფრები, თქვენს სახლში მყუდროებასა და სახალისო გარემოს შექმნის, რომელიც ნებისმიერ ადამიანში საზეიმო განწყობას გამოიწვევს.

Manamo

Manamo-ს პროდუქცია მაქსიმალურად ცდილობს ინტერიერი გაამრავალფეროვნოს და მაგიდა ბევრად უფრო ლამაზად, საინტერესოდ გააფორმოს. მაღაზია მომხმარებელს ისეთ კოლექციას სთავაზობს, რომელიც ყოველ სადილის პროცესს კიდევ უფრო სასიამოვნოსა და ფერადოვანს გახდის, ირგვლივ მყოფ ადამიანებს კი პოზიტიურ განწყობას შეუქმნის.

English Home 

English Home-ი მომხმარებელს სხვადასხვა გემოვნებისთვის შესაფერის სუფრის მრავალფეროვან კოლექციას სთავაზობს, რომელიც სახლს მყუდროებითა და განსაკუთრებული ატმოსფეროთი აავსებს, სადღესასწაულო დღეებს კი კიდევ უფრო საზეიმოსა და სიხარულით აღსავსეს გახდის.

JYSK

JYSK-ს მაღაზიათა შოურუმში დაგხვდებათ როგორც სადა და მინიმალისტური სტილის, ისე ფერადოვანი, ორნამენტებით გაფორმებული მაგიდის გადასაფარებლები. ისინი განსაკუთრებულ ხიბლს შესძენენ სადილისა და ოჯახური შეკრებების პროცესს და ინტერიერში საუცხოო აქცენტებს შექმნიან.

Classica Home Fashion 

Classica Home Fashion-ის მაღაზიაში მომხმარებლისთვის სასურველი, განსხვავებული სტილისა და დიზაინის მაგიდის გადასაფარებლების არჩევაა შესაძლებელი. ფერადოვან თუ სადა მოდელებს კი თქვენს სასადილო სივრცეს შეუხამებთ და ინტერიერს მეტად გაამრავალფეროვნებთ.

 

როგორ შევარჩიოთ ფერთა პალიტრა ინტერიერისთვის?

Looking Glass Lodge — ბუნებისა და სახლის ჰარმონიული ურთიერთობა