in

ნაცრისფერ ტონებში გდაწყვეტილი სკანდინავიური ინტერიერი

Banner M2
Banner M2

შვედეთში მდებარე ეს ბინა, რომელიც XIX საუკუნით თარიღდება ახლახან გარემონტდა და იქცა სრულად ნაცრისფერ ტონებში გაფორმებულ მდიდრულ საოჯახო სახლად, რომელსაც ისტორიული დეტალები ამშვენებს.

116მ2-ის სიდიდის ბინაში სხვადასხვა ელეგანტურ სივრცეს ერთმანეთისგან ორმაგი კარები გამოყოფს. მთელს ბინაში შეხვდებით ნაძერწ სტუკოს, აღდგენილ ხის იატაკსa და კომპაქტურ ავეჯს.

ნაცრისფერი პალიტრა, კლასიკური სტილის შეკვეთით დამზადებული ავეჯი და ისტორიული დეტალები ამ სახლს მდიდრულ და ელეგანტურ სივრცედ აქცევს.

ბინის ცენტრალურ ნაწილს დიდი მისაღები წარმოადგენს. ეს არის კლასიკური სტილის ოთახი, სადაც ნაცრისფერი და ლურჯი ტონების ერთმანეთს შესანიშნავად ერწყმის. მისაღებს აქვს აივანი, რომელიც ეზოს გადაჰყურებს და ზაფხულის თბილ დღეებში განტვირთვისთვის შესაფერის სასიამოვნო ატმოსფეროს ქმნის.

ამ ოთახიდან, ორმაგი კარების გავლით, მოხვდებით მთავარ საძინებელში. საწოლის თავთან არსებული კედელი მუქ მწვანე ელფერში გაფორმებული ჩაშენებული კარადებით არის დაფარული.

მთავარ საძინებელს აქვს პატარა ოთახი, რომელიც შეიძლება გარდერობად იქნას გამოყენებული, მაგრამ ახლა ეს სივრცე მყუდრო საბავშვო ოთახია.

სამზარეულოს კარადები ადგილზევეა შექმნილი, ისინი ოთახს კლასიკურ და ელეგანტურ იერს სძენს. კედლების მსგავსად კარადებიც ნაცრისფერ ტონშია გაფორმებული.

სამზარეულოს გვერდით არის მოდური საბავშვო საძინებელი დიდი მრგვალი სკამით და ასევე ნაცრისფერი კედლებით.

შესაძლოა, მთელი სახლის ნაცრისფერ პალიტრაში გაფორმება ყველასთვის მოსაწონი იდეა არ იყოს, თუმცა როდესაც დიზაინი ასეთი მაღალი დონისაა, შეუძლებელია, მისით არ მოიხიბლო.

10 ფაქტი ინტერიერში შავი ფერის გამოყენების შესახებ

10 ადგილი თბილისში, სადაც გასაბერ აუზს შეიძენთ