in

მონტანაში მდებარე თვალწარმტაცი სახლი, რომელიც ბუნებას ჰარმონიულად ერწყმის

დარბიში, მონატანაში (აშშ) მდებარე ამ 222მ2-ის რეზიდენციის დიზაინი მფლობელების სტილს, ცხოვრებისეულ გამოცდილებასა და მიწისადმი სიყვარულს ზედმიწევნით ასახავს.

Alliance Group
Alliance Group

ნაკვეთის უკან ციცაბო ტოპოგრაფიითა და ირგვლივ არსებული წარმოუდგენელი ხედების გათვალისწინებით, როგორც წესი, სახლის ცენტრში განთავსება ყველაზე მოხერხებული იქნებოდა. თუმცა, ეს იმოქმედებდა დიდ მინდორზე, რომელიც ირმებისა და ლოსების საძოვარს წარმოადგენს, შესაბამისად, ოჯახმა მოედნისთვის ბუნებრივი სახის შენარჩუნება არჩია.

საცხოვრებელი სივრცეები Trapper Peak-ის ხედებზეა ორიენტირებული, ასე რომ, სადაც არ უნდა იყოთ სახლში, დიდი ფანჯრებიდან მთის თვალწარმტაცი ხედებით ტკბობას შეძლებთ. სახლი განზრახ არის ისე დაპროექტებული, რომ წინა მხრიდან მინიმალურად ჩანდეს და შეერწყას ხეების მწკრივს, ხოლო სახლის უკანა ნაწილი ხის სახლის შეგრძნებას ქმნის.

მიზანი იყო მეპატრონეების ცხოვრების სტილის შესაბამისი ზომის ინტიმური სახლის დაპროექტება. ფართო დახრილი სახურავი და დიდი ფანჯრები, რომლებიც მთებსა და ხეებს გაჰყურებს, გაცილებით დიდი სივრცის განცდას ქმნის.

მიუხედავად იმისა, რომ სახლი მოიცავს მონტანას ესთეტიკის ელემენტებს, როგორიც არის უხეში ხის სვეტები, მთლიანობაში ის ძალიან თანამედროვეა. მასალების მარტივი პალიტრა, თეთრი მუხის იატაკი და მაღალი ჭერი, რომელსაც იატაკიდან ჭერამდე აღმართული ბუხარი ამაგრებს ღია, შუქით სავსე სივრცეს ქმნის.

დიზაინერების ერთ-ერთი მთავარი ამოცანა ხელოვნებისა და კონცერტების მოყვარული მფლობელების ცხოვრების ისტორიის ამსახველი თითოეული ნამუშევრისთვის შესაბამისი ადგილის მოძებნა იყო.

საძინებლის თეთრეულის მოვლისას დაშვებული 8 შეცდომა

თეკუნა გაჩეჩილაძის ინტერიერი მე-20 საუკუნეში აგებულ არტ-ნუვოს სტილის სახლში