in

Mezzanine – ნატაშკა აბზიანიძისა და ნანანო ფაღავას მიერ გადააზრებული დიზაინ ობიექტები

ნატაშკა აბზიანიძე და ნანანო ფაღავა რამდენიმე წლის წინ დამეგობრდნენ. იმის გათვალისწინებით, რომ მათ საერთო ინტერესები და მსგავსი გემოვნება აღმოაჩნდათ, ძალიან მალე მათი ურთიერთობა საქმიან ჭრილში განვითარდა.

ნატაშკა აბზიანიძე და ნანანო ფაღავა

როგორც ჩვენი რესპონდენტები გვიამბობენ, ერთობლივი ბიზნეს გეგმის რეალიზებას წინ უძღოდა პერიოდი, როდესაც ისინი საკუთარი სახლების მოსაწყობად განსაკუთრებული სტილის ავეჯს ეძებდნენ ადგილობრივ ბაზარზე, რაც საკმაოდ რთული აღმოჩნდა. სწორედ ამ პრობლემის გადაჭრა დაისახა მიზნად ორმა მეგობარმა და ასე შეიქმნა “მეზანინი” სულ რაღაც რამდენიმე თვის წინ.

Mezzanine ფრანგული სიტყვაა და ინტერიერში შემაღლებულ ადგილს ნიშნავს. სიტყვის სასიამოვნო ჟღერადობის გარდა, ვფიქრობთ, რომ თემატურადაც უხდება ჩვენს საქმიანობას, ვინაიდან ჩვენი ავეჯი ინტერიერში ერთგვარად გამოყოფილი და გამორჩეულია,” – ნანანო ფაღავა

“მეზანინი” ეძებს საინტერესო ნივთებს, რომლებსაც შემდგომ პროექტის ავტორები უცვლიან მასალას, ფერს, კონტექსტს და გარდაქმნიან განსაკუთრებულ ობიექტებად. როგორც ჩვენი რესპონდენტები გვიამბობენ, ეს არ არის ე.წ. მასობრივი მოხმარების ავეჯი, მაგრამ ერთი Mezzanine-ს ნივთიც კი საკმარისია იმისთვის, რომ ნებისმიერი ინტერიერი გახალისდეს.

ბრენდის პირველი პროექტი ნატაშკა აბზიანიძის სახლში, “pop up show”-ს სახით განხორციელდა. ამ გარემოებამ განსაკუთრებული ხიბლი შესძინა გამოფენილი ავეჯის პრეზენტაციას და საკმაოდ დიდი მოწონება დაიმსახურა.

ფერადი, მბზინავი და განსაკუთრებული ფორმისა თუ მასალის ნივთები – სწორედ ეს შტრიხები ახასიათებს Mezzanine-ს გამორჩეული სტილის მქონე დიზაინ ობიექტებს, რომლებიც ბრენდის დამფუძნებლების თქმით, სახლის დეკორისა და კარგი იუმორის მოყვარული ადამიანებისთვის იქმნება.

ალფრედ ბრამსენის არტ დეკოს სტილის ბინა ჰაკნიში

მინის კუბი, როგორც სარეკლამო კონსტრუქცია – „ვოლვო ქარ საქართველოს“ განსხვავებული მიდგომა კომუნიკაციაში