in

12 ადგილი თბილისში, სადაც ხალიჩას შეიძენთ

ხალიჩის დახმარებით ინტერიერში თბილი და მყუდრო ატმოსფეროს შექმნა შეგიძლიათ. ამასთანავე, მისი მეშვეობით კონკრეტული ზონის გამოკვეთა და საინტერესო აქცენტების მიღებაა შესაძლებელი, რაც სახლს სახასიათო ესთეტიკას შესძენს. ხალიჩა სივრცეს განსაკუთრებით შემოდგომა-ზამთრის პერიოდში უხდება და მას საოცარ მიმზიდველობას ანიჭებს, ამიტომ დღევანდელ სტატიაში იმ ობიექტებს გაგაცნობთ, სადაც თქვენთვის სასურველ ხალიჩას შეიძენთ.

Nanimarquina  

ესპანური მაღალი ხარისხის ბრენდის “Nanimarquina“-ს პროდუქციის შეძენა ცოტა ხნის წინ “TON”-ის შოურუმში, კეკელიძის #14-ში გახდა შესაძლებელი. “Nanimarquina”-ს ხალიჩები უნიკალური დიზაინით, ტრადიციისა და თანამედროვეობის საოცარი სინთეზით გამოირჩევა და ეკოლოგიური სისუფთავითაც ხასიათდება, რაც მის უნიკალურობაზე მეტყველებს.

Zara Home

Zara Home“-ის მრავალფეროვანი ტექსტილის კოლექცია დახვეწილობითა და ინდივიდუალიზმით გამოირჩევა. პროდუქციაში წარმოდგენილი ელეგანტური ხალიჩები მომხიბვლელობასა და მყუდროებას შესძენს თქვენს სახლს და სასიამოვნო ატმოსფეროს შექმნაში დაგეხმარებათ.

ICR HOME

ICR HOME“-ის მრავალმხრივ შოურუმში თქვენთვის სასურველი ხალიჩის შეძენაც შეგიძლიათ, რომელსაც სხვადასხვა ზონას მიუსადაგებთ და ოთახის ინტერიერს განაახლებთ.

JYSK  

აბაზანის მინიმალისტური დიზაინის ხალიჩებს „JYSK“-ის შოურუმში შეიძენთ და სკანდინავიურ ატმოსფეროს მოიწყობთ სახლში. ამასთანავე, სივრცეში თბილ, მყუდრო გარემოს უზრუნველყოფთ და ინტერიერს მომხიბვლელობას შესძენთ.

Mysa  

Mysa“-ს პროდუქცია თანამედროვე, მომხიბვლელი დიზაინით ხასიათდება. ამ მხრივ არც ხალიჩების კოლექციაა გამონაკლისი. შოურუმში თქვენთვის სასურველ მოდელს მარტივად შეარჩევთ და თქვენი ოჯახის წევრებს საცხოვრებელ სივრცეს გაულამაზებთ.

Coincasa 

განსხვავებული ორნამენტების მქონე ხალიჩების შეძენას შეძლებთ „Coincasa“-ში, რომელსაც ნებისმიერი ტიპის ინტერიერს იდეალურად შეუხამებთ და დასამახსოვრებელ შტრიხებს შეიტანთ თქვენს სივრცეში.

ბლუტაბლა  

ქართული ანბანითა და ხევსურული მოტივებით გაფორმებულ ხალიჩებს შეიძენთ „ბლუტაბლაში“ და სახლს ტრადიციული თემატიკის დეკორატიული ნივთებით მორთავთ, რაც სახასიათო ესთეტიკას შესძენს თქვენს საცხოვრებელს.

კარპეტერია

კარპეტერიაში“ მრავალფეროვანი და განსხვავებული დიზაინის ხელით ნაკეთი ხალიჩები შეგიძლიათ შეიძინოთ, რომლებიც საქართველოში მზადდება. სასურველი მოდელი ნებისმიერ ინტერიერში ორიგინალურ შტრიხებს შეიტანს და სახლს გაგილამაზებთ.

English Home

თუ გსურთ თქვენს სახლში მეტი მყუდროება და სითბო გქონდეთ, არჩევანი ხალიჩაზე უნდა გააკეთოთ, რომელსაც  „English Home“-ის შოურუმშიც შეიძენთ. კოლექცია საინტერესო დიზაინითა და ხარისხით გამოირჩევა, რაც თქვენს ინტერიერს საოცარ ეფექტს შესძენს.

დომინო  

დომინოში“ უამრავ საინტერესო და საჭირო პროდუქტთან ერთად მრავალფეროვანი დიზაინის ხალიჩებსაც შეიძენთ, რომლებიც დიდი ხნის განმავლობაში უზრუნველყოფს თქვენი სახლის მომხიბვლელობას.

Mihouse

ხალიჩის განახლება ან ახალი მოდელის შეძენა შეგიძლიათ “Mihouse“-შიც, სადაც გაგიმარტივდებათ თქვენთვის სასურველი პროდუქტის შერჩევა და მისი შეხამება სახლის განსხვავებულ ზონებთან.

Extra.ge 

ხალიჩის შეძენა სახლიდან გაუსვლელად, დისტანციურადაც შეგიძლიათ “Extra.ge“-ზეც, სადაც მიმზიდველი და ელეგანტური მოდელებია წარმოდგენილი, რომლებიც ამ სეზონს გაგილამაზებთ.

ავტორი: მეკო მეტრეველი

პრემიუმ კლასის სასტუმრო „Castor & Pollux“-ი განსხვავებული დიზაინით — სტუდია „Objects“-ის ნამუშევარი

ვაბი-საბის ესთეტიკით შექმნილი სახლი პოკონოს მთებში — ქეთი ჭიჭინაძის პროექტი