in ,

„მეტროპოლ ლისი“ – სახლი, რომელიც ბუნების სიახლოვეს ჩაიფიქრე

დეველოპერული კომპანია „მეტროპოლისრუკაზე ახალი მისამართი – „მეტროპოლ ლისი“ მოინიშნა. ახალი პროექტი გამორჩეულია თავისი კონცეფციით — ეს არის თანამედროვე კერძო დასახლება, სადაც 70-ამდე ვილა განთავსდება და მცხოვრებლების მრავალფეროვანი სურვილებისთვის სრული ეკოსისტემა და კეთილმოწყობილი სარეკრეაციო სივრცე მოეწყობა. ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე – 7 000 M2 ფართობზე განთავსებული პროექტი მომხმარებლებს სუბურბანული ცხოვრების ახალ გამოცდილებას ჰპირდება.

პროექტი სრულად პასუხობს იმ ადამიანების საჭიროებებს, რომლებმაც უკეთესი მომავალი ჩაიფიქრეს; რომელთათვისაც მრავალფეროვანი ყოველდღიურობა, ცხოვრების სტანდარტის გაუმჯობესება, გამორჩეული გამოცდილება, ჯანსაღი გარემო, კეთილმოწყობილი ინფრასტრუქტურა და კომფორტი თანაბრად მნიშვნელოვანია.

თანამედროვე ურბანული ცხოვრება სწრაფ ტემპს იძენს, თუმცა, ამ დინამიკის პარალელურად, სულ უფრო მეტს ვფიქრობთ იმაზე, როგორ ვიპოვოთ ბალანსი – სივრცე, რომელიც ბუნების სიახლოვეს იქნება. ამ საჭიროებაზე პასუხობს „მეტროპოლის“ პირველი სუბურბანული პროექტი ლისზე — სივრცე, რომელიც  ქალაქიდან რამდენიმე წუთში სიმშვიდეს, სუფთა ჰაერსა და ბუნებასთან ჰარმონიას გთავაზობთ.

სუბურბანული საცხოვრებელი სივრცეები თანამედროვე არქიტექტურითა და ინფრასტრუქტურით არა მხოლოდ სიმყუდროვეს სთავაზობს მცხოვრებლებს, არამედ ცხოვრების მაღალ ხარისხსაც უზრუნველყოფს.

მამუკა იმედაშვილი

მამუკა იმედაშვილი, „მეტროპოლისგენერალური დირექტორის მოადგილე: მეტროპოლ ლისიჩვენი პირველი სუბურბანული პროექტია და გვჯერა, რომ ის ქალაქის ცენტრთან ახლოს ცხოვრების გამოცდილებას სრულიად შეცვლის. „მეტროპოლ ლისიბაზარზე გამორჩეული სუბურბანული პროექტი იქნება, რომელიც ჭკვიანი დასახლების კონცეფციით თანამედროვე ცხოვრების სტილს მთლიანად მოერგება. ჩვენი მიზანია, მომხმარებელს, სასურველ სახლებთან ერთად, ცხოვრების სრულიად ახალი სტილი და თანამედროვე ხედვები შევთავაზოთ“.

თანამედროვე ვილები 

ეკოლოგიურად სუფთა გარემოში მდებარე ახალ დასახლებაში სულ 70-ამდე ვილა განთავსდება. მიწის ნაკვეთების ფართობი 600 მ²-იდან 1500 მ²-ამდე ფარგლებში იქნება, რაც ყველა ინტერესის ადამიანს შესაძლებლობას აძლევს, აირჩიოს მისთვის ხელსაყრელი ფართი.

აღსანიშნავია, რომ მცხოვრებლების ჩანაფიქრის რეალობად ქცევისა და დასახლების ერთიანი ესთეტიკის შექმნისთვის „მეტროპოლის“ არქიტექტორების გამოცდილმა გუნდმა თანამედროვე სტანდარტებით ვილების 5 პროექტი შეიმუშავა.

ტერასული სივრცეები, გაშლილი, ქვით მოპირკეთებული ეზოები, აუზები და გამწვანება გარემოს კიდევ უფრო გამორჩეულს ხდის.

„მეტროპოლი“ მომავალ მობინადრეებს არქიტექტურულ პროექტებს საჩუქრად გადასცემს. მომხმარებელი თავად გადაწყვეტს, 5 პროექტიდან რომელია მისთვის საუკეთესო. „მეტროპოლში“ სურთ, რომ მობინადრეებმა სახლის შენებასთან დაკავშირებულ გამოწვევას უფრო მარტივად და კომფორტულად უპასუხონ, ამიტომ პოტენციურ მობინადრეებს შესაძლებლობა ექნებათ, სახლი „მეტროპოლმა“ აუშენოს.

Minimalist house

სახლის მთავარი მახასიათებელია თანამედროვე და მინიმალისტური არქიტექტურა, რომელიც ფუნქციურობასა და ესთეტიკას იდეალურად აერთიანებს.
თბილი ხის ფაქტურა და ფართო ვიტრაჟები საშუალებას იძლევა, ბუნებრივმა სინათლემ მაქსიმალურად შეაღწიოს ინტერიერში.

დიზაინი დაფუძნებულია სუფთა გეომეტრიულ ფორმებზე, სწორხაზოვნებასა და ნაკლებ დეტალზე, რაც ვიზუალურ სიმშვიდესა და გარემოსთან ჰარმონიას ქმნის.

New England-style farmhouse

პროექტის მახასიათებლები მოიცავს ორსართულიან სახლს სხვენით, დახრილ დაბალწახნაგიან სახურავებსა და ფართო კედლებს.

ასევე დიდი ზომის სიმეტრიულ ფანჯრებს, რაც შიდა სივრცის მაქსიმალურ ბუნებრივ განათებას უზრუნველყოფს. მსგავსი არქიტექტურა კომფორტული სუბურბანული ცხოვრების სტილს ასახავს – სითბო, სიმშვიდე და ტრადიციული არქიტექტურის ხიბლი.

Contemporary

პროექტს სწორხაზოვანი, კუბური მოცულობები, ბუნებრივი ფერის ხის პანელები და შუშის დიდი პანორამული ფასადები გამოარჩევს. სახლი განკუთვნილია თანამედროვე ცხოვრებისთვის  – ხაზგასმულია ვიზუალური სიმარტივე, ტექნოლოგია და სივრცის ეფექტურობა.

თანამედროვე სახლები ხაზს უსვამს ენერგოეფექტურობას, მდგრად მასალებს, უამრავ ბუნებრივ შუქს. პროექტს გამოარჩევს მრავალფეროვანი ფუნქციური ეზოც – აუზისა და ტერასის დიზაინი ხაზს უსვამს დასვენების თანამედროვე ფორმებს – BBQ ზონა, დასვენება სიმშვიდეში, მზის აბაზანები და ა.შ.

Modern Minimalist Villa

სახლის თანამედროვე დიზაინი შთაგონებულია მოდერნიზმით, რაც ხაზს უსვამს სუფთა, მკვეთრ, ფუნქციურ დიზაინს და თანამედროვე მასალებს, როგორიცაა ბეტონი, ფოლადი და მინა. სახლი შედგება სწორკუთხა ბლოკებისგან, რაც ტიპურია თანამედროვე მინიმალისტური დიზაინისთვის. ხის ტონალობები ფასადსა და ტერასაზე ქმნის თბილ, ბუნებრივ ვიზუალს. ბუნებრივ რელიეფთან და ბაღთან ჰარმონიაში მყოფი დიზაინი გამოკვეთს თანამედროვე არქიტექტურის ერთ-ერთ მთავარ პრინციპს – გარემოსთან ინტეგრაციას.

გამორჩეული მდებარეობა და რეკრეაცია

„მეტროპოლ ლისი“ ქალაქის ცენტრთან ახლოს, მშვიდ და ეკოლოგიურად უსაფრთხო ადგილას – ლისის ტბასთან მდებარეობს. პროექტს მრავალფეროვანი ხედებიც გამოარჩევს – იქნება ეს ლისის ტბა, თბილისის ანძა თუ ხედი ქალაქზე.

პროექტში საერთო გამოყენებისათვის 3600 M2 ტერიტორიაა განსაზღვრული. საერთო ზონაში მრავალფეროვანი და ფუნქციურად დატვირთული საბავშვო და სპორტული სივრცეები, ფანჩატურები, ველობილიკი და ღია კინოთეატრი მოეწყობა.

საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებასთან 450 მეტრის სიახლოვე კი კომპლექსის მცხოვრებლებისა თუ მათი სტუმრებისათვის გადაადგილებას უფრო მარტივსა და მოქნილს ხდის.

ჭკვიანი დასახლების კონცეფცია

დეველოპერულმა კომპანიამ პროექტის დაგეგმვის პირველივე ეტაპზე გაითვალისწინა თანამედროვე დასახლების სტანდარტები. პროექტის კონცეფციაში გათვალისწინებულია კეთილმოწყობილი გარემო, რომელიც გაჯერებულია უახლესი ავტომატიზაციისა და ჭკვიანი სახლის სისტემებით.

თანამედროვე ტექნოლოგიებით უზრუნველყოფილი იქნება საერთო სივრცეების კონტროლი, დამონტაჟდება ავტომობილის სანომრე ნიშნის ამომცნობი სისტემა, საპარკინგე ბარიერის მართვა კი ავტომატურად მოხდება.

თანამედროვე დასახლება უკვე წარმოუდგენელია ელექტრომობილების გარეშე, „მეტროპოლმა“ ეს დეტალი სრულად გაითვალისწინა – პროექტის ტერიტორიაზე დამონტაჟდება ელექტროდამტენები, რაც მცხოვრებლებისთვის დამატებით კომფორტსა და ენერგოეფექტურობას უზრუნველყოფს.

წინასწარი გაყიდვები

თუ ჩაიფიქრე, რომ შენი სახლი ეკოლოგიურად სუფთა გარემოში იქნება…

„მეტროპოლ ლისის“ პროექტი უკვე ჩაეშვა და წინასწარი გაყიდვებიც დაწყებულია.
„მეტროპოლ ლისის“ პროექტში სულ 70-ამდე მიწის ნაკვეთი გაიყიდება და კვადრატული მეტრის ფასი $159-$225 იქნება.  სუბურბანულ პროექტებზე გაზრდილი მოთხოვნის პირობებში, კომპანიაში მიწის ნაკვეთების გაყიდვების სწრაფ ზრდას ვარაუდობენ.

პროექტის სამშენებლო სამუშაოები აქტიურ ფაზაშია. „მეტროპოლ ლისის“ სივრცე უკვე შემოსაზღვრულია, ამ ეტაპზე ტერიტორიაზე მიწის დამუშავების სამუშაოები და გარე განათებების შერჩევა მიმდინარეობს.

პროექტის ჯამური საინვესტიციო მოცულობა 40 მლნ ლარია. სუბურბანული პროექტის მშენებლობა 2026 წლის ბოლოს დასრულდება.

„მეტროპოლ ლისი“ კერძო დასახლების პირველი პროექტია „მეტროპოლისათვის“, თუმცა არა ერთადერთი. უახლოეს პერიოდში დაიწყება მშენებლობა შინდისშიც, სადაც 90 ჰექტარ მიწის ფართობზე დაახლოებით 700-ამდე ვილა განთავსდება. პროექტში წინასწარი გაყიდვები კი ივნისიდან დაიწყება.

მეტროპოლის შესახებ

დეველოპერული კომპანია მეტროპოლი საქართველოში 2022 წელს დაფუძნდა.
მეტროპოლი გთავაზობთ ყველა ტიპის საცხოვრებელ, საინვესტიციო  და სუბურბანულ უძრავ ქონებას და მომხმარებლებზე მორგებულ გადაწყვეტებს უკეთესი ცხოვრებისთვის. კომპანიის პორტფელში უკვე 1 დასრულებული, 6 მიმდინარე და 5 დაგეგმილი პროექტია.

თბილისში დასრულდა საცხოვრებელი კომპლექსი „მეტროპოლ ბაგები“, ამჟამად პროექტების – „მეტროპოლ ქავთარაძისა“ და „მეტროპოლ ორთაჭალის“ მშენებლობა მიმდინარეობს. ამასთანავე, „მეტროპოლის“ პირველი სუბურბანული პროექტის – „მეტროპოლ ლისის“ მშენებლობა დაიწყო.

ბათუმში აქტიურ ფაზაშია საინვესტიციო პროექტები – „მეტროპოლ კუბი“ და „მეტროპოლ ოვალი“, სადაც ფრანგულ კომპანია Louvre Hotels Group-თან პარტნიორობით 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო Royal Tulip განთავსდება. გარდა ამისა, ბათუმში ახალი საცხოვრებელი კორპუსის „მეტროპოლ პარალელის“ მშენებლობა დაიწყო, რომელიც პანორამული ხედებითა და თანამედროვე დიზაინით გამოირჩევა.
„მეტროპოლის“ მშენებლობების ჯამური ფართი 545 000 კვ.მ-ზე მეტია და მთლიანობაში 3500 ბინას მოიცავს. მისი ჯამური ინვესტიციის მოცულობამ 1 მილიარდ ლარს გადააჭარბა.

[R]

Structura.nyc – ნინო მშველიძის დიზაინ სტუდია ნიუ-იორკში