in

5 დიზაინერული იდეა, რომელიც ნეიტრალური ელფერების სრულყოფილებამდე დახვეწაში დაგვეხმარება

ინტერიერის ნეიტრალურ ტონებში გადაწყვეტა საკმაოდ ტრენდული მიმართულებაა. მიუხედავად იმისა, რომ ეს გზა საკმაოდ უპრეტენზიო ჩანს, არასწორი ტექნიკის გამოყენების შემთხვევაში, შესაძლოა სრულიად მოსაწყენი და ერთფეროვანი სივრცე მივიღოთ. მაინც რა არის ის მთავარი პრინციპები, რაც ნეიტრალური ელფერებით თამაშის დროს უნდა გავითვალისწინოთ? დღეს სწორედ ამ თემაზე გიამბობთ:

მისდიეთ ტონალურ ფერთა პალიტრას

ნეიტრალური პალიტრა მოწყენილ ფერებს არ ნიშნავს. ბუნებრივი ტონების დახვეწილი ელფერის მისაღებად მორუხო-მოყავისფრო, მაგნოლიის, შოკოლადისფერ-მოყავისფრო და შავი ელფერების ნარევი გამოგადგებათ. ასევე ბუნებისგან შთაგონებული ბევრი მწვანეც დაამატეთ.

დაამატეთ დახვეწილი ნიმუში, ფერი და კონტრასტი

თუ ინტერიერის დიზაინის მოტრფიალე ხართ, ოთახში ნიმუშების ერთმანეთთან შეთავსების უნარი ერთ-ერთია, რომელიც უნდა აითვისოთ.

თუ თქვენ ფერთა სქემის ნეიტრალურობის შენარჩუნება გსურთ, მაგრამ დროდადრო ცვლით მას, ნიმუშისა და ფერის დამატების ყველაზე მარტივი საშუალება ხელოვნების ნამუშევრები და რბილი ავეჯია.

შეუმჩნეველი ავეჯის გამოყენება

ნეიტრალური სივრცის ავეჯით გაწყობა მარტივია, თუმცა ეს ის შეცდომაა, რომელიც არ უნდა დაუშვათ.

ნეიტრალურ ტონებში შესრულებულ სივრცეში ქაოსის შექმნის ტენდენცია შეიმჩნევა. როცა ავეჯზეა საუბარი, გირჩევთ „ნაკლები უკეთესია“ მიდგომის გამოყენებას. „მარტივ ფერთა გამა მშვენიერი საშუალებაა სიჩუმისა და სიმშვიდის ოაზისის შექმნისთვის.

იმისთვის, რომ სივრცეში „თავისუფალი სუნთქვა“ იყოს შესაძლებელი, არ ჩახერგოთ ის. მარტივი, დაბალდონიანი სათავსო, რამდენიმე თქვენთვის საყვარელი ნივთი და ძვირფასი აქსესუარები ინტერიერს ინდივიდუალურობის შტრიხს შემატებს.

მარმარილოსა და ხის ერთობა თანამედროვე ესთეტიკის შექმნისთვის

ხესთან მუშაობა საოცარი და სასიამოვნო პროცესია. ის ელასტიკური, უნივერსალური და სამზარეულოში თქვენი სტილის აღბეჭდვის ბრწყინვალე საშუალებაა. მნიშვნელობა არა აქვს ეს თანამედროვე ცხოვრების შტრიხი თუ წარსულის ნოსტალგიური მინიშნება იქნება.

სხვადასხვა ჯიშის ხის ნატურალური ბოჭკოები, განსაკუთრებით მარმარილოს ცივ სილამაზესთან შერწყმული, ულამაზესი სანახაობაა. მარმარილოსა და ხის ელეგანტურ, თავშეკავებულ და ულამაზეს კომბინაციას დრო ვერაფერს აკლებს.

ინტერესის გამო დამატებული ტექსტურები

ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტი, რომელიც ნეიტრალური ფერებით დეკორირებისას უნდა გაითვალისწინოთ – ტექსტურაა. უკანასკნელის სქემაში  დამატება, მისი ძირითადი ფერისგან დამოუკიდებლად, ინტერიერს ყოველთვის უფრო საინტერესოს, ხოლო ოთახს თბილს გახდის. ტექსტურა სხვადასხვა ფორმის შეგვიძლია გამოვიყენოთ: უხეში სელის ტილოები, მოქარგული მასალები, მასიური ტრიკოტაჟული გადასაფარებლები, კერამოგრანიტის ლარნაკები, კანაფის ხალიჩები და ა.შ.

BenBen – ბუნებრივი მინერალებისგან დამზადებული უნიკალური ხელნაკეთი სახელურები საქართველოდან

რენცო პიანო – არქიტექტორი თანამედროვე ტექნოლოგიების სიყვარულით