in

“Miele-ს” ინოვაციური საუთოო მაგიდა – Homeis.ge-ს მიმოხილვა

დაუთოვება სახლის საქმეებიდან ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია.  ფარდები იქნება ეს, სავარძლების გადასაკრავები, ბალიშისპირები თუ სუფრები, ინტერიერის დიზაინის გასალამაზებლად ყველაფერი მუდამ ფორმაში უნდა იყოს, რისთვისაც საჭირო ხდება სახლის ისეთი ჭკვიანი ტექნიკით აღჭურვა, რომელიც მინიმალური ენერგიის დახარჯვით ყველაფერს იდეალურ მდგომარეობამდე მიიყვანს.

სწორედ ასეთია საუთოო მაგიდა Miele B3847 FashionMaster – გერმანული კომპანია “Miele”-ს პროდუქტი, რომელიც მომხმარებლის ყველა წვრილმან საჭიროებაზეა გათვლილი და  დეტალებზე ზრუნვითაა  შექმნილი.

ამ მოდელის მთავარი უპირატესობა  ის არის, რომ ის სახლში ხელმისაწვდომი პროფესიონალური ქიმწმენდაა. მას აქვს ყველაფერი, რათა მოუაროთ თქვენს ტანსაცმელს და ნებისმიერი ქსოვილი, ძვირადღირებული თუ დელიკატური, არ გაფუჭდეს და შეინარჩუნოს ახლებური იერი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან როგორ დელიკატურადაც არ უნდა მოვეპყროთ, ხშირად საშრობი, უთო თუ სარეცხი მანქანები ტანსაცმელს გვიფუჭებენ.  “Miele”-ს  ტექნიკა არის სპეციალურად შემუშავებული და აწყობილი ისე, რომ მაქსიმალურად გაუფრთხილდეს ქსოვილს და არ დააზიანოს ის.

რაც შეეხება საუთოო მაგიდას, იგი შედგება 1 ცალი სტანდარტული უთოსგან, რომელსაც აქვს ექსკლუზიური, უნიკალური “Miele”-ს საფირმო ფიჭური ზედაპირი – იგი არ აზიანებს ქსოვილს და თანაბრად ანაწილებს ტემპერატურას. ამ უთოს ასევე აქვს ორთქლის გამოყენების ფუნქია. სტანდარტულ უთოსთან ერთად, “Miele”-ს  საუთოო მაგიდა აღჭურვილია ერთი ორთქლის უთოთი ვერტიკალური დაუთოებისთვის. მის მფლობელს შეუძლია, საკიდზევე დააუთოოს ტანსაცმელი.

 

პროდუქტის მესამე კომპონენტია საუთოო მაგიდა, რომელიც არის ძალიან კომფორტული და რეგულირებადი – შეგვიძლია, მისი სიმაღლე ჩვენი სურვილის მიხედვით მოვირგოთ. მნიშვნელოვანია ისიც, რომ “Miele”-ს საუთოო მაგიდა იკეცება ძალიან მარტივად, ერთი ხელის მოძრაობით. რაც მთავარია, მისი გადაადგილება არ არის რთული, რადგან აქვს ბორბლები და დაგორავს ძალიან მარტივად.

ასევე საუთოო მაგიდაშია წყლის რეზერვუარი. მაგიდაშივეა სპეციალური ადგილი, სადაც ინახება ორთქლის უთო, ე.წ. საცავი. საუთოო მაგიდას ჩაშენებული აქვს რამდენიმე ქულერი, რომლებიც ეხმარებიან ტანსაცმელს გაშრობაში და აიოლებენ გაუთოების პროცესს, რადგან იქმნება ორმაგი კონვექცია და ტანსაცმელი უთოვდება თანაბრად. ქვემოდან დაბერილი ჰაერი ზემოთ წევს ტანსაცმელს და უთო უფრო მარტივი გადასაადგილებელი ხდება. ასევე მოყვება სპეციალური გადასაფარებელი, რომელიც კონკერტულად დელიკატური ტანსაცმლის დაუთოვებისთვისაა განკუთვნილი.

აღსანიშნავია, რომ “Miele”-ს ტექნიკა არის პრემიუმ ხაზის, რომელიც 121 წელია(1899 წლიდან) იწყობა მხოლოდ გერმანიაში.”Miele”-ს საინტერესო კომპანიად ისიც ხდის, რომ არსებობის მრავალწლიან ისტორიაში მფლობელი არ შეუცვლია – მის 100%-ს დღესაც კარლ მილეს, კომპანიის დამმაარსებლის, შთამომავალი მართავს.  სწორედ ამიტომ, “Miele” ინარჩუნებს პრემიუმ ხარისხს და არის საუკეთესო ტექნიკის მწარმოებელი, რადგან ოჯახური ღირებულებების შენარჩუნება თაობებს შორის მთავარ პრიორიტეტად რჩება.

ამ ყველაფრის გათვალისწინებით, აშკარაა, რომ “Miele”-ს საუთოო მაგიდა ნამდვილად მომავლის ტექნიკაა, რომელსაც მომხმარებლის თითოეული საჭიროებისა და პრობლემის აღმოფხვრა და დაკმაყოფილება შეუძლია. აღნიშნული საუთოო მაგიდის შეძენა  საქართველოში “Miele”-ს  ოფიციალურ წარმომადგენლობაშია  შესაძლებელი და მისი სტანდარტული ფასი 10,000 ლარია. თუმცა, ამ ეტაპზე პროდუქტზე საახალწლო ფასდაკლება ვრცელდება და მისი შეძენა უფრო ხელმისაწვდომ ფასად არის შესაძლებელი.

საყოფაცხოვრებო ქიმიის რეიტინგული საშუალებები – Homeis.ge-ს მიმოხილვა

რა უნდა ვიცოდეთ თვითსწორებადი იატაკების შესახებ