in

როგორ შევქმნათ საინტერესო დიზაინი მცირე ზომის ავეჯისა და დეკორის საშუალებით – 6 რჩევა Homeis.ge-გან

საცხოვრებელი სახლის შერჩევისას უამრავი დეტალია გასათვალისწინებელი. იმისთვის, რომ ჩვენს სახლს საკუთარი ხასიათი და ესთეტიკა შევძინოთ, აუცილებელია ინტერიერის დიზაინის სწორად, ჩვენი გემოვნებისა და სურვილების მიხედვით შერჩევა და დაკომპლექტება. თუმცა, გახსოვდეთ, რომ მთავარი პროცესი მას შემდეგ იწყება, როდესაც ინტერიერს ძირითადი ავეჯითა და საყოფაცხოვრებო ნივთებით შევავსებთ. სწორედ მცირე დეტალები განსაზღვრავენ სახლის საბოლოო ხასიათს და გვიქმნიან კომფორტისა და სიმყუდროვის შეგრძნებას.

დღევანდელ სტატიაში გაგაცნობთ 6 მნიშვნელოვან რეკომენდაციას, რაც დაგეხმარებათ იმაში, რომ თქვენი საცხოვრებლისთვის დეკორი სწორად შეარჩიოთ და სახლის ესთეტიკა მაქსიმალურად მოარგოთ თქვენს ხედვასა და სურვილებს.

მცირე ზომის ავეჯი

მცირე ზომის ავეჯი საუკეთესო არჩევანია იმისთვის, რომ ოთახში არსებული სივრცე მაქსიმალურად იყოს ათვისებული. პატარა დეტალები იდეალურად ერგებიან სივრცეს და რაც მთავარია, თანამედროვე და მრავალფეროვანი დიზაინის ხარჯზე, ინტერიერს მეტ მრავალფეროვნებას მატებენ.

ამას გარდა, მცირე ზომის ავეჯი თავისი მრავალფუნქციური თვისებებით გამოირჩევა. მაგალითად, მცირე ზომის მაგიდა შეგიძლიათ გამოიყენოთ როგორც სტანდარტული დანიშნულებით, ასევე საწოლის დუმბოს ან ყვავილების სადგამის შემცვლელად.

ხალიჩა

ხალიჩა ინტერიერის დიზაინში ერთ-ერთ მთავარ როლს თამაშობს, რადგან მისი საშუალებით შესაძლებელია მყუდრო და თბილი ატმოსფეროს შექმნა. ამას გარდა, ის საკმაოდ საინტერესო დიზაინ ელემენტიცაა, რომლის დახმარებითაც ოთახის ესთეტიკა და გარეგნობა სრულიად იცვლება.

გირჩევთ, შეიძინოთ რამდენიმე კონტრასტული ფერის ხალიჩა, რომლებიც ერთმანეთთან ჰარმონიაში იქნება და ოთახის სხვადასხვა ნაწილებს ერთმანეთთან დააკავშირებს. მაგალითად, თეთრი ინტერიერისთვის შეარჩიეთ ლურჯი და წითელი ფერის ხალიჩები და განათავსეთ ისინი იატაკზე ან კედელზე, ნახატების ნაცვლად.

სარკე

სარკეს სივრცის გარდაქმნისა და ოპტიკური ილუზიის შექმნის შესაძლებლობა აქვს, რაც ოთახებს ვიზუალურად ადიდებს და ამასთან, დახვეწილობის, ელეგანტურობისა და ფუფუნების ეფექტს აჩენს. სარკეები ასევე ირეკლავენ გარედან შემოსულ სინათლეს, რაც ინტერიერში მეტ სინათლეს განაპირობებს.

თუ ოთახში საკმარისი სივრცე გაქვთ, გირჩევთ, რამდენიმე სარკის ერთდროულად, მოზაიკურად ჩამოკიდებას, რაც თქვენს ოთახს ვინტაჟურ ეფექტს შესძენს. ქაოტურად დაკიდებული სარკეები დაგეხმარებათ მკაცრი და მდიდრული შთაბეჭდილებების შექმნაში, რაც განსაკუთრებულად უხდება მინიმალისტურ ინტერიერს.

საათი

იმის გარდა, რომ შესაბამისი დიზაინის შერჩევის შემთხვევაში, საათი ინტერიერს განსაკუთრებულ ხიბლს ანიჭებს, მას ფუნქციური გამოყენებაც აქვს, რადგან დროის კონტროლისა და ეფექტურად განაწილების შესაძლებლობას გვაძლევს. სწორედ მისი მულტიფუნქციური გამოყენების წყალობით, საათი ინტერიერის დიზაინში ერთ-ერთ შეუცვლელ დეკორად ითვლება.

საათის ფერი, მასალა და ტექსტურა უნდა შეესაბამებოდეს ოთახის დეკორაციას და მთლიან ფერთა პალიტრას. არ გირჩევთ საათის მუქი ფერის კედელზე ჩამოკიდებას, რადგან კედლის ფერი მას მთლიანად შთანთქავს. უმჯობესია, კედლის საათი დაკიდოთ ოთახის იმ ნაწილში, რომელიც ნებისმიერი ადგილიდან კარგად ჩანს. ამას გარდა, საათის ფორმა უნდა იყოს პროპორციული არა მხოლოდ კედლისა, არამედ მის მიმდებარედ განთავსებული ობიექტებისაც.

ოთახის მცენარეები

საათის მსგავსად, ოთახის მცენარეებს მხოლოდ დეკორის სახით არ ვიყენებთ და მათ გააჩნიათ უნარი, რომ შეამცირონ სტრესი და დაძაბულობა. ვინაიდან ინტერიერში ცოცხალ მცენარეებს ძირითადად დეკორაციად იყენებენ, პირველ რიგში, გირჩევდით შესაბამისი ქოთნებისა და ლარნაკების შეძენას, რომლებიც უნდა ეხამებოდეს როგორც მცენარეების ფერს, ასევე ოთახის მთლიან ინტერიერსაც.

სამზარეულოს ნაწილში უმჯობესია ისეთი მცენარეების განთავსება, რომლებიც კარგად უძლებენ მაღალ ტენიანობას, როგორებიცაა ალოე და მინიატურული ხე-ხილი, მაგალითად მანდარინი ან ლიმონი.

სკანდინავიური ინტერიერისთვის კი გირჩევდით მონსტერას, პალმას და მსგავსი სახის მცენარეების გამოყენებას. ისინი ინტერიერს კიდევ უფრო ამრავალფეროვნებენ და ენერგიით ავსებენ მას.

დაწნული კალათა

დაწნულ კალათებს სხვადასხვა ფორმა, ზომა, დიზაინი და ფუნქცია გააჩნიათ. ზოგიერთი მათგანი შეგიძლიათ პროდუქტის შესანახად გამოიყენოთ, ზოგი – აბაზანაში სარეცხის მოსათავსებლად, ზოგი კი სამზარეულოს მაგიდის დეკორის სახით გამოიყენება. სწორედ ამ მრავალფუნქციური თვისებების ხარჯზე, კალათები ინტერიერის დიზაინს განსაკუთრებულად უხდება, რადგან ისინი სივრცეს ესთეტიკასა და განსაკუთრებულ ხიბლს სძენენ. ოთახში რამდენიმე კალათის შერჩევით, თქვენ შეძლებთ მათ შორის კავშირისა და ჰარმონიის შექმნას, რომელიც მთლიანად სივრცის ესთეტიკაში გამოიხატება.

სად შევიძინოთ მცირე ზომის ავეჯი და დეკორი?

დღევანდელ ქართულ ბაზარზე ამ მხრივ საკმაოდ დიდი არჩევანი არსებობს, თუმცა ერთ-ერთ გამორჩეულ ადგილს “მობლერ ჰოუმი”-ი წარმოადგენს, რომელიც მომხმარებელს ასორტიმენტის ფართო სპექტრს სთავაზობს.

„მობლერ ჰოუმი“ აერთიანებს ისეთ პროდუქციას, როგორიცაა მცირე ავეჯი, აბაზანისა და სამზარეულოს აქსესუარები, სხვადასხვა ტიპის დეკორი, ტექსტილი და განათების ელემენტები. აქედან გამომდინარე, მაღაზია საუკეთესო არჩევანია მათთვის, ვისაც ინტერიერის შესავსებად საჭირო ნივთების შეძენა მარტივად და სწრაფად სურთ – ყველაფერი, რაც სახლის სრულად მოსაწყობადაა საჭირო, აქ ერთ სივრცეშია თავმოყრილი.

ამას გარდა, მეტი კომფორტისთვის, „მობლერ ჰოუმი“ საკუთარ მომხმარებელს სთავაზობს ონლაინ მაღაზიას, რომელიც დროის დაზოგვის საუკეთესო საშუალებაა.

ასე რომ, თუ თქვენი ინტერიერის განახლებაზე ფიქრობთ და გსურთ, რომ სივრცე მცირე დეტალებით დააკომპლექტოთ, „მობლერ ჰოუმი“ საუკეთესო არჩევანია. მაღაზია აღმაშენებლის #125-ში მდებარეობს და ამ ეტაპზე მომხმარებელს სრულიად განახლებულ კოლექციას სთავაზობს.

არქიტექტურა პორტუგალიური ხასიათით – FCC Arquitectura-ს პროექტი

ტრადიციული ელემენტებით შექმნილი ინტერიერი თარხნიშვილის ქუჩაზე — სტუდია „SAMI_“-ის ნამუშევარი