in

Barbie-სთან თანამშრომლობით Kartell-მა 5 საკულტო სკამის ნაკრები გამოუშვა

ავეჯის სახლი Kartell 5 საკულტო სკამისგან შემდგარ ნაკრებს გვიზიარებს, რომელიც ბრენდმა Barbie-სთან კოლაბორაციის შედეგად შექმნა. კოლექცია ხელმისაწვდომია Kartell-ის ოფიციალურ საიტზე, სადაც მისი ღირებულება 74 ევროა. თითოეული სკამი ძალიან დახვეწილი და ფერადია, მაგრამ არცერთი მათგანი არ არის განკუთვნილი დასაჯდომად იმ შემთხვევაში, თუ ბარბი არ ხართ.

სკამები შემცირებულია ბარბის ზომამდე და შექმნილია როგორც კოლექციონერებისთვის, ასევე თოჯინების სახლის სტილისტებისთვის. თუმცა, თუ გსურთ ადამიანებისთვის განკუთვნილი მოდელების შეძენა, 16 აპრილს Kartell-მა გაყიდვაში გამოუშვა Ghost-სა და MASTERS-ის სტანდარტული ზომის სკამებიც, რომელთა შეძენაც ასევე მათ საიტზე არის შესაძლებელი. აღსანიშნავია, რომ Ghost-ის ფასი 367, ხოლო MASTER-ის – 510 ევროა.

აღსანიშნავია, რომ „Kartell-ის სკამები ყოველთვის იყო დიზაინისა და ინოვაციების სიმბოლო ავეჯის სამყაროში და ძალიან პოპულარული მოზარდებსა და ბავშვებში. ბარბის ვარდისფერი ტონების გარეშეც კი ამ სკამებს დიზაინის სამყაროში ცნობადი და კარგად დამკვიდრებული ფორმები აქვთ.

სკამების ორიგინალი ვერსიები, რომლებიც უფრო დიდი ზომისაა და გაცილებით ადრე შეიქმნა, ასობით ევროდ იყიდება, ასე რომ თოჯინების ზომის ვერსია იდეალური ვარიანტია დიზაინის მოყვარულთათვის, რომლებსაც შესაბამისი ბიუჯეტი არ აქვთ.

რაც შეეხება ბარბის, რომელიც წელს 65 წლის იუბილეს აღნიშნავს, დღეს ის დიზაინ სამყაროს ყურადღების ცენტრშია და ზაფხულში დიდ გამოფენას უმასპინძლებს ლონდონში, სადაც თოჯინას 180 იშვიათი მოდელი იქნება წარმოდგენილი.

ინტერიერის დიზაინერი, როგორც პროფესია — ელენე სხვიტარიძის ხედვა

#სადვიცხოვრო: გამორჩეული ადგილმდებარეობის მქონე 2 უნიკალური პენტჰაუზი “რუსთაველი რეზიდენსში”