in

დიზაინერ კრის ბენცის ფერადი სახლი ბელპორტში

Banner M2
Banner M2

მას შემდეგ, რაც დიზაინერმა კრის ბენცმა თავის პარტნიორთან, პიტერ ტუმბეკთან ერთად მეცხრამეტე საუკუნის სახლი შეიძინა, მისი ცხოვრება მთლიანად მოიცვა ამ ადგილის რენოვაციამ. სახლი ნიუ-იორკში, ბელპორტში მდებარეობს და ის ერთგვარი “უქმეების გასატარებელი” სივრცეა მისი მფლობელებისთვის.

მას ასევე ვიქტორიანული მეურნეობის კლასიკურ სახლსაც უწოდებენ. ეს ადგილი თანამედროვესა და ძველის გზაგასაყარზე დგას – სწორედ ამგვარი დიზაინი აირჩიეს მისმა მფლობელებმა. ბენცს ყოველთვის ჰქონდა თანდაყოლილი ფერის შეგრძნება – თამამი პალიტრები მისი სავაჭრო ნიშანი იყო, მაგრამ ის ამტკიცებს, რომ ყველაზე ფერადმოყვარულებსაც კი შეუძლიათ წარმატებით მიაღწიონ ნეიტრალებს.

”მე არ ვფიქრობ, რომ ადამიანებს უნდა ეშინოდეთ ფერის გამოყენების. უბრალოდ დარწმუნდით, რომ ამ ფერებში არსებობს თანმიმდევრულობა – ისე, რომ ფერები იყოს აზრიანად გამოყენებული და არ იყოს მხოლოდ მხიარული განწყობის შეგრძნება,” –  ამბობს ის.

ინტერიერი აშკარად საკმაოდ დატვირთულია – ის მოიცავს დიდი რაოდენობის დეკორატიულ ნივთებს, რომელთა უმრავლესობაც ვინტაჟურია. ოთახების სივრცეებთან შედარებით, გამოყენებულია უფრო მასიური ავეჯი.

ამ სახლში თითოეულ ოთახს, ერთგვარად, საკუთარი იდენტობა აქვს. ისინი კონკრეტულ ფერებშია შეღებილი და ამ ფერისვე დეკორითაა გაწყობილი. მაგალითად, მისაღები ოთახი მწვანესა და კრემისფერის ნაზავია, სამზარეულო ნეიტრალურ ფერებშია გადაწყვეტილი, ერთ-ერთი საძინებელი კი მთლიანად ცისფერია.

აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ მეორე საძინებელი, რომელშიც დომინანტურ როლს დიდი, ძველებური და ძალიან ორიგინალური საწოლი თამაშობს. ფაქტობრივად, აქ მთლიანი სივრცე სწორედ მას უკავია.

სახლს აქვს საუცხოო, ინგლისური სტილის ბაღი, რომლის მახლობლად განთავსებულია საცურაო აუზი.

ინტერიერის დიზაინი: Chris Benz

ფოტოგრაფი: Kelly Marshall

მსოფლიოს უმაღლესი ცათაბჯენები – ტოპ 24 ნაგებობა

ორშვილიანი ოჯახის მყუდრო ბინა მიცკევიჩის ქუჩაზე