in

კარანტინში მოხატული კედლები – ნატალი ლეტეს შემოქმედება

 

Banner M2
Banner M2

ფრანგი მხატვარი, ნატალი ლეტე, კარანტინში უსაქმურად სულაც არ ყოფილა – მან თავისი ქალაქგარე სახლი ნამდვილ ედემის ბაღად გარდაქმნა. სახლში ყოველი ნაბიჯის გადადგმისას ახალ-ახალ ყვავილებს შეამჩნევთ. კარებზე, კედლებზე, კიბეებსა და ავეჯზეც კი ხელით მოხატულ, განსხვავებულ ყვავილებს ვხვდებით და თავი ზღაპრულ კოტეჯში გვგონია.

House Murals by Nathalie Lete

House Murals by Nathalie Lete

House Murals by Nathalie Lete

მხატვარმა ეს სახლი სამი წლის წინ შეიძინა. როგორც ის იხსენებს, ბავშვობიდან ერთი ოცნება ჰქონდა – სურდა, რომ თავისი სახლი თავისივე ხელოვნებით გაევსო. სახლის ყიდვიდან გარკვეული პერიოდის განმავლობაში ნატალი საკუთარ ნამუშევრებს სახლის სტუდიაში ტოვებდა, თუმცა მას შემდეგ, რაც საფრანგეთში კარანტინი დაიწყო, ქმარმა წაახალისა ფუნჯი ხელში აეღო და დანაჩენი სახლიც მოეხატა.

House Murals by Nathalie Lete

House Murals by Nathalie Lete

House Murals by Nathalie Lete

House Murals by Nathalie Lete

House Murals by Nathalie Lete

სახლის სხვადასხვა კუთხის მოხატვის შემდეგ  ნატალიმ ავეჯის განახლებაც დაიწყო და მათ ახალი, ბოტანიკური სუნთქვა შთაბერა. „განსაკუთრებით მიზიდავს ჩემი სამყაროს, ჩემი ბუდის შექმნის იდეა, რომელიც ჩემი საკუთარი შემოქმედებით იქნება სავსე. კედლის ნახატები თუ ხალიჩები, ქსოვილები, სანათები თუ ყოველდღიური ჭურჭელი – მთავარია, რომ უბრალო ნივთი რაიმე განსაკუთრებულად ვაქციო,“ – ამბობს ლეტე.

House Murals by Nathalie Lete

House Murals by Nathalie Lete

House Murals by Nathalie Lete

House Murals by Nathalie Lete

House Murals by Nathalie Lete

House Murals by Nathalie Lete

მებაღეთა ჰარმონიული სახლი ლონდონში – Amos Goldreich Architecture-ს პროექტი

5 ადგილი თბილისში, სადაც გემოვნებიან და ამავდროულად ბიუჯეტურ ავეჯს შეიძენთ