in

ნაცრისფერ ტონებში გადაწყვეტილი თანამედროვე აპარტამენტი შვედეთში

XX საუკუნის დასაწყისში შვედეთში მდებარე ერთ-ერთი ქარხნის შენობა მთლიანად საცხოვრებელ კომპლექსად გადაკეთდა. ბინა, რომლის შესახებაც დღევანდელ სტატიაში გიამბობთ, სწორედ ამ კომპლექსის ერთ-ერთი ნაწილია. ვინაიდან ის ყოფილ საწყობში მდებარეობს, აქვს კარგად შემონახული დიდი ფანჯრები, მაღალი ჭერი და სხვა დამახასიათებელი ნიშნები. ინტერიერი სკანდინავიურ სტილში, ნაცრისფერ ტონებშია გადაწყვეტილი.

77 კვადრატული მეტრი ფართობის მქონე ბინის ფანჯრები დასავლეთისკენაა მიმართული, რაც იმას ნიშნავს, რომ ოთახები ბუნებრივ განათებას დღის ნებისმიერ მონაკვეთში იღებს. პროექტი გაწყობილია მონოქრომული ფერების სისტემითა და თანამედროვე ავეჯით, რომელიც შესანიშნავად ერგება ძველებური სტილის არქიტექტურას.

მისაღები და სამზარეულო განლაგებულია ერთ დიდ სივრცეში. იატაკზე ხის საფარია გამოყენებული. მისაღები ოთახი ქალაქის ხედებს გადაჰყურებს, რაც სახლს კიდევ უფრო გამორჩეულს ხდის. სამზარეულოში ვხვდებით მუქ ნაცრისფერ კარადებსა და უჟანგავი ფოლადის მასალისგან შექმნილ კუნძულს.

 

სამზარეულოს მოსდევს საძინებელი, რომელიც ღია გეგმარირებისაა, თუმცა დამატებითი სიმყუდროვისა და კონფიდენციალურობის მიზნით მისი იზოლირება შესაძლებელია.

მდიდრული აბაზანა შექმნილია COSA-ს სტუდიის მიერ. ზედაპირების სახით გამოყენებულია კირქვის მასალა, ხოლო იატაკზე გრანიტის ფილები გვხვდება.

საბოლოო ჯამში, პროექტი მარტივი, თუმცა ძალიან დახვეწილი და ელეგანტურია. სახლის ძირითადი ნაწილი სამ ოთახს მოიცავს, რომლებიც ნაცრისფერ ტონშია გადაწყვეტილი და სკანდინავიური სტილისთვის დამახასიათებელი სიმყუდროვით ხასიათდება.

ბოჰო სტილის შთაგონებით შექმნილი ბინა ბურჯანაძის ქუჩაზე — ხატია ცირგაიას ინტერიერი

9 მარტივი წესი დიზაინში, რომელიც თანამედროვე ინტერიერის შექმნაში დაგეხმარებათ