in

სად შევიძინოთ მუსიკალური აქსესუარები სახლისთვის?

მუსიკალური ინსტრუმენტები, მოწყობილობები, კომპაქტური დისკები თუ ვინილები, გარდა იმ ფუნქციური თვისებებისა, რომლებიც მათ დანიშნულებას წარმოადგენენ, ნებისმიერი ტიპის ინტერიერის დიზაინს აძლევენ შინაურულ, მრავალფეროვან იერს და აქსესუარებადაც გამოიყენებიან. Homeis.ge გთავაზობთ რამდენიმე მუსიკალურ მაღაზიას, რომელთა პროდუქციით თქვენს სახლებში მუსიკას აუცილებლად შეიტანთ.

Steinway & Sons

123056362_2863818677238307_2914701265111314626_o
125566773_2883184125301762_2434488241520072070_o
128521186_2894557777497730_6154734057142563749_n
135758837_2923654581254716_2316448578974462104_o
141020540_2935334796753361_1423120969343862781_o
121822833_2854024201551088_2510438807275413750_o
previous arrow
next arrow

მაღაზიაში Steinway & Sons, რომელიც თბილისში, ო.დგებუაძის ქ. #1-ში მდებარეობს, მომხმარებელს უმშვენიერესი, ხარისხითა და ელეგანტურობით გამორჩეული როიალებისა და ფორტეპიანოების შეძენა შეუძლია, რომელიც ყველა სახლს შემატებს დახვეწილობასა და ესთეტიკას. მაღაზია ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე დისტანციურად მუშაობს – მათი პროდუქციის დათვალიერება და შეძენა ონლაინ, Steinway & Sons-ის ვებ-გვერდის საშუალებითაა შესაძლებელი.

მუსიკის სახლი 

500071
237690
500019
500020
500070
GR801340
GR801444
80030
27043
previous arrow
next arrow

მაღაზია “მუსიკის სახლი” კოვიდ-19-თან დაკავშირებული სიტუაციის გამო ამჟამად სრულად დისტანციურად ემსახურება მომხმარებელს თავისი კომფორტული ვებ-გვერდის მეშვეობით. თუ თქვენი სტილი თანამედროვეა და სახლისთვის ახლებური ფირსაკრავების, სინთეზატორების, დრამების ან სხვა მუსიკალური ნივთის შეძენა გსურთ, მაშინ “მუსიკის სახლი” თქვენთვის ზედგამოჭრილი მაღაზიაა.

Vodkast

0uYZgD00lz8tpSQMkwjCDfnRgvNfkg
5L6hqRyVdJ52kmaflEysPWn9mDA9ti
o1C3iutWo4YzFUSnBu53pIS71eVxIp
V9wl6CQT3Pm9tm9hzb5fKaRMJfaotV
cgkydzVY27V4gwwL9zctpRvTt4ZekC
Mug8LjjRpX7IEn56wWejRrDUMQ1xFq
previous arrow
next arrow

ეგნატე ნინოშვილის #8-ში, “ფაბრიკაში” მდებარე მაღაზია “Vodkast” მომხმარებელს საკუთარი კეთილმოწყობილი და მარტივი ვებ-გვერდის მეშვეობით ეკონტაქტება, სადაც ნებისმიერ მსურველს შეუძლია “Vodkast”-ის უდიდესი ვინილების კოლექციაში სასურველის მოძებნა, საკუთარი ინტერიერის დიზაინის შესაფერისი სპიკერებისა თუ ფირსაკრავების შეძენა.

Tiflis Vinyl Records

141946958_2787160081497741_5820839209500466915_o
142105964_2787125428167873_2039614701722499267_o
142230463_2787149524832130_8130767521151106163_o
142283193_2787129164834166_2892943379999644139_o
142475334_2787156201498129_2264759271207553392_o
142573685_2787138698166546_5864882844855942837_o
previous arrow
next arrow

თუ ფირსაკრავს ფლობთ, ვინილებიც აუცილებლად უნდა შეიძინოთ, რათა სახლი მელოდიით აავსოთ. მაღაზია “Tiflis Vinyl Records”, რომელიც მომხმარებელს საკუთარი ფეისბუქ გვერდის საშუალებით ემსახურება, ვინილების ძალიან ფართო არჩევანს გვთავაზობს.

კერძო სახლი თხინვალაში – ლევან ხარაშვილისა და თათა ფერაძის ინტერიერი

როგორ გავახალისოთ ინტერიერი ფერების გამოყენებით – რამდენიმე საინტერესო მაგალითი