in

ნივთები შენი სამზარეულოს გასალამაზებლად – ფუნქციური ტექსტილი Dressup.ge-დან

სივრცე, სადაც მზადდება ყოველდღიური კერძები, იღვრება არომატები და იქმნება მყუდრო ოჯახური გარემო, იმსახურებს არა მხოლოდ სისუფთავეს და ორგანიზებულობას, არამედ ფუნქციურ ესთეტიკასაც. სწორედ ასეთ როლს ასრულებს სამზარეულოს ტექსტილი — წინსაფრები, ჩაის ტილოები, ხელთათმანები, ქსოვილის ხელსახოცები თუ მაგიდის გადასაფარებლები. თითოეული მათგანი უმნიშვნელოვანესი ელემენტია როგორც ჰიგიენის, ისე სტილის თვალსაზრისით.

დღევანდელ სტატიაში რამდენიმე პროდუქტი შევარჩიეთ Dressup.ge-ს პლატფორმიდან, რომლებიც ფუნქციურობასთან ერთად, ესთეტიკურ შტრიხებსაც შესძენს თქვენს სამზარეულოს.

1. Tiseco-ს ჩაის ტილო 

დიდი ზომის ტილო, რომელიც პრაქტიკულობასთან ერთად, გამორჩეული ვიზუალითაც იქცევს ყურადღებას. ხაზოვანი გრაფიკა მონოქრომულ ფერებში იდეალურად ერწყმის როგორც კლასიკურ, ისე თანამედროვე სამზარეულოებს. მისი ტექსტურა კი საშუალებას გაძლევს, ეფექტურად გამოიყენო ჭურჭლის შესაშრობად ან უბრალოდ დეკორატიულ ელემენტად.

ამ პროდუქტის შესაძენად გადადით ბმულზე

2. წინსაფარი 
წინსაფარი, რომელიც სამზარეულოს რუტინას უფრო დახვეწილს ხდის. სტანდარტულზე ოდნავ გრძელი ფორმა უზრუნველყოფს დამატებით დაცვას, ხოლო მისი თანამედროვე ვიზუალი, ბუნებრივი ფერები და სწორი ჭრა საშუალებას გაძლევს, კომფორტულად იმოძრაო. თუ საჩუქრის არჩევას ფიქრობ ახალი ბინის მფლობელისთვის, ეს იდეალური პრაქტიკული ვარიანტია.


ამ პროდუქტის შესაძენად გადადით ბმულზე

3. ხელთათმანი ცხელი კერძებისთვის
დამზადებულია მტკიცე ქსოვილისგან, რაც სითბოს მიმართ მდგრადობას უზრუნველყოფს. ეს ხელთათმანები დაგიცავს და ამავდროულად დამატებით ვიზუალურ დეტალად იქცევა სამზარეულოს კუთხეში. ორიან კომპლექტში წარმოდგენილი მოდელი განსაკუთრებით მოსახერხებელია ყოველდღიური გამოყენებისთვის.


ამ პროდუქტის შესაძენად გადადით ბმულზე

4. MÆGEN-ის ქსოვილის ხელსახოცი
მაგიდის ხელსახოცები დღეს აღარ არის მხოლოდ ფუნქციური დეტალი — ისინი ცვლის პლასტიკურს, ამარტივებს სუფრის ორგანიზებას და აძლიერებს ვიზუალურ შთაბეჭდილებას. მოდელი “CUTTLERY” თავისი გრაფიკული პრინტით და კომპაქტური ფორმით იდეალურად ჯდება როგორც ყოველდღიურ, ასევე სადღესასწაულო გარემოში.


ამ პროდუქტის შესაძენად გადადით ბმულზე

5. Opjet-ის მაგიდის გადასაფარებელი 
სუფრის გარშემო შეკრებას ყოველთვის თან ახლავს ატმოსფერო — და ამ ატმოსფეროს ფორმირებაში ტექსტილი დიდი როლს ასრულებს. მაგიდის ეს გადასაფარებელი გრაფიკული მოტივით და ელეგანტური ფერით ნებისმიერი მაგიდის ზედაპირს გამორჩეულს ხდის. იდეალურია როგორც ყოველდღიური სუფრისთვის, ისე სტუმრების მისაღებად.


ამ პროდუქტის შესაძენად გადადით ბმულზე

ღია თაროების სისტემა ინტერიერში — 4 საინტერესო პროექტი საქართველოდან