მოზაიკსი ავეჯისა და სარემონტო მასალების მულტიბრენდული შოურუმია, რომელიც მეხუთე წელია წარმოდგენილია ქართულ ბაზარზე და მომხმარებლებს ერთ სივრცეში სთავაზობს მაღალი კლასის იტალიური ბრენდების ავეჯსა და სარემონტო მასალებს – ფილებიდან სარემონტო მასალების სრულ ასორტიმენტამდე, ავეჯიდან სახლის დეკორატიულ აქსესუარებამდე.
“მოზაიკსმა საქმიანობის 5 წლის თავზე კიდევ ერთხელ გადავიაზრეთ ბაზარზე არსებული საჭიროებები და მომხმარებელს განახლებული, უნიკალური კონცეფციის შოურუმი შევთავაზეთ. მოზაიკსი აღარ არის სტანდარტული სარემონტო მასალების შოურუმი. ეს არის იდეა – სივრცე, სადაც დიზაინერები, არქიტექტორები და ზოგადად რემონტით დაინტერესებული ნებისმიერი პირი პოულობს არა მხოლოდ პროდუქტს, არამედ ინსპირაციას. ტრანსფორმირებადი მუდბორდ სივრცეები ნებისმიერი იდეის რეალიზებას ემსახურება.” – ირაკლი შამელაშვილი, კომპანიის დამფუძნებელი

კომპანიის ფილოსოფიაც ერთ მარტივ მიდგომას ეფუძნება: სივრცის დიზაინი ყოველთვის მეტია, ვიდრე ფილა ან სანტექნიკა – ეს არის ემოცია, დეტალების სიყვარული და ხარისხის კულტურა.
შოურუმის კონცეფცია დიზაინ სტუდია „დუე”-სთან კოლაბორაციით შეიქმნა. ერთობლივი ხედვა ითვალისწინებდა სივრცეს, სადაც სტუმარი პროდუქციას ოთხივე მხრიდან – ხელით, თვალით, შეგრძნებით უახლოვდება. სივრცე თავიდანვე გააზრებულია ისე, რომ ყველა ელემენტი – ნიჟარიდან ფილამდე მაქსიმალური გამართულობით წარდგეს.
“Mosaics-ის შოურუმის დიზაინზე მუშაობა ჩვენთვის იყო შესაძლებლობა, თავიდან გადაგვეხედა, როგორი შეიძლება იყოს თანამედროვე შოურუმის გამოცდილება. გვინდოდა, რომ სტუმრებს უბრალოდ პროდუქციის დათვალიერება კი არა, სხვადასხვა მასალების შეგრძნება, სივრცეში თავისუფლად გადაადგილება და მათი სხვადასხვა პერსპექტივიდან დანახვა შეძლებოდათ.”– ლიკა ლასარეიშვილი, სტუდია DUE -ს თანადამფუძნებელი და ინტერიერის დიზაინერი.
მოზაიკსში წარმოდგენილი მრავალფეროვანი კოლექციები ავეჯის, დეკორატიული აქსესუარების, კერამიკული ფილების, დიზაინერული რადიატორების, სანიტარული კერამიკის, პარკეტის, შემრევებისა და საშხაპე სისტემების მიმართულებით მნიშვნელოვნად ამარტივებს პროექტირებას, მომსახურების მაღალი სტანდარტი კი სასიამოვნოს და საინტერესოს ხდის პროცესს.
მაშინ, როცა ინტერიერის დიზაინი თანამედროვე სამყაროში ყოველდღიურად ვითარდება, მოზაიკსი საქართველოში არა მხოლოდ ერთ სივრცეში უყრის პროდუქციას თავს, არამედ მსოფლიოში არსებული ტრენდებისა და ტენდენციების გათვალისწინებით წამყვანი ABK Group, Emil Group, 41zero42, Ceramica Globo, Ceramica Flaminia, Daniel, Irsap, Italia Louge, Di Lazzaro და სხვა ბრენდების ინოვაციური, უნიკალური და მაღალი ხარისხის კოლექციებით აკომპლექტებს ასორტიმენტს.

“პროდუქციის უკეთ აღსაქმელად, ინტერიერი შეგნებულად ჩრდილში ექცევა: ღრმა შავი ფერის კედლები და ჭერი ვიზუალურად ქრება, რაც საშუალებას აძლევს თითოეულ დეტალს – იქნება ეს ნიჟარა, ფილა თუ შემრევი – აქცენტირებულად გამოიკვეთოს ინტერიერში. განათება ხდება მთავარი მეგზური, რომელიც საშუალებას აძლევს სტუმრებს პროდუქტები სხვადასხვა პერსპექტივიდან აღიქვან. ყოველი განათების ელემენტი, გეომეტრიული ფორმა თუ მასალა შეიქმნა ისე, რომ ყურადღება მიიპყროს და საინტერესოდ წარმოაჩინოს წარმოდგენილი პროდუქციის ხარისხი.”– ცოტნე ანდრიაძე, სტუდია DUE -ს თანადამფუძნებელი და ინტერიერის დიზაინერი.
27 მარტს კი შოურუმი ოფიციალურად გაიხსნა, სადაც ბაზრის წამყვან ინტერიერის დიზაინერებსა და არქიტექტორებს უმასპინძლა.

“Mosaics-ის განახლებულმა შოურუმმა ნამდვილად გადააჭარბა ჩემს მოლოდინს. ეს არის სივრცე, სადაც ყოველი ვიზიტი შეიძლება სრულიად განსხვავებული გამოცდილება იყოს – განსხვავებული ბრენდები, კოლექციები, კომბინაციები. დარწმუნებული ვარ, რომ ეს შოურუმი ჩვენი სამუშაო პროცესის განუყოფელი ნაწილი გახდება – როგორც დამკვეთებთან თანამშრომლობისას, ასევე უბრალოდ ინსპირაციისთვის,” – ციცი ბოხუა, Alter Design-ის თანადამფუძნებელი და ინტერიერის დიზაინერი
განახლებული Mosaics-ის შოურუმი ამიერიდან კი ნებისმიერ დაინტერესებულ ვიზიტორს უმასპინძლებს თბილისში, ბელიაშვილის 68-ში. ბრენდებსა და კოლექციებს ვიზიტამდე კი შეგიძლიათ გაეცნოთ ვებგვერდზე www.mosaics.ge
[R]










