in ,

ორშვილიანი ოჯახის მყუდრო ბინა მიცკევიჩის ქუჩაზე

Banner M2
Banner M2

ეს ბინა საბურთალოზე, მიცკევიჩის ქუჩაზე მდებარეობს და მისი საერთო ფართი 170 კვადრატული მეტრია. სახლის მეპატრონე ახალგაზრდა წყვილია, რომელიც ამ სივრცეში ორ შვილთან ერთად ცხოვრობს.

ცოლ-ქმარი ბინაში 2014 წელს გადმოვიდა და მათ საკუთარი საცხოვრებლის მოწყობის პროცესი თავად უზრუნველყვეს. როგორც რესპონდენტები გვიამბობენ, სარემონტო სამუშაოებში ქმარი იყო სრულად ჩართული, ხოლო ინტერიერის შექმნის პროცესი მისმა მეუღლემ აიღო საკუთარ თავზე.

ინტერიერის დიზაინი ჩემი ერთ-ერთი გატაცებაა. მუდმივად ვადევნებ თვალყურს აღნიშნულ სფეროს წიგნებისა და web-ის მეშვეობით. ასევე წელიწადში ორჯერ ვესწრები Maison Objet-ის გამოფენას პარიზში. ამას გარდა, ჩემი ამჟამინდელი სამუშაოს სპეციფიკიდან გამომდინარე, მიწევს რამდენიმე სასტუმროს მშენებლობა-მოწყობაში ჩართვაც, რაც კიდევ უფრო მეხმარება ამ მხრივ მეტი ცოდნის მიღებასა და განვითარებაში”, – გვიამბობს დიასახლისი

“ვფიქრობ, ინტერიერის მოწყობა ისეთი პროცესია, რომლის შესრულებაც 100%იანი სიზუსტით არ გამოდის. მაგალითად, ჩემ შემთხვევაში, არ არსებობდა არანაირი გეგმა და პროცესი იყო თანმიმდევრული. დღემდე არ მაქვს სახლში ჭაღები, რადგან ჯერ კიდევ ვერსად ვნახე ისეთი სანათები, რომლებიც ფასის, ხარისხისა და დიზაინის კოლაბორაციით მომცემს იმას, რაც მინდა.”

შეიძლება ითქვას, რომ ბინის “სასიცოცხლო ცენტრი” მულტიფუნქციური მისაღები ოთახია, სადაც საღამოობით მთელი ოჯახი ერთად იკრიბება. ეს არის ადგილი, სადაც ბინის მეპატრონეები იღებენ სტუმრებს, მუშაობენ დისტანციურ რეჟიმში, კითხულობენ, უყურებენ ტელევიზორს, უსმენენ მუსიკას და ბავშვებთან ერთად თამაშობენ. შესაბამისად, ეს სივრცე მართლაც ყველა ოჯახის წევრის საჭიროებას ერგება და მათთვის სახლის ყველაზე საყვარელ ზონას წარმოადგენს.

ფოტოგრაფი: ოთო გორდელაძე

დიზაინერ კრის ბენცის ფერადი სახლი ბელპორტში

Santa & Cole – დიზაინის ბრენდი ესპანური ესთეტიკით