in

ქართველი ქალი მეწარმეების მიერ შექმნილი ნივთები სახლისთვის – 5 პროდუქტი „VELI.store“-დან

VELI.store“-ის მარტის თვის კამპანია ქართველ ქალ მეწარმეებს ეძღვნება და მცირე ბიზნესების მხარდაჭერასა და მათი საქმიანობის წახალისებას ისახავს მიზნად. ციფრული გაყიდვების ველმა — „VELI.store“ გადაწყვიტა, 1 თვის განმავლობაში, 10 ქალ კონტენტ კრეატორთან ერთად, ქალ მეწარმეებს მცირე დახმარება გაუწიოს და ქმედითი ნაბიჯებით მათი ბიზნესის სასიკეთო მიმართულებით წარმართვაში მიიღოს მონაწილეობა.

კამპანიის ფარგლებში, „ველის“ ვებ-გვერდსა და აპლიკაციაში სპეციალური გვერდი შეიქმნა, სადაც უმეტესად ქალი მეწარმეების ბრენდებია წარმოდგენილი.  აღნიშნული წამოწყება მნიშვნელოვან წვლილს შეიტანეს ქალთა ბიზნესის განვითარებაში და ქვეყნის სოციალურ თუ ეკონომიკურ წინსვლაში.

ამასთან დაკავშირებით, დღევანდელ სტატიაში ქალი მეწარმეების მიერ შექმნილ Homeis.ge-ს 5 რჩეულ პროდუქტს შემოგთავაზებთ, რომლებიც თქვენი სახლის გალამაზებაში დაგეხმარებათ.

1. „The Why Not Gift Shop“ — ბალიში

ქალი მეწარმეების მიერ დაარსებული „The Why Not Gift Shop“-ი თანამედროვე არტისტების მიერ შექმნილ ექსკლუზიურ პროდუქტებს აერთიანებს, რომლებიც ძირითადად დეკორატიულ ნივთებს მოიცავს. ბალიში „ფენიქსის ზღაპრები“ ქართველი ილუსტრატორის, ხატია ჩიტორელიძის ნამუშევრის მიხედვითაა დამზადებული და ქართული ხალხური ზღაპრების მოტივებზეა შექმნილი. დეკორატიული ბალიში, რომელსაც პრაქტიკული დანიშნულებით გამოიყენებთ, ინტერიერსაც გაგილამაზებთ და ინდივიდუალური ხასიათის გამოხატვაში დაგეხმარებათ.

პროდუქტის შესაძენად გადადით ბმულზე

2. „კერამიკ სტუდიო 1300“ — საყვავილე

„კერამიკ სტუდიო 1300“ ქართველი კერამიკოსების — ირინე ჯიბუტისა და ტასო გომელაურის ხელნაკეთი ნამუშევრების ბრენდია, რომელიც უნიკალურ დეკორატიულ ნივთებს აერთიანებს. ქალი მეწარმეების მიერ შექმნილი ცისფერი საყვავილე თეთრი თიხისგანაა დამზადებული და ნაზი, სადა ფორმებით ხასიათდება. ვფიქრობთ, ის იდეალური აქსესუარი იქნება თქვენი სახლისთვის, მოდელი განსაკუთრებულ შტრიხებს შეიტანს სივრცეში და ინტერიერს უფრო ეფექტურსა და მიმზიდველს გახდის.

პროდუქტის შესაძენად გადადით ბმულზე

3. „Mood.o“ და „DODO Design“ — სუფრა 

ქართული ბრენდების — „Mood.o“-სა და  „DODO Design“-ის თანამშრომლობით პირველი სუფრების კოლექცია შეიქმნა, რომელშიც ქართული ორნამენტების შთაგონებით დამზადებული მოდელი გამორჩეულ ადგილს იკავებს. პროდუქტი ნებისმიერ მაგიდას შემატებს ბრწყინვალებას და დეკორაციას უფრო საინტერესოდ წარმოაჩენს. აღსანიშნავია, რომ „Mood.o“ სამი მეგობრის მიერ დაარსებული ბრენდია, რომელიც ქართული კულტურული მემკვიდრეობით არის ნასაზრდოები და თანამედროვე სტილის, კომფორტულ ტექსტილს მოიცავს. „DODO Design“-ის ნამუშევრები კი  ინტერიერის, ექსტერიერის, დეკორისა და სარეკლამო რგოლების გარდა, პროდუქტის დიზაინსაც აერთიანებს.

პროდუქტის შესაძენად გადადით ბმულზე

4. თათია ნადარეიშვილი — პრინტი „სპილოები“

თათია ნადარეიშვილის ფერადი და სახალისო პრინტი „სპილოები“ ამაღლებულ განწყობას შექმნის სივრცეში და სასიამოვნო ატმოსფეროს შესძენს თქვენს საცხოვრებელს. თათია ნადარეიშვილი საბავშვო წიგნების ავტორი და ილუსტრატორია. მისი ნამუშევარი აუცილებლად გაუხარებს გულს პატარებსა თუ დიდებს და თქვენს საყვარელ ადამიანებს დადებით ემოციებს მოჰგვრის.

პროდუქტის შესაძენად გადადით ბმულზე

5. „ზეზეწარი“ — თეთრეული

„ზეზეწარი“ სახლის ტექსტილის ქართული ბრენდია, რომელიც მომხმარებელს თეთრეულის, პიჟამას, პირსახოცისა და ხალათის მრავალფეროვან ასორტიმენტს სთავაზობს. მოდელები ხარისხით, კომფორტით, მასალითა და დიზაინით გამოირჩევა. ბრენდის სახელწოდებაში გამოხატულია მთავარი სათქმელი და კომპანიის ფასეულობები, რაც პროდუქციის მაღალ ხარისხსა და სტანდარტს გულისხმობს. მოცემული თეთრეული საუკეთესო დანამატი იქნება თქვენი საძინებლისთვის, როგორც ინტერიერის გასალამაზებლად, ასევე, ძილისთვის კომფორტული პირობების შესაქმნელად.

პროდუქტის შესაძენად გადადით ბმულზე

VELI.store“-ის „მხოლოდ ქართულის“ კატეგორიაში წარმოდგენილი ბიზნესების 90% ქალ მეწარმეებს ეკუთვნის. თითოეული პროდუქტი გამორჩეული სტილითა და უნიკალური კონცეფციით გამოირჩევა. ეს სწორედ ის ნივთებია, რომელთა დახმარებით ინტერიერში გამორჩეული აქცენტებისა და ინდივიდუალური შტრიხების შეტანაა შესაძლებელი.

ავტორი: მეკო მეტრეველი

5 მარტივი გზა მუდმივად ტრენდული ინტერიერის შესაქმნელად

მინიმალისტური სტილის სახლი ოკეანის პირას