in

არქიტექტორ მაო შენ ჩიანგის “სკანდინავიური” სახლი ტაივანში

მაო შენ ჩიანგი ტაივანში მოღვაწე არქიტექტორი და ინტერიერის დიზაინერია, რომელიც თავის თავს პირველ რიგში ბეტონის მცოდნედ და თაყვანისმცემლად მიიჩნევს. ჩიანგი შეპრყობილია სკანდინავიური ესთეტიკით, განსაკუთრებით კი ავეჯით, რომელსაც ის თავის ცნობილ შოურუმში, Mori/Casa-ში ყიდის. როცა ჩიანგმა საკუთარი სახლის დიზაინზე მუშაობა დაიწყო, ინტერიერის გეგმა სწორედ ბეტონსა და სკანდინავიური დეტალებზე დაყრდნობით შექმნა.

Banner M2
Banner M2

The triangle shaped home covers three floors and includes a tea ceremonial room imagined like a theatrical stage facing the forest. The interiors are furnished with Danish design classics.

სახლი ტაივანის ტროპიკულ ქალაქში, იუ-გუანგში მდებარეობს და მაღალი ხეებით, ბუნების საფარითაა გარშემორტყმული. შენობის კონსტრუქცია ბეტონისგანაა დამზადებული და სამკუთხედის ფორმა აქვს. სასურველი მასალისგან სასურველი ფორმის სახლის ასაგებად ჩიანგს სამი წელი დასჭირდა. სამი წელი დასჭირდა მისი დიზაინის შექმნასაც. არქიტექტორის მიზანი იყო ისეთი არქიტექტურული  ნიმუშის შექმნა, რომელიც მომდევნო საუკუნეშიც შეუცვლელად მოდური დარჩებოდა. მართლაც, ეს ტაივანური სახლი მინიმალისტური სტილის ერთ-ერთ აღსანიშნავ მონუმენტად იქცა.

The entrance sign reads “Mao She,” which translates to &#8

სამკუთხედის ფორმის სახლი სამსართულიანია და ასევე მოიცავს ჩაის სმის საცერემონიო ოთახს, რომელიც ტყეს გაჰყურებს და თეატრის სცენის მსგავსი კონცეფციითაა აგებული. ინტერიერი დანიური დიზაინის კლასიკური ნიმუშებითაა გაფორმებული.

A large Vipp Pedal Bin blends seamlessly into the kitchen decor.

ჩიანგის სახლის პირველ სართულზე გაერთიანებულ სამზარეულოსა და სასადილო ოთახს შევხვდებით, რომლებიც ბაღს უკავშირდებიან. ამ თავისუფალი, მომხიბვლელი სამზარეულოს ინტერიერი ძირითადად Vipp-ის ბრენდის ავეჯითა და აქსესუარებითაა მოწყობილი. სასადილო მაგიდა, რომელიც მაშინვე იპყრობს მნახველთა ყურადღებას, თავად ჩიანგის მიერაა შექმნილი და ირგვლივ Hans Wegner-ის “Wishbone”-ის საკულტო სკამები აქვს შემოწყობილი.

The combined dining and kitchen space occupies the ground floor, with open access to the garden. When he started planning the kitchen area, Chiang was pleased to discover the Vipp Kitchen data-src=

The walls in the dining area are paneled with wood slats for a warm look. The stairs lead to the top level, which includes a guest bedroom and a traditional Buddhist chapel and prayer room.

სასადილო სივრცის კედლები ხის წვრილი პანელებითაა გაფორმებული, რაც შენობის ამ ნაწილს სახლურ, თბილ იერს ანიჭებს. ჩიანგის სამუშაო სივრცე-კაბინეტი პირველ სართულზე ყველაზე ჩუმ, შემალულ ადგილასაა განთავსებული. აქვე არსებული კიბეებით სახლის მეორე სართულზე მოვხვდებით, სადაც გვხვდება სტუმრებისთვის განკუთვნილი საძინებელი ოთახი და ტრადიციული ბუდისტური სამლოცველო.

Chiang&#8

The second floor corridor is lined with  wall-to- all bookshelves.

A guest room and a tea ceremonial room/prayer room face the forest.

მთელ სახლში ვხვდებით ბეტონისა და ხის გაერთიანებით, ერთმანეთთან შერწყმით მიღებულ ჰარმონიულ სივრცეებს, თუმცა ყველაზე მეტად ეს ორი მასალა საძინებელ ოთახებში გვხვდება. ცემენტშივეა გამოკვეთილი სამკუთხედის ფორმის ფანჯრები, რომლებიც სახლის განათებასა და განიავებაში დიდ როლს ასრულებს.

As in the rest of the house, the raw concrete contrasts with the natural wood in the bedroom and bathroom. The bespoke wooden bed was designed by Chiang with an integrated wall spot from Vipp.

A row of triangular cut-out windows illuminates the room.

The bath is clad in wood slats.

 

 

ფოტოგრაფი: Anders Hviid.

გადახურვის სისტემები – პერგოლა, მარკიზა და ტენტი

21 კვ/მ მიკრო ბინა თბილისში, რომლის დიზაინზე Istituto Europeo Di Design-ის მოსწავლემ იმუშავა