in

Maison Colbert — სახლი ლონდონის უძველესი ნანგრევების მიღმა

Alliance Group
Alliance Group

Maison Colbert ფილიპ კოლბერტის (მხატვარი) და შარლოტა კოლბერის (მწერალი და კინორეჟისორი) საოჯახო სახლია. თავშესაფარი ასევე წარმოადგენს სივრცეს გამოფენებისთვის, სტუმრების მისაღებად და წყვილს საშუალებას აძლევს, ხელოვნების ნიმუშებით გარშემორტყმულ გარემოში ჩაეფლოს. პროექტი ხუთი ოთხსართულიანი სახლის ნახევრად მიტოვებული ტერასების გადააზრებას წარმოადგენს.

ვიწრო სახლების ყველა შიდა კედელი მოხსნილია, რაც ღია დაგეგმარების სივრცის ფორმირებას ემსახურება. უკანა მხარეს კი შენობა გაფართოვდა და შეიქმნა ბუნებრივი სინათლით მდიდარი ბაღი, რომელიც შუშის სახურავით არის გადახურული.

დიზაინი აყალიბებს კონფიდენციალურობის იერარქიას, დაწყებული ნახევრად საჯარო პირველი სართულით, დამთავრებული ბოლო სართულზე განლაგებული ოთხი საძინებლით. დრამატული ცვლილებები ჭერის სიმაღლეში და სივრცეების პერსპექტივაში სხვადასხვა სართულებზე უაღრესად პერსონალური ინტერიერისთვის ძლიერი საფუძვლის შესაქმნელად გამოიყენება. სახლი რამდენიმე მხიარულ დეტალს აერთიანებს, როგორიც არის — კაბინეტის მრგვალი ფანჯრები, მთავარი საძინებელი, რომელიც მისაღებ ოთახს გადმოჰყურებს და ა. შ.

არქიტექტურულად, შენობის მთავარი ნაწილი და თანამედროვე შემინული გარსი უკანა კედელთან აღმართული კიბით არის გამოყოფილი. ეს საშუალებას იძლევა, რომ სხვადასხვა ფუნქციის მქონე ზონები ერთმანეთისგან ბუნებრივად იყოს გამოყოფილი.

შენობის ცენტრალურ ნაწილს წარმოადგენს მთავარი მისაღები ოთახი და სასადილო სივრცე. ბევრი ფანჯარა სახლის ბუნებრივი სინათლით ავსებას უწყობს ხელს, ხოლო ოთახის მცენარეები ისეთ ატმოსფეროს ქმნის, თითქოს შიდა და გარე სივრცეებს შორის ზღვარი არ არსებობს.

პროექტის ფარგლებში არსებული მასალები, როგორიც არის, მაგალითად, ხე იატაკისთვის, ავეჯი და აგური ხალახლა იქნა გამოყენებული. ამ უკანასკნელმა ადგილი სახლის უკანა ფასადში დაიკავა.

შენობა ბუნებრივ ვენტილაციაზეა გათვლილი, რის საშუალებასაც გასახსნელი ფანჯრები და ჟალუზები იძლევა.

სახლი ზუსტად ლონდონის უძველესი ქალაქის კედლების მიღმა დგას — გათხრებმა ცხადჰყო ლონდონის რომაული წარსულის მტკიცებულებები. ლონდონის მუზეუმი ადგილს ექვსი თვის განმავლობაში იკვლევდა, სანამ ნაშთებს ანალიზი ჩაუტარდებოდა. პროექტის მსვლელობის დაგვიანებით უკმაყოფილების ნაცვლად, კლიენტმა მოიწონა შესაძლებლობა, ადგილის ისტორია გამოეყენებინა, რომაული ინტერიერის დეტალებს, რელიეფური თაბაშირის სამუშაოებს გაცნობოდა და არქეულოგიური გათხრებისთვის ხელი არ შეუშლია.

 

რუბრიკის წარმდგენია “ალიანს ჯგუფი” 

საახალწლო განწყობა ინტერიერში – იდეები შთაგონებისთვის

5 მოდური ფერი 2023 წლის საახალწლო დეკორისთვის