in

Maxtherm-ის იტალიური ვოიაჟი მედიატურის ფარგლებში

გათბობისა და სავენტილაციო სისტემების კომპანიამ, Maxtherm ცოტა ხნის წინ მედიატური მოაწყო და იტალიას ესტუმრა, სადაც დიზაინერებთან და პროექტის მენეჯერებთან ერთად იმ ცნობილი ბრენდების საწარმოები დაათვალიერა, რომელთა პროდუქციასაც თავად სთავაზობს მომხმარებელს საქართველოში.

ტური 19-23 სექტემბერს გაიმართა. მასში მონაწილეობას Maxtherm-ის გუნდთან ერთად რამდენიმე დიზაინერ-არქიტექტორი იღებდა ისეთი კომპანიებიდან, როგორებიცაა Stipfold, Material Editors და სხვები. როგორც ყველა მედიატური, ესეც დატვირთული იყო რამდენიმე მნიშვნელოვანი პუნქტის მონახულებით, რომელთაგან პირველი გახლდათ Remer Rubinetteria-ს საწარმოები ქალაქ ბერგამოს მახლობლად. კომპანია აწარმოებს სამზარეულოსა და სააბაზანოს შემრევებს, საშხაპე სისტემებს და აბაზანის აქსესუარებს. მონაწილეებს საშუალება მიეცათ, გასცნობოდნენ პროდუქტის დიზაინის შექმნისა და წარმოების პროცესებს, შეფუთვასა და ლოჯისტიკას, რადგან ბრენდი დიდ ყურადღებას აქცევს უსაფრთხო ტრანსპორტირებას და ეს გამოცდილება სტუმრებსაც გაუზიარა. Remer-ის შოურუმში გაიმართა მათი ახალი საწარმოს პრეზენტაცია და პანელ დისკუსია.

გაჩერების შემდეგი პუნქტი იყო Scarabeo Ceramiche, ქალაქ რომის მახლობლად. ტურის წარმომადგენლებს მასპინძლობა უძველესმა ქალაქმა, Civita castelana-მ გაუწია. აქ კერამიკის რამდენიმე საწარმო მდებარეობს. მათ შორის ყველაზე საინტერესო იყო სკარაბეოს საწარმოს მონახულება, სადაც მონაწილეებმა ბრენდის წარმომადგენლებთან ერთად გაიარეს ყველა ნაბიჯი, თუ როგორ მზადდება და რა ეტაპებს გადის აბაზანის ნიჟარა, უნიტაზი და მათთან დაკავშირებული კომპონენტები. მეტი სიხალისის შემოსატანად, ტურის წევრები თავადაც ჩაერთნენ პროდუქტების გატესტვასა და სამღებრო სამუშაოებში. სტუმრებმა აქაც მოინახულეს ლოჯისტიკური ცენტრი და შოურუმი. მათ ასევე გაცვალეს იდეები იტალიელ კოლეგებთან და სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზეც ისაუბრეს.

შეგახსენებთ, რომ კომპანია Maxtherm უკვე 17 წელია საქართველოში ინტერიერის მოწყობის მასალებს, გათბობის, ვენტილაციის სისტემებსა და აბაზანის აქსესუარებს სთავაზობს მომხმარებელს. მისი შოურუმები მდებარეობს როგორც თბილისში, ისე ქუთაისსა და ბათუმში.

[R]

მინიმალისტური ბინა ნიკოლაძის ქუჩაზე – Around The Studio-ს ნამუშევარი

10 მოწყობილობა სამზარეულოსთვის, რომლებიც ცხოვრებას გაგიმარტივებთ