in

მაქსთერმსა და Fondital-ს შორის ექსკლუზიური პარტნიორობის ხელშეკრულება ოფიციალურად გაფორმდა  

კომპანია “მაქსთერმი” 20 წელია უკვე ქართულ ბაზარზე წარმატებით მოღვაწეობს. ამ დროის მანძილზე არა ერთ ევროპულსა თუ თურქულ ბრენდს აცნობდა საქართველოს, თუმცა მათ შორის, გამორჩეულად ერთგულად და ექსკლუზიურად წარმოადგენდა იტალიური რადიატორებისა და გათბობის ქვაბების მწარმოებელ ბრენდ Fondital-ს, რომლის გაყიდვებიც და ცნობადობაც საქართველოში ყოველწლიურად სულ უფრო და უფრო მატულობს.

რადგან საქართველოს ბაზარი მუდმივად ვითარდება და ბიზნესებს შორის კონკურენციაც მატულობს, კომპანიის წარმომადგენლებმა გადაწყვიტეს ექსკლუზიური პარტნიორობის შესახებ კონტრაქტის დოკუმენტურად დადასტურებაც. სწორედ ამიტომ, 2022 წლის 27 ოქტომბერს, Fondital-ის საწარმოს ტერიტორიაზე, იტალიის ქალაქ ვობარნოში, “მაქსთერმის” გენერალურმა დირექტორმა გიორგი კუკულავამ და კომპანია Fondital-ის მმართველმა დირექტორმა ორლანდო ნიბოლიმ ზევით აღნიშნულ კონტრაქტს ხელი საზეიმო ვითარებაში მოაწერეს.

თანამშრომლობის მნიშვნელოვანი პირობაა, fondital-ის პროდუქციისთვის ავტორიზებული სერვისის გაწევა, რომელსაც ასევე “მაქსთერმი”, კომპანია “მაქსთერმ სერვის გრუპი-თ” განახორციელებს, სადაც მომხმარებლებს, სწორედ fondital-ის მიერ გადამზადებული ტექნიკური სპეციალისტები მოემსახურებიან.

თუმცა, ეს ყველაფერი არ არის. “მაქსთერმის” გუნდს თან ახლდნენ საქართველოს წამყვანი სამშენებლო კომპანიების – (ანაგი, ალიანსი, დომუსი, მონოლითი, აქსისი, გრადა, ბერკეტი დიზაინი, T&T, მონოლით+ , ფრეშ ეარი, ლაიქ ჰაუსი, ინნ ჯგუფი) ინჟინრები და შესყიდვების დეპარტამენტის წარმომადგენლები, რომლებსაც საშუალება ჰქონდათ, Silmar Group-ში შემავალი სამი უმსხვილესი საწარმო Raffmetal (ალუმინის მწარმოებელი N1 საწარმო ევროპაში), Fondital და Valsir მოენახულებინათ. ჯგუფის წევრები გაეცნენ წარმოების სრულ ციკლს, ჩაუტარდათ თემატური ტრეინინგი პროდუქტების ჭრილში. გაიმართა პანელ დისკუსია, სადაც ევროპელ კოლეგებთან ერთად განიხილეს კონკრეტული ქეისები, გაცვალეს ინფორმაცია და სამომავლო თანამშრომლობის პირობებზეც შეთანხმდნენ.

სფეროს განვითარების მიზნით, კომპანია “მაქსთერმი” ყოველწლიურად გეგმავს მსგავსი ტიპის შეხვედრების მოწყობას, როგორც იტალიაში, ასევე საქართველოში.

[R]

ნაცრისფერი სამზარეულოს ინტერიერში — რჩევები და ფერთა კომბინაციები

ალბერტ კანი — დეტროიტის არქიტექტორი