საახალწლო სეზონი უკვე აქტიურ ფაზაშია, რაც იმას ნიშნავს, რომ დროა, იმ საჩუქრებზე დავფიქრდეთ, რომლებიც არა მხოლოდ ლამაზად შეფუთული ნივთებია, არამედ ემოციის, დიზაინისა და ყურადღების გამოხატულებაც. სწორედ ასეთ განწყობას გვთავაზობს NS Product-ი — დიზაინ სტუდია, რომელიც ყოველდღიურ ობიექტებს განსხვავებული ხედვით ქმნის და მათ სრულფასოვან ნამუშევრებად აქცევს. თუ საყვარელი ადამიანისთვის ისეთ საჩუქარს ეძებ, რომელიც შექმნილია საქართველოში და გამოირჩევა უნიკალურობით, მაშინ აუცილებლად უნდა გადაავლო თვალი NS Product-ის დიზაინ ობიექტების სიას:
Do.Re.Mi. Playing Cards

ერთი შეხედვით ნაცნობი, მაგრამ სრულიად განსხვავებული გამოცდილება… თითოეული სათამაშო კარტი უნიკალური დიზაინით არის შექმნილი, რაც მათ აქცევს არა მხოლოდ იდეალურ ატრიბუტად თამაშისთვის, არამედ საკოლექციო ობიექტადაც. ვიზუალურად გამორჩეული გრაფიკა, ფერების დაბალანსებული პალიტრა და ყურადღება დეტალებისადმი – სწორედ ეს ხდის Do.Re.Mi.-ს კარტს გულწრფელად სასურველ საჩუქრად.
ნარდი

NS Product-ის მიერ შექმნილი ნარდი ტრადიციულ თამაშს ახალ, მხიარულ განწყობას სძენს. ხის მასალისგან დამზადებულ ხელნაკეთ ნარდს დამატებული აქვს ფერი და ხასიათი, რაც მას იმაზე მეტად აქცევს, ვიდრე ჩვეულებრივი სამაგიდო თამაშია. არატრადიციული ფორმის ფიგურები თამაშის პროცესს განსხვავებული ერგონომიულობით გვთავაზობს, ხოლო თავად ნარდი მარტივად შეიძლება იქცეს დეკორატიულ ობიექტად, რომელიც ინტერიერში თაროებსა და მაგიდებს ამშვენებს.
Maza

მაზა არის ობიექტი, რომელიც ტრადიციასა და თანამედროვე დიზაინს შორის ბუნებრივ კავშირს ქმნის. მაზა, რომელიც ქართულ კულტურაში სიტკბოსა და ბარაქის სიმბოლოა, NS Product-ის ინტერპრეტაციით სადღესასწაულო სუფრის თანამედროვე ელემენტად გარდაიქმნება. ის ერთდროულად ინარჩუნებს სიმბოლურ მნიშვნელობას და ახალ ვიზუალურ იდენტობას იძენს, რაც მას განსაკუთრებულ დეტალად აქცევს როგორც ყოველდრიურობაში, ასევე საზეიმო სუფრაზე.
ZigZag შანდალი

მცირე, მაგრამ საკმაოდ ეფექტური დეტალი, რომელიც ინტერიერში ატმოსფეროს ცვლის. გეომეტრიული ფორმა, მკაფიო ხაზები და დიზაინზე ორიენტირებული მიდგომა ამ შანდალს აქცევს ისეთ ობიექტად, რომელსაც სანთლის შუქთან ერთად, სივრცეში სიმყუდროვე და თანამედროვე ესთეტიკა ერთდროულად შემოაქვს.
შეიძინე ZIGZAG Decor
Do.Re.Mi Domino

დომინო, საკუთარი სიმარტივითა და ფერების კომბინაციით გამოხატავს კოლექციის ხასიათს. ფილების მინიმალისტური დიზაინი ჰარმონიულად ერწყმის ხის ბუნებრივ ტექსტურას და დამატებით მუხტს მატებს გართობის პროცესს.
NS Product-ის საახალწლო საჩუქრების იდეები შექმნილია მათთვის, ვინც ნივთებში მხოლოდ ფუნქციას არ ეძებს და მნიშვნელობას ანიჭებს ესთეტიკას, მასალას და ემოციას. ეს ის საჩუქრებია, რომლებიც დიდხანს რჩება სახლში და გულში.






