in

ტური ეშტონ კაჩერისა და მილა კუნისის ლოს-ანჯელესის სახლში

ამჯერად ცნობილი წყვილის, ეშტონ კაჩერისა და მილა კუნისის სახლის შესახებ უნდა მოგითხროთ. “ჩვენ სახლი გვინდოდა და არა მამული”, – ამბობს კუნისი. მათი ექვს აკრიანი ქონება ლოს-ანჯელესის მთაზე მოიცავს: მთავარ სახლს, იქვე მდებარე საოჯახო სასტუმროს, გასართობ ბეღელსა და დამოუკიდებელ პავილიონს.

Banner M2
Banner M2

”ჩვენ გვინდოდა, რომ სახლი ძველი ბეღელის მსგავსი ყოფილიყო, რაც აქ ათწლეულების განმავლობაში იყო, რომელიც შემდეგ სახლად გადაკეთდა. მაგრამ ის ასევე უნდა ყოფილიყო თანამედროვეც“, – განმარტავს კაჩერი.

დიზაინით შეპყრობილი წყვილი 5 წლის მანძილზე მუშაობდა ამ სახლის შექმნაზე. ისინი ამ პერიოდის განმავლობაში ცვლიდნენ აზრებს იმის შესახებ, თუ როგორ უნდა მოეწყოთ სახლის ინტერიერ-ექსტერიერი.

სახლის დიზაინის მოწყობა ცნობილ დიზაინერებს, ჰოვარდ ბეკენსა და ვიკი ჩარლზს დაევალათ. ისინი ამბობენ, რომ მილა და ეშტონი მთელი ამ ხნის განმავლობაში აქტიურად იყვნენ ჩართულები სამუშაო პროცესში, ისევე, როგორც გუნდის წევრები.

წყვილის სურვილი იყო, შექმნილიყო მდგრადი, კომფორტული სახლი მათთვის და მათი შვილებისთვის. აქვე აღსანიშნავია, რომ სახლი მთლიანად მუშაობს პანელებიდან მიღებული ელექტროენერგიით.

მნიშვნელოვანია ვთქვათ ისიც, რომ სახლის ინტერიერშიც და ექსტერიერშიც ყველაზე მეტად გვხვდება ხე, რომელიც საკმაოდ დახვეწილადაა გამოყენებული. ის აჩენს სოფლის სახლის ასოციაციას, თუმცა კი, ამავდროულად, სახლს თანამედროვე იერს სძენს. ოჯახის სურვილი, ეს ადგილი ყოფილიყო არა მამული, არამედ მათზე მორგებული სახლი, მგონი რომ ახდა და, საბოლოო ჯამში, მათ დიდი, თუმცა, მყუდრო სახლი გამოუვიდათ.

დიზაინერები: Howard Backen და Vicky Charles

ფოტოგრაფი:

მენთოლის ფერი – როგორ გამოვიყენოთ ის ინტერიერში

“შნო” – ლითონისა და ხის ავეჯის მწარმოებელი ქართული ბრენდი