in

ნეონის განათების გამოყენება არქიტექტურაში

With.It.Home - BodinChapa Architects

ნეონის განათება საკმაოდ მკაფიო განცხადებაა დიზაინში, რომელსაც განსხვავებული აქცენტები შემოაქვს და შესაძლებელია სივრცეს საერთოდ შეუცვალოს ვიზუალი, გახადოს ის უფრო თანამედროვე და ზოგჯერ ნოსტალგიურიც კი. ზოგი არქიტექტორი საერთოდ ერიდება მათ გამოყენებას, რადგან ისინი მათთვის ქუჩის სარეკლამო აბრების ასოციაციას იწვევენ. სტატიაში მიმოვიხილავთ როგორ მუშაობს ნეონის განათება, მის არქიტექტურულ ისტორიას და როგორ იყენებენ მას დღეს დიზაინერები.

ნეონის გაზი 1898 წელს აღმოაჩინეს და მოდის ბერძნული სიტყვიდან “neos”, რაც ნიშნავს ახალ გაზს. ეს იყო იშვიათი ნივთიერება, რომელსაც არც ფერი ჰქონდა, არც სუნი და დენთან კავშირის შემთხვევაში იღებდა მოწითალო, მონარინჯისფრო ფერს.

Garage Screen Cinema – Syndicate Architects
Garage Screen Cinema – Syndicate Architects

პირველი ნეონის სანათი 1902 წელს შექმნა ინჟინერმა ჯორჯ კლოდმა, და წარმოადგენდა ვიწრო, გრძელი ფორმის ნათურებს. დღეს უკვე მრავალი სხვადასხვა ფერის ნეონის ნათურის წარმოებაა შესაძლებელი მათი ტონირების მეშვეობით და ასევე ფოსფორის დაფერვით. 1923 წელს ჯორჯ კლოდმა და მისმა კომპანიამ Claude Neon-მა ამერიკაში დაიწყეს ნეონის ნათების ქუჩის ბანერებისთვის გამოყენება, რომელიც ძალიან სწრაფად აიტაცა სარეკლამო სფერომ და ნეონის შუქი უკვე ასოცირდებოდა აბრებთან და ბილბორდებთან, ასევე კინოაფიშებთან. ამერიკის შეერთებულ შტატებთან ერთად ტენდენციას აყვა საფრანგეთიც და 1960 წლებში საბჭოთა კავშირშიც კი გამოჩნდა ნეონის სანათები.

დღეს ნეონი ინტერიერში და არქიტექტურაშიც გამოიყენება, ასოცირდება თანამედროვე სტილთან, მაგრამ თავისი ისტორიიდან გამომდინარე ხშირად იყენებენ ნოსტალგიურ ელემენტადაც. განათებას შეუძლია მთლიანად შეცვალოს ატმოსფერო ოთახში, ამიტომ დიზაინერები ცდილობენ ეს დეტალი საკმაოდ კრეატიულად გამოიყენონ.

With.It.Home – BodinChapa Architects
Madalena Bar – Emanuella Wojcikiewicz Studio
OMNOMNOM Vegan Cafe – Replus Design Bureau
El Mama & La Papa Bar Restaurant – El Equipo Creativo
Apartamento MM – Studio RO+CA
Beets & Roots in Berlin Mitte – Gonzalez Haase
Ambrosia Tea Shop – Biasol
Bullguer Center – SuperLimao Studio
The Bar Ji – Dylab Studio

Rubio Store – Masquespacio

საცხოვრებელ ინტერიერში განთავსებული 10 ავეჯი

ინტერვიუ მაკა თათეშვილთან – შოურუმი MOTIF-ის მფლობელი