in

როგორ ავაშენოთ სახლი სტანდარტულზე სწრაფად ? – სამშენებლო მასალა, რომლის შესახებაც აუცილებლად უნდა იცოდეთ

თუ ბინის შეძენას ან სახლის აშენებას გეგმავთ, აუცილებლად უნდა იცოდეთ იტონგის აირბლოკის შესახებ, რომლის მეშვეობით შესაძლებელია მშენებლობის პროცესის დაჩქარება და მისი ნაკლები დანახარჯით წარმართვა.

გერმანული ბრენდი იტონგი მოწინავე ადგილს იკავებს სამშენებლო ბლოკის მწარმოებელთა შორის მსოფლიოში. იტონგის აირბლოკი გამოირჩევა შეუზღუდავი სამშენებლო შესაძლებლობებითა და მახასიათებლებით.

აღსანიშნავია, რომ დღესდღეობით იტონგ კავკასუსის ავტოკლავური აირბეტონის ბლოკის მწარმოებელი ქარხანა ფუნქციონირებს თბილისში და იტონგის აირბლოკის წარმოება საქართველოში ევროპული სტანდარტების სრული დაცვით ხორციელდება.

რატომ იტონგი?

იტონგი საუკეთესო არჩევანია, როგორც სამშენებლო კომპანიებისთვის, ასევე კერძო მშენებლებისთვის. დღეს საქართველოს ბაზარზე მოწინავე სამშენებლო დეველოპერული კომპანიები ირჩევენ იტონგის აირბლოკს, რადგან მისი თბოიზოლაციის მაღალი მაჩვენებლის დამსახურებით, ისინი მობინადრეებს სთავაზობენ 40% კომუნალური ხარჯების შემცირებას, უსაფრთხოებას, კომფორტსა და საუკეთესო ხარისხს.

ამას გარდა, იტონგის აირბლოკის სიმსუბუქე და ზუსტი გეომეტრიული მონაცემები ამარტივებს არა მხოლოდ წყობის პროცესს, არამედ შემდგომ შიდა და გარე მოპირკეთებასაც. მასალა შესანიშნავად იჭრება და ნებისმიერი არასტანდარტული პროექტის რეალიზაციის საშუალებას გვთავაზობს. შესაბამისად, იტონგის აირბლოკის საშუალებით სამშენებლო პროცესი 2-ჯერ სწრაფად მიმდინარეობს და პარალელურად, მნიშვნელოვნად მცირდება მშენებლობასთან დაკავშირებული დანახარჯები.

და ბოლოს, სხვა სამშენებლო ბლოკებისგან განსხვავებით, იტონგის აირბლოკი  მაღალი ცეცხლგამძლეობის მაჩვენებლით ხასიათდება – აღნიშნული მასალა პირდაპირი ცეცხლის ალს  4 საათის განმავლობაში უძლებს, რაც უსაფრთხოებისა და უმაღლესი ხარისხის საიმედო გარანტია.

რუბრიკის წარმდგენია იტონგ კავკასუსი

Looking Glass Lodge — ბუნებისა და სახლის ჰარმონიული ურთიერთობა

ჰენინგ ლარსენი — არქიტექტორი საერთაშორისო აღიარებით